Showing posts with label Су-25СМ3. Show all posts
Showing posts with label Су-25СМ3. Show all posts

Sunday, December 16, 2018

Су-25СМ3-ის ოტპიკური სამიზნე СОЛТ-25 - იმპორტოჩანაცვლების სრული ფიასკო

ამბავი რუსული თბოხედვის მატრიცების შესახებ

ავიაციის ბევრმა მოყვარულმა ალბათ უკვე იცის რომ, რუსეთის ავიაციამ, Су-25-ების СМ3 დონემდე მოდერნიზაცია დაიწყო. მოდერნიზაციის შედეგად მოიერიშეებმა დამიზნების ელექტრო-ოპტიკური სისტემა "СОЛТ-25" მიიღო.

Су-25СМ3-ის შესახებ ბლოგზე უკვე არაერთხელ დაიწერა:

აღნიშნულ კომპლექსში არის თბოხედვის არხი, რაც Су-25СМ3-ის შესაძლებლობებს საგრძნობლად ზრდის. და სწორედ აქედან იწყება ყველაზე საინტერესო: რა სახის მატრიცა გამოიყენება ამ თბოხედვის კამერაში? ამ მატრიცის პარამეტრები და რაც მთავარია, ვინ აწარმოებს ამ მატრიცას?

დამიზნების ელექტრო-ოპტიკური სისტემა "СОЛТ-25"

იქედან გამომდინარე რომ, რუსებმა თითქოსდა სატანკო თბოხედვის კამერებში უკვე საკუთარი მატრიცები ჩადგეს, მოიერიშის სამიზნეშიც წესით რუსული მატრიცა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ინერნეტმა სულ სხვა რამე გვიპასუხა, google-მ ხო ყველაფერი იცის, ხო და ქსელში შემდეგი სახის ხელშეკრულებები იქნა მოძებნილი:


ხელშეკრულებებიდან ცნობილი ხდება რომ, СОЛТ-25-ის თოხედვის კამერა, კომპანია  i3system-ის ფოტომიმღებ მოწყობილობას (იგივე მატრიცა) InSb640-15K-D-ს, იყენებს.

თვითონ კომპანია i3system-სი სამხრეთ კორეაში ბაზირდება და ოპტიკური და რადიოლოკაციური სისტემების წარმოებითაა დაკავებულია. ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მის მიერ გამოშვებული თბოხედვის სენსორების ნომენკლატურა, შეგიძიათ შემდეგ ბმულზე იხცილიოთ - i3system.    

მაგრამ ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს დოკუმენტი Договор №653. გადავდივართ მე-9 გვერდზე და ვკითხულობთ:


მოკლედ დოკუმენტიდან ვგებულობთ რომ, СОЛТ-25-ის თბოხედვის კამერა, ფრანგული კომპანია "Sofradir"-ის მიერ წარმოებული მატრიცით, კერძოდ SCORPIO MW K508-ითაა, აღჭურვილი. მაგრამ ამ მატრიცების შემოტანა რუსეთში, სანქციების მიზეზით, გართულებულია. რუსულმა მხარემ, წარმოქმნილი სირთულის აღმოსაფხვრელად, ფრანგული მატრიცა სამხრეთ კორეული მატრიცით ჩაანაცვლა. ვერაფერს იტყვი, იმპორტი ისევ იმპორტით ჩაანაცვლეს, ეს ძალიან რუსული გადაწყვეტილებაა, ანუ როცა ძალიან გინდა და ტრაკი კი არ გაქვს.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, რუსული მხარე საკუთარი მატრიცის შექმნის მცდელობას მაინც არ ეშვება. როგორც ინტერნეტში გავრცელებული სატენდერო დოკუმენტაციიდან (სატენდერო დოკუმენტაცია - ЗАКУПКА №0173100009518000696) ხდება ცნობილი, დაწყებულია თბოხედვის ისეთ მატრიცაზე მუშაობა, რომელიც მონაცემებით, ფრანგული SCORPIO MW-ს ტიპის მატრიცის, შესაბამისი იქნება. ტენდერის მონაწილეებმა მუშა სისტემა 2020 წლისთვის უნდა წარადგინონ, მანამდე როგორც ჩანს რუსული Су-25СМ3-ები ნაწილობრივ ფრანგული და ნაწილობრივ სამხრეთ კორეული მატრიცებით იფრენენ. 

საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო «Фонон-И29»

ამონარიდი სატენდერო დოკუმენტაციიდან

Sunday, July 22, 2018

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების უახლესი Су-25СМ3

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უახლესი Су-25СМ3-ების მითღება დაიწყეს (სირიაშიც მოასწრეს მათი შემოწმება). მანქანის განახლებული საბორტე რადიოელექტრონული აპარატურის შესახებ მცირე ინფორმაცია ბლოგზე უკვე დაიწერა - რუსეთის არმიამ უახლესი Су-25СМ3-ის ტიპის მოიერიშეების მიღება დაიწყო. წარმოგიდგენთ ამ მოდერნიზაციის რამოდენიმე საინტერესო ფოტოსურათს:

Су-25СМ3-ის კაბინა

მოდერნიზაციის მომენტი ავიასარემონტო ქარხანაში 

ექსპულატაციაში გადაცემული ბორტები

Wednesday, April 18, 2018

რუსეთის არმიამ უახლესი Су-25СМ3-ის ტიპის მოიერიშეების მიღება დაიწყო

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ჰსთ და საჰაერო ძალების მე-4 არმიის ერთერთ ავიანაწილს, რომელიც ყუბანში ბაზირდება, ექვსი ცალი უახლესი, Су-25СМ3-ის ტიპის, მოიერიშე გადაეცა.
მანქანის აღნიშნულმა მოდელმა ღრმა მოდერნიზაცია განიცადა, მასზე განახლებულია საბორტე რადიოელექტრონული მოწყობილობები, თავდაცვის კომპლექსი, ინტეგრირებულია თანამედროვე შეიარაღება.

წყარო:
Шесть штурмовиков Су-25СМ3 пополнили авиачасть на Кубани Подробнее на ТАСС

Saturday, February 23, 2013

ისევ სამხრეთ სამხედრო ოლქი

უკვე საიდუმლო აღარაა რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავის სამხრეთ სამხედრო ოლქს ინტენსიურად ამარაგებს ახალი და მოდერნიზირებული ტექნიკით – ამჯერად ჩვენს ჩრდილო საზღვართან რამოდენიმე სიახლეა:

ალიგატორები კორენევსკში

სამხრეთ სამხედრო ოლქში, კრასნოდარის მხარეში დისლოცირებულმა ავიაბაზამ 22 თებერვალს საბრძოლო ვერტმფრენების, Ка-52–ების პირველი პარტია მიიღო. ავიაბაზის მფრინავების მოსამზადებელი ფრენებს ეს ვერტმფრენები 2013 წლის მარტის დასაწყიში შეუდგებიან.








წყარო:


Су-25СМ3 კრასნოდარის მხარეში

როგორც სამხრეთ სამხედრო ოლქის წარმომადგენელი იუწყება – კრასნოდარის მხარეში მდებარე ავიაბაზამ 15 თებერვალს ათამდე Су-25СМ3 მიიღო შეიარაღებაში.
"სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთის ფარგლებში სამხრეთ სამხედრო ოლქის ავიაბაზამ, რომელიც კრასნოდარის მხარეში მდებარეობს, შეიარაღებაში მიიღო ათამდე მოდერნიზირებული Су-25СМ3" – განაცხადა ოფიცერმა.
მისივე განცხადებით ტექნიკის გადაიარაღებასთან ერთად მიმდინარეობს საფრენოსნო პირადი შემადგენლობის გადამზადებაც, რაც ლიპეცკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება.
როგორც ცნობილია Су-25СМ3 აღჭურვილია თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებით – ГЛОНАСС (GPS), რომელსაც ციფრულ რუქაზე დანიშნულების წერტილის 10 მეტრიანი სიზუსტით პროგრამირების შესაძლებლობა გააჩნია, რაც პილოტს ნებისმიერ ამინდში და დღე–ღამის ნებისმიერ დროს ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. 










წყარო: