Thursday, June 28, 2018

ბრიტანეთის არმიის ტრანსფორმაცია ცივი ომიდან დღემდე - მცირედი სტატისტიკა

საინტერესო სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის არმიის კატასტროფულ შემცირებას ასახავს (წყარო - The Brit):

რეგულარული არმიის პირადი შემადგენლობა 1990 წლიდან დღემდე 46%, ხოლო მოხალისეთა რაოდენობა 63% შემცირდა

რეგულარული არმიის და ტერდაცვის პოლკებისა და ბატალიონების რაოდენობის შემცირება

არმიის სტრუქტურული შემადგენლობის ცვლილება 1989 წლიდან დღემდე

საზღვაო ძალების ტექნიკის რაოდენობა 1990 წელს და ეხლა  


Wednesday, June 27, 2018

გაუმართაობა და ხანძარი გერმანულ ფრეგატ F219 Sachen-ზე

გასულ კვირას, გერმანიის საზღვაო ძალების ფრეგატები, F219 Sachen და F214 Luebeck, პოლიგონ ანნეიაზე სარაკეტო სროლების განსახორციელებლად, ნორვეგიაში ჩაცურდნენ. 21 ივნისს, ფრეგატმა F219 Sachen-მა, საზენიტო რაკეტა Standard SM-2-ით წარმატებით გაანადგურა საჰაერო სამიზნე, თუმცაღა მეორე რაკეტა არც სასტარტო ამაჩქარებლის და არც სამარშო ძრავის ჩართვის მერე გამშვები ბუდიდან არ გამოვიდა.


ხანძრის ჩასაქრობად მყისიერად ჩაირთო ზღვის წყლის ფრქვევანები, რამაც ეკიპაჟს ავარიის შედეგების შემცირების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, გამშვების სახურავმა, მეზობელმა ბუდეებმა და ცხვირის დანაშენის კონსტრუქცია დაზიანდა, თუმცაღა ფიზიკურად არავინ არ დაშავებულა, მხოლოდ ორმა მეზღვაურმა მიიღო «stressverletzt» (სავარაუდოდ შეშინდნენ). მაგრამ ორივე გამოვიდა მდგომარეობიდან და მზად არიან სამსახურს დაუბრუნდნენ.


სროლის წინ არაფერი არ მიუთითებდა პოტენციურ დეფექტზე - ორივე საზენიტო რაკეტამ და თვითონ გამშვებმა დანადგარმა, Mk-41-მა, წარმატებით გაიარეს შემოწმება და კონტროლის ჩაშენებულმა აპარატურამ მათი იდეალური მდგომარეობა უჩვენა.

ორივე ფრეგატმა დაუყოვნებლივ შეწყვიტეა სროლები, დატოვეს წვრთნების რაიონი და 22 ივნისს დილით, ზარალის შესაფასებლად, ნორვეგიის პორტ ჰარსტატდში მივიდნენ.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა GDRP დაიწყო

ლევან იზორია GDRP-ის პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ რეიდის ოპერაცია განახორციელა. 


ამ ეტაპზე ქვედანაყოფის მომზადების მე-9 კვირა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლების დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას და აღდგენას მოიცავს. წვრთნის ეს ეტაპი მომდევნო საველე სწავლებისათვის მომზადებასაც გულისხმობს, რომელიც მოგვიანებით ჩატარდება. საველე სწავლებაზე 43-ე ბატალიონი 6 საწვრთნელ წერტილზეა გაშლილი. თითოეულ საწვრთნელ უბანზე სხვადასხვა ტიპის სამხედრო მომზადება მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბატალიონის საველე შტაბს ესტუმრა და დეტალურად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ლევან იზორია წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად შეხვდა, სწავლებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში სისტემების განვითარებისა და ინსტიტუციონალიზაციის გზით, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება ტაქტიკური ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, წვრთნის აღჭურვისა და დაკისრებული ეროვნული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი მზადყოფნის დონეზე შენარჩუნების დამოუკიდებელი შესაძლებლობების განვითარება. წვრთნებს მხარს უჭერს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები - კაპიტნის საკარიერო სკოლა, არტილერიის სკოლა და ლოგისტიკის სკოლა.


რუსეთის ავიაპარკის დანაკარგები სირიაში

დანაკარგების წინა სტატისტიკა ბლოგზე ამ წლის დასაწყისში გამოვაქვეყნეისლამისტებმა ჰმეიმის ავიაბაზაზე ნაღმტყორცნებით 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს


ამჯერად გთავაზობთ განახლებულ მონაცემებს - სულ სხვადასხვა მიზეზით დაკარგულია 19 საფრენი აპარატი, აქედან 7 თვითმფრინავი (მათ შორის ერთი სატრანსპორტო) და 12 ვერტმფრენი.

ფრენების საერთო რაოდენობა:


Tuesday, June 26, 2018

ისრაელის არმიის ახალი საველე ფორმის გამოცდები

24 ივნისს, ისრაელის თავდაცვითი არმიის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა განცხადება, რომ: ახალი ფორმის რამდენიმე ვარიანტის საველე გამოცდები "უახლოეს კვირებში დაიწყება". პროექტს ლოჯისტიკისა და ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო და სახმელეთო ჯარები მართავენ. ახალი ფორმის მიღება ისრაელის არმიის მიერ ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდის, უფრო მოსახერხებელი და უფრო წარმომადგენლობითი ფორმის შექმნის სურვილმა განაპირობა.


ახალი ფორმა დაფოთვლილი კამუფლიაჟით იქნება. ამგვარი გადაწყვეტილება, სხვადასხვა გარემო პირობებში შენიღბვის საკითხებში მრავალრიცხოვანი გამოცდების შედეგად წარმოჩენილი ოპერატიული საჭიროების საფუძველზე იქნა მიღებული

ფორმაზე ფხრაწების საშუალებით დამაგრდება:

  • სერჟანტების წინმხარზე - წოდების განმასხვავებელი ნიშნები (ზემდეგებს და ოფიცრებს განმასხვავებელი ნიშნები, როგორც ახლანდელ ფორმაზე, სამხრებზე ექნებათ).
  • მარჯვენა წინამხარზე - ისრაელის დროშა
  • მარცხენაზე - ქვედანაყოფის ნიშაბნი.
  • მარჯვენა ჯიბის ზემოთ - სახელი და გვარი
  • მარცხენა ჯიბის ზემოთ - მებრძოლის ნიშანი


ახალ ფორმას, მეწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული მასალისგან შეკერავენ. ეს მატერია სხეულს სუნთქვის საშუალებას აძლევს, ხოლო ოფლს აშრობს. ფორმის ფასონი გაუმჯობესებულია, მთლიანობაში ის უფრო ლამაზად გამოიყურება. ფორმა გაცილებით მოსახერხებელია, უფრო კარგად ნიავდება, შეესაბამება ანტისტატიკურ სტანდარტებს, უფრო მტკიცე და ცვედამედეგია.

საველე გამოცდები ერთ თევს გაგრძელდება, მასში სავალდებულო და ზესავალდებულო სამსახურის 330 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. აქ წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ქვედანაყოფები:

  • 35-ე საპარაშუტო სადესანტო ბრიგადის სასწავლო ბაზა.
  • შერეული ბატალიონები "ბარდერლასი" და "ლავი ჰა ბიკა"
  • საზღვაო ძალების წითელი ზღვის ზონა
  • ტერორთან ბრძოლის სკოლის საცეცხლე მომზადების მიმართულება.
  • ჰსთ ჯარები
  • ზურგის ჯარები
  • სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფი 8200

ყოველი მონაწილე ფორმის ორ კომპლექტს მიიღებს, მისი ტარება მხოლოდ საკუთარი ქვედანაყოფის ტერიტორიაზე იქნება ნებადართული (ანუ ბაზებზე, პოლიგონებზე და კატერებზე). გამოცდების ფარგლებში ახალი ფორმის რამდენიმე ვარიანტის შემოწმება მოხდება: შემნიღბავი შეფერილობის სამი სახეობა, პერანgის ფასონის ორი და შარვლის ერთი სახეობა. ყურადღება გამახვილდება:

  • ფასონის მოხერხებულობაზე
  • ფუნქციონალურობაზე
  • ჯიბეების ზომებზე, განლაგებაზე და მათ საჭიროებაზე.
  • მასალი სხვადასხვა საქმიანობასთან შესაბამისობა.

გამოცდების შემდეგ შედეგების დეტალური შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც ისრაელის არმიისთვის ახალი ფორმის შეძენა დაიწყება.

Monday, June 25, 2018

მე-10, მე-11 და მე-12 F-35I Adir ისრაელში ჩაფრინდა

გუშინ საღამოს, 24.06.2018, მე-10, მე-11 და მე-12 F-35I Adir ისრაელში, ავიაბაზა ნევატიმზე ჩაფრინდა და 140-ე ესკადრილია "ჰა-ნეშერ ჰა-ზაჰარის" (ოქროს არწივი) შემადგენლობაში შევიდა. მალე ისინი ესკადრილიის ოპერატიულ მოღვაწეობას შეუერთდებიან. პარალელურად ამ თვითმფრინავების დამატებითი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებაც მიმდინარეობს.


თვითმფრინავების საბორტე ნომრებია – 916, 917 და 918, ქარხნული ნომრებია – AS-10, AS-11 და AS-12 შესაბამისად. თვითმფრინავები ტეხასში მდებარე Lockheed Martin-ის ქარხნიდან 18.06.2018 აფრინდნენ და ორი შუალედური გაჩერებით ისრაელში 20 ივნისს უნდა ჩაფრენილიყვნენ.

პირველი დაგეგმილი დაჯდომა შტატ მენში მდებარე აეროპორტ Bangor-ზე იყო დაგეგმილი. მაგრამ ფრენის დროს თვითმფრინავს, საბორტე ნომრით 918, ტექნიკური გაუმართაობის ინდიკატორის ნათურა აენთო (შესაბამისად ან ჰქონდა გაუმართაოაბას ადგილი და ან ცრუ განგაში იყო), რის შემდეგაც თვითმფრინავები, შტატ ნიუ-ჰემფშირში, ქალაქ პორტსმუტში მდებარე  აეროპორტ Pease-ზე (Portsmouth International Airport at Pease) დაეშვნენ.

გამანადგურებლები აეროპორტ Pease-ზე 18.06.2018

21 ივნისისთვის გავრცელდა შეტყობინება, რომ თვითმფრინავი შეაკეთეს და ისრაელში ჩაფრენის დროს 24 ივნისამდე გადაიდო. იმავე დღეს, დილით, თვითმფრინავები გამოფრინდნენ Pease-დან, პარალელურად ნიუ ჯერსის შტატში მდებარე მაკ გუირის ავიაბაზიდან (McGuire Air Force Base) ჰაერში საწვავმზიდი KC-10 (საბორტე ნომერი 83-0080) აფრინდა და F-35-ებს ატლანტიკის თავზე შეუერთდა.

გამანადგურებლები აეროპორტ Pease-ზე 21.06.2018

იმავე დღეს, დღის მეორე ნახევარში, გამანადგურებლები აზორის კუნძლებზე (პორტუგალია) მდებარე ავიაბაზა ლაჯესზე (Lajes Air Base) დაეშვნენ. დაშვებამ ამჯერადაც პრობლემებით ჩაიარა. საბორტე ნომერ 918-ს დაშვებისას ჩიტების ხროვა შეხვდა. მფრინავმა სასწრაფოდ შეწყვიტა დაჯდომა და თვითმფრინავი ზევით-მარცხნივ წაიყვანა, წრე გააკეთა და მეორე მცდელობით დასვა დასაჯდომ ბილიკზე.

კვირის ბოლო გამანადგურებლებმა აზორის კუნძულებზე გაატარეს და გუშინ ისრაელში ჩაფრინდნენ.

გამანადგურებლები ავიაბაზა ლაჯესზე 21.06.2018


წყარო: