Saturday, October 6, 2012

MBT Altay (დეტალიზაცია)


Altay Tank Introduction/Tanıtım


Altay-ს ქვემეხი

კორპუსის დეტალიზაცია 3D-ში

კორპუსის აწყობის პროცესი

კოშკურის დეტალიზაცია 3D-ში


P.S. როგორც ზემოთ მოყვანილი სურათებიდან და ვიდეოდან ჩანს თურქული ტანკის კორპუსს Abrams-ის კორპუსთან ბევრი საერთო გააჩნია, ხოლო კოშკურას გრემანული Leopard-2-ის გავლენა ეტყობა.

Friday, October 5, 2012

დღის ფოტო (T-90CA)

T-90CA საჩვენებელი გამოსვლის დროს (სურათი გადიდებადია)



Thursday, October 4, 2012

ახალი ინფორმაცია აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეიარაღების შესახებ (New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arm)

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოქავეყნა აშშ-სა და რუსეთს ფედერაციის ბირთვული შეიარაღების შესახებ განახლებული ინფორმაცია. გამოქვეყნებულია 2012 წლის 1 სექტემბრის მონაცემები.




New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arms


წყარო:

New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arms

F-35B - საწვავით პირველი გამართვა ჰაერში

VMFAT 501-ის ორმა F-35B-მ 2 ოქტომბერს პირველი საწვავით ჰაერში გამართვა განახორციელა. საწვავით გამართვა განახორციელა KC-130J-ემ, რომელიც მომავალში, როცა გამანადგურებელი სამსახურში ცადგება მის მომარაგებას განახორციელებს. ამ ოპერაციაში მონაწილე F-35B ბაზირდება Eglin AFB-ზე, ხოლო KC-130J საზღვაო ქვეითების აეროპორტში Cherry Point-ში.



ინფორმაცია Vikramaditya-ს გამოცდების შესახებ


ინტერნეტში გავრცელდა ინდოეთისთვის ავიამზიდ Vikramaditya-დ გადაკეთებული საბჭოთა კავშირის ყოფილი მძიმე ავიამზიდი კრეისერის "Адмирал флота Советского Союза Горшков"-ის გამოცდების საინტერესო დეტალები.
ინდური წყაროს თანახმად, გამოცდების დროს ავიამზიდი Vikramaditya ზღვაში 108 დღე-ღამე იმყოფებოდა (მათ შორის სევერომორსკის გარე რეიდზე ყოფნაც), 2012 წლის 8 ივნისიდან 23 სექტემბრამდე და ამ დროის განმავლობაში ავიამზიდმა საერთო ჯამში 12500 სავალი მილი დაფარა. ხომალდის გემბანზე გამოცდების დროს 2000 კაცი იმყოფებოდა, მათ შორის 287 ინდოელი. გამოცდების დროს ხომალდის გემბანიდან МиГ-29К-მ და МиГ-29КУБ-მა 41 გაფრენა განახორციელა (აფრენ-დაფრენის ციკლი). სულ გამოცდების ჩატარების მიზნით (მათ შორის ხომალდი შემოფრენაც) და მათ უზრუნველსაყოფად განხორციელდა სხვადასხვა ტიპის (მათ შორის МиГ-29К და МиГ-29КУБ ფრენები გემბანიდან) თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების 218 გაფრენა, მათ შორის რუსეთის ამხედრო ძალებიდან გამოცდებზე მიზიდული იქნა  გამანადგურებელი МиГ-31 და ДРЛО А-50 (ორივე ტიპი - ხომალდის რადიოელექტრონულ კომპლექსთან ურთიერთქმედების დასამუშავებლად). ავიატექნიკის გამოცდებისას ინცინდენტებს და მტყუვნებას ადგილი არ ჰქონია.


წყარომ აღნიშნა რუსული წარმოების ავიატექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობა, მათ შორის აღინიშნა აეროფინიშიორები. თვითმფრინავები МиГ-29К/КУБ-ის გემბანზე განხორციელებული 41 დაჯდომიდან 70 პროცენტი აეროფინიშიორის მეორე ტროსზე იქნა განხორციელებული (გემბანზე სულ სამი ტროსია). დაჯდომის დროს მეორე ტროსზე გამოდება ითვლება ყველაზე ოპტიმალურად, და ეს მოწმობს რუსი პილოტების მაღალ მომზადებაზე და ხომალდის სისტემების შესაძლებლობაზე განახორციელოს თვითმფრინავების ზუსტი გამიზვნა გემბანზე.
ხომალდზე განთავსებული სხვადასხვა რადიოელექტორნული მოწყობილობების გამოცდაც საერთო ჯამში წარმატებული აღმოჩნდა, გამომჟღავნდა მხოლოდ ცალკეული პრობლემები. რადიოელექტრონული მოწყობილობის მთელმა კომპლექსმა პრაქტიკულად დაადასტურა განცხადებული მახასიათებლები.
ხომალდის ქვაბებთან დაკავშირებით, ინდური წყაროს მიხედევით, თბოიზოლაციის აგურების გარსსაკრის საძირეს დეფორმაციის გამო მოხდა აგურების ჩამოცვენა, რამაცო გამოიწვია ქვაბების მწარმოებლობის მაქსიმალური სიმძლავრის ჯერ 70 პროცენტამდე დაწევა ხოლო შემდეგ ეს სიმძლავრე 50 პროცენტამდე დაეცა. მწარმოებლობის 50 პროცენტი უზრუნველყოფს ხომალდის სვლის მაქსიმალურ სიჩქარე 22 კვანძს - რაც არის მინიმალური დასაშვები თვითმფრინავების სრულყოფილი ასაფრენ-დასაფრენი ოპერაციების ჩასატარებლად. სრულ სვლაზე (29 კავნძი) გამოცდების ჩატარება საერთოდ ვერ მოხერხდა, მაქსიმალური სიჩქარე რაც გამოცდებისას იქნა მიღწეული 27,8 კავნძია. მთლიანობაში გარსსაკრის აგურების გადმოცვენის დონემ აგრუების მთლიანი რაოდენობიდან 5-10 პროცენტს მიაღწია. ამ მომენტისთვის ინდურმა მხარემ თანხმობა მისცა ქვაბების თბოიზოლაციის საძირის აღდგენა ასბომუყაოს გამოყენებით განხორციელდეს. ასბომუყაო ამ მიზნით წინა ქვაბებზე გამოიყენებოდა, მაგრამ ეკოლოგიურობის მოთხოვნის გამო ინდურმა მხარემ მათი შეცვლა მოისურვა.
წარმატებით იქნა ჩატარებული ასევე Vikramaditya-ს საშტატო კრეისერულ სიჩქარეზე, 18 კვანძზე გამოცდები. ამასთან ხომალდმა კარგი მანევრულობა და მართვადობა აჩვენა. ხომალდს სწორედ უჭირავს კურსი და ასევე რეალური შტორმის დროს სვლის კარგი მახასიათებელბი გამოამჟღავნა.





წყარო:
Информация об испытаниях Vikramaditya

Wednesday, October 3, 2012

პერსპექტიული საჰაერო ტანკერი KQ-X

ორი Global Hawk-ის ჰაერში საწვავით გამართვის საკმაოდ საინტერესო სურათი 


ოღონდ აღსანიშნავია რომ ამ შემთხვევაში საწვავით გამართვა საწინააღმდეგო სქემით ხდება - ტანკერი უკანაა, სურათზე მარცხნივ ქვევით და აღჭურვილია შტანგით, საწვავის მიმღები თვითმფრინავი აღჭურვილია შლანგით, რომელიც უკანაა გამოშვებული. შეერთების შემდეგ საწვავი ქვემოდან ზემოთ გადაიქაჩება - სავარაუდოდ ასეთი სქემა არჩეული იქნა იმ მიზეზით რომ უპილოტო არ მოეწყვიტათ თავსი სადაზვერვო საქმიანობისგან, მას მხოლოდ შლანგის გამოშვება ესაჭიროება - დანარჩენს ტანკერი აკეთებს. 


ამ გზითა DARPA ცდილობს გაზარდოს უპილოტოს ფრენის ხანგრძლივობა 30-35 საათიდან 120-125 საათამდე.


წყარო:

დღის ფოტო (Double Shot)

მართვად სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი USS Mustin (DDG 89) წყნარ ოკეანეში წვრთნებისას წინა და უკანა Mk-41 ნაკვეთურებიდან ერთდროულად ისვრის SM-2 რაკეტებს.




ხომალდი DESRON-15-ის (Destroyer Squadron) ერთერთი შვიდთაგანი საესკადრო ნაღმოსანია. DESRON-15 მე-7 ამერიკული ფლოტის შემადგენლობაშია რომელიც იაპონიაში, Yokosuka-ს პორტში ბაზირდება (U.S. Navy/ Mass Communication Specialist 2nd Class Devon Dow-ის სურათი).

MPC პროგრამის ჯავშანტრანსპორტიორები USMC-ისთვის


ჟურნალი "Jane's International Defence Review" სტატიაში "Details emerge on competitors for the USMC's Marine Personnel Carrier" იუწყება, რომ 2012 წლის 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე მიმდინარე აშშ-ს საზღვაო კორპუსის ყოველწლიურ გამოფენაზე და კონფერენცია "Modern Day Marine"-ზე, რომელიც ვირჯინიის შტატში ქალაქ კვანტიკოში გაიმართა, წარმოდგენილი იქნა აშშ-ს საზღვაო ქვეითების ახალი, საბურავებიანი ჯავშანმანქანის პროგრამის - Marine Personnel Carrier (MPC) შესახებ ახალი ინფორმაცია. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნა კონკურსში მონაწილე რამოდენიმე ნიმუშიც.
პროგრამა MPC ამ დროისთვის აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსისთვის ითვალისწინებს 579 ერთეული ამფიბიური, 8x8 ფორმულიანი სავალი ნაწილის მქონე ჯავშანტრანსპორტიორის შესყიდვას, რომლებმაც ოპერატიულ მზადყოფნას 2018 წლისათვის უნდა მიაღწიონ.
გეგმის მიხედვით საზღვაო ქვეითების ყოველ ბატალიონში MPC ჯავშანმანქანით ერთი ასეული იქნება აღჭურვილი. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა MPC წარმოადგენს არა ალტერნატივას საზღვაო ქვეითების პერსპექტიული ამფიბიური მანქანის პროგრამაში - Expeditionary Fighting Vehicle (EFV), არამედ ამ ბოლოს გაუქმების შემდეგ - EFV-ეს ნაცვლად მიღებული პერსპექტიული ამფიბიური მუხლუხოვანი ჯავშანტრანსპორტიორის პროგრამის Amphibious Combat Vehicle (ACV) შემავსებელ მანქანას. ACV-ს დანიშნულებაა მოახდინოს აშშ-ს საზღვაო ქვეითემბის მიერ ამჟამად ექსპულატირებადი მუხლუხოვანი მცურავი ჯავშანტრანსპორტიორი AVV-ს ჩანაცვლება. საზღვაო ქვეითების მოთხოვნები MPC-ეს მიმართ ითვალისწინებს - ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას, საბრძოლო წონა 20,4-25 ტონის დიაპაზონში, მაქსიმალური სიჩქარე წყალში 6 კვანძი, ხოლო ხმელეთზე 65მილი საათში.

Havoc  (Patria AMV) on "Modern Day Marine"


2012 წლის აგვისტო-სექტემბერში საზღვაო ქვეითების კორპუსმა გააფორმა 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი MPC პროგრამაში მონაწილე ოთხივე კომპანიასთან - Lockheed Martin, BAE Systems, General Dynamics Land Systems (GDLS) და SAIC-თან - მათ მიერ შემოთავაზებული მანქანის თითო ეგზემპლიარის აწყობისა და შესაფასებელი გამოცდების შესახებ. გაცემული ხელშეკრულებების თანახმად, თითოეულმა კომპანიამ 2013 წლის მარტ-აპრილში Camp Pendleton-ში მდებარე Amphibious Vehicle Test Branch-ში გამოსაცდელად უნდა მიაწოდოს გამოსაცდელი მანქანის თითო კომპლექტი და ასევე ორი ჯავშანკორპუსი შტატ ნევადაში, კარსონ-სიტიში მდებარე Nevada Automotive Test Center-ში აფეთქებამდგრადობის გამოსაცდელად.
ფინურ Patria Land Systems-თან თანამშრომლობით კორპორაცია Lockheed Martin-მა კონკურს MPC-ზე წარმოადგინა მანქანა Havoc, რომელიც წარმოადგენს ჯავშანტრანსპორტიორი Patria AMV-ს (Armoured Modular Vehicle) მოდიფიკაციას. Havoc-ის პროტოტიპი, რომელიც საზღვაო ქვეითების კორპუსის მოთხოვნების მიხედვით იქნა დამზადებული, წარმოდგენილი იქნა ექსპოზიცია "Modern Day Marine". სტატიაში აღნიშნულია, რომ Havoc-ს არ გააჩნია V-სებური ფსკერი, მაგრამ ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობის გაზრდის მიზნით მანქანის კორპუსი აღჭურვილია "ჩარჩოსქვესაგებით" ('subframe'). მანქანას ასევე გააჩნია გაძლიერებული იატაკი და დარტყმასაწინააღმდეგო სავარძლები. მიუხედავად იმისა რომ საზღვაო ქვეითების კორპუსს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მანქანა MPC-ეს შეიარაღების შესახებ, Havoc-ის პროტოტიპი გამოფენაზე მაინც აღჭურვილი იყო 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევიანი და 40მმ-ნი ავტომატური ყუმბარმტყორცნიანი საბრძოლო მოდულით, ანალოგიური მოდულითაა აღჭურვილი USMC-ის მიერ გამოყენებადი ჯავშანტრანსპორტიორი AAV-ი. 
თავის მხრივ BAE Systems გაერთიანდა იტალიურ Iveco-სთან და MPC კონკურსზე წარადგინდა ჯავშანტრანსპორტიორი Iveco SUPERAV-ის მოდიფიკაცია. SUPERAV-ის პროტოტიპი ასევე წარმოდგენილი ექსპოზიცია  "Modern Day Marine".


Iveco SUPERAV on "Modern Day Marine"




საცდელი ნიმუში აღჭურვილია დისტანციურად მართვადი კოშკურა Kongsberg CROWS-ით, რომელზეც 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევი აყენია. როგორც BAE Systems აცხადებს მანქანის "კორპუსი ნაღმდგრადი კონსტრუქციისაა და აღჭურვილია დარტყმაგამძლე სავარძლებით", თუმცა წვრილმანები არ გამოუმჟღავნებია.

ორი სხვა კონკურენტი ფირმა გამოფენა "Modern Day Marine"-ზე წარმოდგენილი არ იყო. როგორც ფიქრობენ GDLS კონკურს MPC-ზე წარადგენს თავისი წარმოების Piranha-ს ოჯახის მანქანას, ხოლო SAIC სინგაპურულ ST Kinetics-თან თანამშრომლობით USMC-ის სთავაზობს ამ ბოლოს მიერ წარმოებულ ჯავშანტრანსპორტიორ TERREX-ს.


წყარო:

Terrex AV-81

MPC პროგრამაში წარდგენილი ტექნოლოგიების დემონსტრატორი 




წყარო:
Marine Personnel Carrier

Tuesday, October 2, 2012

აღლუმი კვიპროსში










M1A2 & M1A1

Idaho National Guard senior leaders examined and fired the new M1A2 Abrams tank with system enhancement package version 2 at the Orchard Combat Training Center south of Boise, Idaho, Sept. 27. The 116th Cavalry Brigade Combat Team received the new weapons systems earlier this summer making it the first fully-modernized Army National Guard unit in the country.

27 სექტემბერი აიდაჰო, Boise-ეს სამხრეთით Orchard-ის საბრძოლო მომზადების ცენტრში ეროვნული გვარდიის მეთაურმა დაათვალიერა და სასროლეთზე ცოცხალი სროლებით შეამოწმა ახალი ტანკი M1A2 Abrams SEP v2 (System Enhancement Package version 2). 116-ე საკავალერიო ბირგადის საბრძოლო ჯგუფმა მიიღო შეიარაღების ეს ახალი სისტემები ამ ზაფხულის დასაწყისში და ამგვარად გახდა ამ ტანკებით აღჭურვილი ეროვნული გვარდიის პირველი ქვედანაყოფი.


An M1A1 Main Battle Tank fires from its main gun Sept. 26 during a practice shoot for the 2012 Tiger Competition aboard Camp Lejeune. The next day, a crew from 2nd Tank Battalion, 2nd Marine Division, consisting of Sgt. Linh Ngo, tank commander; Cpl. Ryan Hanna, gunner; Lance Cpl. Delio Linares, loader; and Lance Cpl. Domenic Kalaski, driver, defeated crews from 1st Tank Battalion and 4th Tank Battalion to win the tournament and capture the Gunnery Sergeant Robert H. McCard Cup.

2012 წლის 26 სექტემბერს M1A1 აწარმოებს ცოცხალ ცეცხლს Camp Lejeune-ზე კონკურს Tiger-ის ფარგლებში. მომდევნო დღეს საზღვაო ქვეითების მე-2 დივიზიის მე-2 სატანკო ბატალიონის ერთერთმა ეკიპაჟმა - ტანკის მეთაურის სერჟანტ ლინ ნგოს, მემიზნე კაპრალ რაიან ჰანნას, დამტენი უმცროსი კაპრალი დელიო ლინარესის და მძღოლ-მექანიკოსი უმცროსი კაპრალი დომენიკ კალასკის შემადგენლობით Gunnery Sergeant Robert H. McCard-ის თასის კონკურსში დაამარცხეს პირველი და მეოთხე სატანკო ბატალიონის ეკიპაჟები.


P.S. აღსანიშნავია რომ ეს არის SCWS-ით აღჭურვილი M1A1 Abrams-ის პირველი სურათი.


P.P.S. დაწვრილებით აშშ-ს საზღვაო ქვეითების მოდერნიზირებულ M1A1-ის და კოშკურა SCWS-ის შესახებ  იხლიეთ შემდეგ ბმულზე: M1A1 Tank upgrade