Tuesday, June 26, 2018

ისრაელის არმიის ახალი საველე ფორმის გამოცდები

24 ივნისს, ისრაელის თავდაცვითი არმიის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა განცხადება, რომ: ახალი ფორმის რამდენიმე ვარიანტის საველე გამოცდები "უახლოეს კვირებში დაიწყება". პროექტს ლოჯისტიკისა და ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო და სახმელეთო ჯარები მართავენ. ახალი ფორმის მიღება ისრაელის არმიის მიერ ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდის, უფრო მოსახერხებელი და უფრო წარმომადგენლობითი ფორმის შექმნის სურვილმა განაპირობა.


ახალი ფორმა დაფოთვლილი კამუფლიაჟით იქნება. ამგვარი გადაწყვეტილება, სხვადასხვა გარემო პირობებში შენიღბვის საკითხებში მრავალრიცხოვანი გამოცდების შედეგად წარმოჩენილი ოპერატიული საჭიროების საფუძველზე იქნა მიღებული

ფორმაზე ფხრაწების საშუალებით დამაგრდება:

  • სერჟანტების წინმხარზე - წოდების განმასხვავებელი ნიშნები (ზემდეგებს და ოფიცრებს განმასხვავებელი ნიშნები, როგორც ახლანდელ ფორმაზე, სამხრებზე ექნებათ).
  • მარჯვენა წინამხარზე - ისრაელის დროშა
  • მარცხენაზე - ქვედანაყოფის ნიშაბნი.
  • მარჯვენა ჯიბის ზემოთ - სახელი და გვარი
  • მარცხენა ჯიბის ზემოთ - მებრძოლის ნიშანი


ახალ ფორმას, მეწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული მასალისგან შეკერავენ. ეს მატერია სხეულს სუნთქვის საშუალებას აძლევს, ხოლო ოფლს აშრობს. ფორმის ფასონი გაუმჯობესებულია, მთლიანობაში ის უფრო ლამაზად გამოიყურება. ფორმა გაცილებით მოსახერხებელია, უფრო კარგად ნიავდება, შეესაბამება ანტისტატიკურ სტანდარტებს, უფრო მტკიცე და ცვედამედეგია.

საველე გამოცდები ერთ თევს გაგრძელდება, მასში სავალდებულო და ზესავალდებულო სამსახურის 330 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. აქ წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ქვედანაყოფები:

  • 35-ე საპარაშუტო სადესანტო ბრიგადის სასწავლო ბაზა.
  • შერეული ბატალიონები "ბარდერლასი" და "ლავი ჰა ბიკა"
  • საზღვაო ძალების წითელი ზღვის ზონა
  • ტერორთან ბრძოლის სკოლის საცეცხლე მომზადების მიმართულება.
  • ჰსთ ჯარები
  • ზურგის ჯარები
  • სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფი 8200

ყოველი მონაწილე ფორმის ორ კომპლექტს მიიღებს, მისი ტარება მხოლოდ საკუთარი ქვედანაყოფის ტერიტორიაზე იქნება ნებადართული (ანუ ბაზებზე, პოლიგონებზე და კატერებზე). გამოცდების ფარგლებში ახალი ფორმის რამდენიმე ვარიანტის შემოწმება მოხდება: შემნიღბავი შეფერილობის სამი სახეობა, პერანgის ფასონის ორი და შარვლის ერთი სახეობა. ყურადღება გამახვილდება:

  • ფასონის მოხერხებულობაზე
  • ფუნქციონალურობაზე
  • ჯიბეების ზომებზე, განლაგებაზე და მათ საჭიროებაზე.
  • მასალი სხვადასხვა საქმიანობასთან შესაბამისობა.

გამოცდების შემდეგ შედეგების დეტალური შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც ისრაელის არმიისთვის ახალი ფორმის შეძენა დაიწყება.

No comments:

Post a Comment