გუშინ საღამოს, 24.06.2018, მე-10, მე-11 და მე-12 F-35I Adir ისრაელში, ავიაბაზა ნევატიმზე ჩაფრინდა და 140-ე ესკადრილია "ჰა-ნეშერ ჰა-ზაჰარის" (ოქროს არწივი) შემადგენლობაში შევიდა. მალე ისინი ესკადრილიის ოპერატიულ მოღვაწეობას შეუერთდებიან. პარალელურად ამ თვითმფრინავების დამატებითი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებაც მიმდინარეობს.
თვითმფრინავების საბორტე ნომრებია – 916, 917 და 918, ქარხნული ნომრებია – AS-10, AS-11 და AS-12 შესაბამისად. თვითმფრინავები ტეხასში მდებარე Lockheed Martin-ის ქარხნიდან 18.06.2018 აფრინდნენ და ორი შუალედური გაჩერებით ისრაელში 20 ივნისს უნდა ჩაფრენილიყვნენ.
პირველი დაგეგმილი დაჯდომა შტატ მენში მდებარე აეროპორტ Bangor-ზე იყო დაგეგმილი. მაგრამ ფრენის დროს თვითმფრინავს, საბორტე ნომრით 918, ტექნიკური გაუმართაობის ინდიკატორის ნათურა აენთო (შესაბამისად ან ჰქონდა გაუმართაოაბას ადგილი და ან ცრუ განგაში იყო), რის შემდეგაც თვითმფრინავები, შტატ ნიუ-ჰემფშირში, ქალაქ პორტსმუტში მდებარე აეროპორტ Pease-ზე (Portsmouth International Airport at Pease) დაეშვნენ.
გამანადგურებლები აეროპორტ Pease-ზე 18.06.2018
21 ივნისისთვის გავრცელდა შეტყობინება, რომ თვითმფრინავი შეაკეთეს და ისრაელში ჩაფრენის დროს 24 ივნისამდე გადაიდო. იმავე დღეს, დილით, თვითმფრინავები გამოფრინდნენ Pease-დან, პარალელურად ნიუ ჯერსის შტატში მდებარე მაკ გუირის ავიაბაზიდან (McGuire Air Force Base) ჰაერში საწვავმზიდი KC-10 (საბორტე ნომერი 83-0080) აფრინდა და F-35-ებს ატლანტიკის თავზე შეუერთდა.
გამანადგურებლები აეროპორტ Pease-ზე 21.06.2018
იმავე დღეს, დღის მეორე ნახევარში, გამანადგურებლები აზორის კუნძლებზე (პორტუგალია) მდებარე ავიაბაზა ლაჯესზე (Lajes Air Base) დაეშვნენ. დაშვებამ ამჯერადაც პრობლემებით ჩაიარა. საბორტე ნომერ 918-ს დაშვებისას ჩიტების ხროვა შეხვდა. მფრინავმა სასწრაფოდ შეწყვიტა დაჯდომა და თვითმფრინავი ზევით-მარცხნივ წაიყვანა, წრე გააკეთა და მეორე მცდელობით დასვა დასაჯდომ ბილიკზე.
კვირის ბოლო გამანადგურებლებმა აზორის კუნძულებზე გაატარეს და გუშინ ისრაელში ჩაფრინდნენ.
გამანადგურებლები ავიაბაზა ლაჯესზე 21.06.2018
წყარო:
No comments:
Post a Comment