Saturday, July 28, 2018

რუსეთის პერსპექტიული სტრატეგიული შეიარაღება

პერსპექტიული, ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა, 9М730 "Буревестник"

2018 წლის 19 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გამოაქვეყნა პერსპექტიული სტრატეგიული შეიარაღების ოფიციალური ვიდეოსიუჟეტები. აღნიშნული შეიარაღების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ამა წლის 1 მარტს თავის გამოსვლაში ისაუბრა.

პუტინის მიერ გაკეთებული მოხსენება იხილეთ შემდეგ ბმულზე - Не имеет аналогов - პუტინი რუსეთის საიდუმლო იარაღის შესახებ

საოკეანო მრავალფუნქციური სისტემა "Посейдон":


ახალი სტრატეგიული შეიარაღების შექმნა რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გამაგრებას ემსახურება. საოკეანო მრავალფუნქციური სისტემა "Посейдон" წყალქვეშა შეიარაღების პრინციპულად ახალ სახეობას წარმოადგენს, ის უპილოტო წყალქვეშა აპარატების გამოყენებას ეფუძნება.

"Посейдон"-ის მთავარ უპირატესობას მტრის კონტრზომებისგან ფაქტიურად ასპროცენტიანი დაცულობა წარმოიადგენს.

კომპლექსი რუსეთის საზღვაო ფლოტს, საავიამზიდო და საზღვაო დამრტყმელ დაჯგუფებებთან, ბრძლის საშუალებას აძლევს. მის ფუნქციაში ასევე სანაპირო ინფრასტრუქტურის საკონტინენტთაშორისო მანძლებზე განადგურებაც შედის.

რუსული მხარის განცხადების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში, წარმატებით დასრულდა "Посейдон"-ის ბირთვული ძალური დანადგარის გამოცდები. დღეს დასრულების სტადიაშია წყალქვეშა უპილოტო აპარატის საექსპერიმენტო დამუშავება.

საწარმოებში მიმდინარეობს აპარატის ყველა სისტემის და კონსტრუქციის შეთანხმებული მუშაობისა და საიმედოობის შემოწმება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებზე ხორციელდება აპარატის დინამიკური მახასიათებლების შემოწმება, რეალური გაშვებები და ავტონომიურ რეჟიმში ცურვა.

"Посейдон"-ის შექმნის ყველა ღოპნისძიება გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება.

საბრძოლო ლაზერული კომპლექსი "Пересвет":


შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რუსეთის კომოსურმა ძალებმა პირველად მიიღეს ლაზერული შეიარაღება. კომპლექსის ათვისება ჯარებში უკვე დაიწყო. აქტიურად ხორციელდება პირადი შემადგენლობის მიერ მატერიალური ნაწილის ათვისება.

საბრძოლო მორიგეობის განსახორციელებლად მომზადებულია აუცილებელი ინფრასტრუქტურა, აშენდა სპეციალური შენობები გათვლებისა და ტექნიკის განსათავსებლად.

ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა "Буревестник":


როგორც რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წლის 1 მარტს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთში მიმდინარეობს ბირთვულძრავიანი, შეუზღუდავი ფრენის მანძილის მქონე, ფრთოსანი რაკეტის გამოცდები.

დაბალ სიმაღლეზე მფრენი, დაბალი შემჩნევადობის ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც პრაქტიკულად შეუზღუდავ დისტანციაზე ბირთვული ქობინი მიაქვს და გააჩნია სრულიად წარმოუდგენელი ტრაექტორია და შეუძლია გზაგადამჭერი ზღუდეების შემოვლა. მისი ჩამოგდება არსებული რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით პრაქტიკულად შეუძლებელია.


ამ მომენტისთვის რაკეტა გეგმიურ გამოცდებს გადის, იხვეწება მისი შემადგენელი ნაწილები, ექსპერიმენტალური პარტია საფრენოსნო გამოცდებისთვის ემზადება.
კომპლექს 9М730 "Буревестник"-ის გამოცდების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - რუსული ბირთვულძრავიანი რაკეტის წარუმატებელი გამოცდები


სარაკეტო კომპლექსი "Авангард":


რუსეთის თავდაცვითა წარმოებამ დაასრულა პრინციპულად ახალი აღჭურვილობის მქონე სარაკეტო კომპლექს "Авангард"-ის შექქმნა. უკვე დაწყებულია მისი წარმოება.

პლანირებადი ფრთოსანი ბლოკის ფრენა ატმოსფეროს მკვრივ შრეში, რამოდენჯიმე ათეული კილომეტრი სიმაღლეზე ხორციელდება. ის საკონტინენტთაშორისო დისტანციაზე ჰიპერბგერითი სიჩქარით გადაადგილდება, რომლის მაქსიმალური მნიშვნელობაც ბგერის სიჩქარეს ოცჯერ აღემატება.

მიზნისკენ ფრენისას ბლოკს შეუძლია მანევრირება განახორციელოს, როგორც გვერდით (რამოდენიმე ათას კილომეტრზე), ასევე სიმაღლეში, რაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის მისი ტრაექტორიის განსაზღვრას შეუძლებელს ხდის.

ამ მომენტისთვის მიმდინარეობს რაკეტის ექსპულატაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

სარაკეტო კომპლექსი "Сармат":


სარაკეტო კომპლექს "Сармат"-ის მწყობრში ჩაყენება, მისი წინამორბედის, "Воевода"-ს, საბრძოლო რიგებიდან გაყვანასთან სინქრონულად განხორციელდება.

"Сармат"-ის ენერგეტიკული მაჩვენებლები, საშუალებას იძლევა რაკეტა სხვადასხვა ნომენკლატურის საბრძოლო ქობინებით აღიჭურვოს. მას შეუძლია მცირე, საშუალო, გაზრდილი და დიდი სიმძლავრის ქობინები  ზიდოს.

კომპლექსის სატყორცნი გამოცდების პროგრამა წარმატებით დასრულდა, რაც კომპლექს "Сармат"-ის საფრენოსნო გამოცდებზე გადასცვლის საშუალებას იძლევა.

"Сармат"-ის სატყორცნი გამოცდების შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე - რუსეთში საკონტინენტთაშორისო რაკეტა "Сармат"-ის პირველი სატყორნცი გამოცდები განხორციელდა

საავიაციო სარაკეტო კომპლექსი "Кинжал":


რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, 2017 წლის 1 დეკემბერს, საბრძოლო მორიგეობაზე დადგა კომპლექს "Кинжал"-ით აღჭურვილი საავიაციო ესკადრილია. პირადი შემადგენლობა განაგრძობს მატერიალური ნაწილის ათვისებას და სასწავლო ფრენებს.

საცდელ-საბრძოლო მორიგეობის განმავლობაში განხორციელდა 350 ფრენა, მათ შორის 70 ფრენა ჰაერში საწვავის გამართვით. 2018 წლის აპირლიდან კომპლექს "Кинжал"-ით აღჭურვილი МиГ-31-ები კასპიის ზღვის აკვატორიაში გეგმიურ მორიგეობას ეწევიან. დაწყებულია კომპლექს "Кинжал"-ის ბომბდამშენ Ту-22М3-ებიდან გამოყენებაზე მუშაობა.
მცირედი ინფორმაცია "Кинжал"-ის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე

თემატური სტატიები:

Tuesday, July 24, 2018

Merkava Mk4-ის ახალი ვერსია


ამა წლის 19 ივლისს, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ, ახალი ტანკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ტანს "Merkava Mk4 Barak"-ი ეწოდება, ის Merkava Mk4-ის ბაზაზე შეიქმნება და მისი შეიარაღებაზე მიღება 22021 წლისთვისაა დაგეგმილი.

ახალი მანქანა შემდეგ ინოვაციებს მიიღებს:
  • ამოცანათა ახალი კომპიუტერი (ეგრეთ წოდებული "მაჰშევ მესიმა") აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით. მიიღებს ინფორმაციას როგორც ტანკის გადამწოდებებიდან, ასევე გარე წყაროებიდან (ოპერატიულოი ქსელიდან), გააანალიზებს მას და ტანკის მეთაურს საჭიროებისა და აქტუალობის რიგითობით წარუდგენს. კერძოდ, აღმოჩენილ სამიზნეებს, საშიშროების მიხედევით, მიანიჭებს პრიორიტეტულობას. შეამცირებს ეკიპაჟის დატვირთვას, გაზრდის სამიზნეების აღმოჩენის და მათი განადგურების სისწრაფესა და სიზუსტეს. აღსანიშნავია რომ, ტანკის უკვე არსებულ ვარიანტზე ("Merkava Mk4 Mem", სადაც ასო "Mem" აღნიშნავს აქტიური დაცვის სისტემა "მელი რუახს", რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით Trophy), 46 სხვადასხვა კომპიუტერი აყენია, რომლებიც ათობით გადამწოდისგან ღებულობენ ინფორმაციას და ტანკს სამიზნის პირველი გასროლით 90% განადგურების შესაძლებლობას ანიჭებენ.
  • სამიზნე მიზნებისთვის განკუთვნილი ვირტუალური რეალობის ჩაშენებული სისტემა (VR – Virtual Reality glasses) ყველა ტანკს ტრენაჟორად აქცევს. სოსტემა ტანკის ეკრანებზე ვირტუალურ რეალობას გამოსახავს: შენობები, მთიანი და ტყიანი გარემო და ასე შემდეგ. ამგვარად, ტანკი, რომელიც უდაბნოში, პოლიგონზე დგას, შესძლებს ეკიპაჟს სხვადასხვა გარემოცვაში დაუსახოს ამოცანები.
  • მეთაურისა და მემიზნის გაუმჯობესებული სამიზნეები.
  • სისტემა IronVision-ით აღჭურვილი ჩაფხუტები (ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე ჯავშნის პრინციპი).
  • ახალი სენსორული ეკრანები (Touch Screen).
  • მოდერნიზირებული აქტიური დაცვის სისტემა "მელი რუახ", გაიზრდება მისი ავტომატიზაციის დონე.
  • წინაღობების შესახებ მძღოლის გაფრთხილების სისტემა.
  • ლოჯისტიკის საკითხების შეცვლის განსაზღვრა (მომარაგების უზრუნველყოფა), რაც ტანკს საშუალებას მისცემს ავტონომია 30% გაზარდოს.
VR & IronVision

ასევე აღსანიშნავია რომ, ზემოთ ჩამოთვლილმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა, ტანკის მეთაურს უნდა გაუქროს სარქველიდან თავის ამოყოფის სურვილი, ანუ ბრძოლის ველის საკონტროლებლად ნახევრად გარეთ ამოსვლა. როგორც ცნობილია ისრაელის არმიაში ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ბრძოლის ველის მაქსიმალური კონტროლის საშუალებას იძლევა, მაგრამ მეორეს მხრივ ოფიცერთა რიგებში, ნამსხვრევებითა და ტყვიებით, დანაკარგებს საგრძნობლად ზრდის. ახალი ტანკის ტექნოლოგიები, პირდაპირ დაკვირვებასთან შედარებით, ტანკში მჯდომ მეთაურს უკეთეს მხედველობას შესთავაზებს, რაც გარეთ ამოსვლას არასაჭიროს გახდის, მაგრამ მეთაურს მაინც ექნება არჩევნის გაკეთების თავისუფალი ნება.


წყარო:
Новые подробности о танке «Меркава-4 Барак»

Sunday, July 22, 2018

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების უახლესი Су-25СМ3

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უახლესი Су-25СМ3-ების მითღება დაიწყეს (სირიაშიც მოასწრეს მათი შემოწმება). მანქანის განახლებული საბორტე რადიოელექტრონული აპარატურის შესახებ მცირე ინფორმაცია ბლოგზე უკვე დაიწერა - რუსეთის არმიამ უახლესი Су-25СМ3-ის ტიპის მოიერიშეების მიღება დაიწყო. წარმოგიდგენთ ამ მოდერნიზაციის რამოდენიმე საინტერესო ფოტოსურათს:

Су-25СМ3-ის კაბინა

მოდერნიზაციის მომენტი ავიასარემონტო ქარხანაში 

ექსპულატაციაში გადაცემული ბორტები