ჟურნალი "Jane's International Defence Review" სტატიაში "Details emerge on competitors for the USMC's Marine Personnel Carrier" იუწყება, რომ 2012 წლის 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე მიმდინარე აშშ-ს საზღვაო კორპუსის ყოველწლიურ გამოფენაზე და კონფერენცია "Modern Day Marine"-ზე, რომელიც ვირჯინიის შტატში ქალაქ კვანტიკოში გაიმართა, წარმოდგენილი იქნა აშშ-ს საზღვაო ქვეითების ახალი, საბურავებიანი ჯავშანმანქანის პროგრამის - Marine Personnel Carrier (MPC) შესახებ ახალი ინფორმაცია. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნა კონკურსში მონაწილე რამოდენიმე ნიმუშიც.
პროგრამა MPC ამ დროისთვის აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსისთვის ითვალისწინებს 579 ერთეული ამფიბიური, 8x8 ფორმულიანი სავალი ნაწილის მქონე ჯავშანტრანსპორტიორის შესყიდვას, რომლებმაც ოპერატიულ მზადყოფნას 2018 წლისათვის უნდა მიაღწიონ.
გეგმის მიხედვით საზღვაო ქვეითების ყოველ ბატალიონში MPC ჯავშანმანქანით ერთი ასეული იქნება აღჭურვილი. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა MPC წარმოადგენს არა ალტერნატივას საზღვაო ქვეითების პერსპექტიული ამფიბიური მანქანის პროგრამაში - Expeditionary Fighting Vehicle (EFV), არამედ ამ ბოლოს გაუქმების შემდეგ - EFV-ეს ნაცვლად მიღებული პერსპექტიული ამფიბიური მუხლუხოვანი ჯავშანტრანსპორტიორის პროგრამის Amphibious Combat Vehicle (ACV) შემავსებელ მანქანას. ACV-ს დანიშნულებაა მოახდინოს აშშ-ს საზღვაო ქვეითემბის მიერ ამჟამად ექსპულატირებადი მუხლუხოვანი მცურავი ჯავშანტრანსპორტიორი AVV-ს ჩანაცვლება. საზღვაო ქვეითების მოთხოვნები MPC-ეს მიმართ ითვალისწინებს - ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას, საბრძოლო წონა 20,4-25 ტონის დიაპაზონში, მაქსიმალური სიჩქარე წყალში 6 კვანძი, ხოლო ხმელეთზე 65მილი საათში.
Havoc (Patria AMV) on "Modern Day Marine"
2012 წლის აგვისტო-სექტემბერში საზღვაო ქვეითების კორპუსმა გააფორმა 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი MPC პროგრამაში მონაწილე ოთხივე კომპანიასთან - Lockheed Martin, BAE Systems, General Dynamics Land Systems (GDLS) და SAIC-თან - მათ მიერ შემოთავაზებული მანქანის თითო ეგზემპლიარის აწყობისა და შესაფასებელი გამოცდების შესახებ. გაცემული ხელშეკრულებების თანახმად, თითოეულმა კომპანიამ 2013 წლის მარტ-აპრილში Camp Pendleton-ში მდებარე Amphibious Vehicle Test Branch-ში გამოსაცდელად უნდა მიაწოდოს გამოსაცდელი მანქანის თითო კომპლექტი და ასევე ორი ჯავშანკორპუსი შტატ ნევადაში, კარსონ-სიტიში მდებარე Nevada Automotive Test Center-ში აფეთქებამდგრადობის გამოსაცდელად.
ფინურ Patria Land Systems-თან თანამშრომლობით კორპორაცია Lockheed Martin-მა კონკურს MPC-ზე წარმოადგინა მანქანა Havoc, რომელიც წარმოადგენს ჯავშანტრანსპორტიორი Patria AMV-ს (Armoured Modular Vehicle) მოდიფიკაციას. Havoc-ის პროტოტიპი, რომელიც საზღვაო ქვეითების კორპუსის მოთხოვნების მიხედვით იქნა დამზადებული, წარმოდგენილი იქნა ექსპოზიცია "Modern Day Marine". სტატიაში აღნიშნულია, რომ Havoc-ს არ გააჩნია V-სებური ფსკერი, მაგრამ ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობის გაზრდის მიზნით მანქანის კორპუსი აღჭურვილია "ჩარჩოსქვესაგებით" ('subframe'). მანქანას ასევე გააჩნია გაძლიერებული იატაკი და დარტყმასაწინააღმდეგო სავარძლები. მიუხედავად იმისა რომ საზღვაო ქვეითების კორპუსს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მანქანა MPC-ეს შეიარაღების შესახებ, Havoc-ის პროტოტიპი გამოფენაზე მაინც აღჭურვილი იყო 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევიანი და 40მმ-ნი ავტომატური ყუმბარმტყორცნიანი საბრძოლო მოდულით, ანალოგიური მოდულითაა აღჭურვილი USMC-ის მიერ გამოყენებადი ჯავშანტრანსპორტიორი AAV-ი.
თავის მხრივ BAE Systems გაერთიანდა იტალიურ Iveco-სთან და MPC კონკურსზე წარადგინდა ჯავშანტრანსპორტიორი Iveco SUPERAV-ის მოდიფიკაცია. SUPERAV-ის პროტოტიპი ასევე წარმოდგენილი ექსპოზიცია "Modern Day Marine".
Iveco SUPERAV on "Modern Day Marine"
საცდელი ნიმუში აღჭურვილია დისტანციურად მართვადი კოშკურა Kongsberg CROWS-ით, რომელზეც 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევი აყენია. როგორც BAE Systems აცხადებს მანქანის "კორპუსი ნაღმდგრადი კონსტრუქციისაა და აღჭურვილია დარტყმაგამძლე სავარძლებით", თუმცა წვრილმანები არ გამოუმჟღავნებია.
ორი სხვა კონკურენტი ფირმა გამოფენა "Modern Day Marine"-ზე წარმოდგენილი არ იყო. როგორც ფიქრობენ GDLS კონკურს MPC-ზე წარადგენს თავისი წარმოების Piranha-ს ოჯახის მანქანას, ხოლო SAIC სინგაპურულ ST Kinetics-თან თანამშრომლობით USMC-ის სთავაზობს ამ ბოლოს მიერ წარმოებულ ჯავშანტრანსპორტიორ TERREX-ს.
ორი სხვა კონკურენტი ფირმა გამოფენა "Modern Day Marine"-ზე წარმოდგენილი არ იყო. როგორც ფიქრობენ GDLS კონკურს MPC-ზე წარადგენს თავისი წარმოების Piranha-ს ოჯახის მანქანას, ხოლო SAIC სინგაპურულ ST Kinetics-თან თანამშრომლობით USMC-ის სთავაზობს ამ ბოლოს მიერ წარმოებულ ჯავშანტრანსპორტიორ TERREX-ს.
წყარო:
Terrex AV-81
MPC პროგრამაში წარდგენილი ტექნოლოგიების დემონსტრატორი
წყარო:
Marine Personnel Carrier
No comments:
Post a Comment