ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს 2016 წლის 13 მაისის დილით,თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია ჰაკკიარიში, ქურთ მუშათა პარტიის მოამბოხეებმა თუ როგორ ჩმოაგდეს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს 9К38 "Игла"-თი თურქეთის საარმიო ავიაციის მოიერიშე ვერტმფრენი Bell AH-1 Cobra. ვერტმფრენს რაკეტის მოხვედრის შედეგად კუდი მოძვრა, თვითნებური ბრუნვა დაიწყო და ჰაერში დაიშალა. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა.
თურქეთის გენშტაბის განცხადების თანახმად ვერტმფრენი ტექნიკური პრობლემების გამო ჩამოვარდა - Hakkari'de helikopter düştü
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა. სწავლების ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან - AT-4 და SPG-9 საბრძოლო სროლები განახორციელეს.
საბრძოლო სროლების შემდეგ სწავლების მონაწილეებისთვის თეორიული მეცადინეობა გაიმართა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლობებს გაეცნენ, ამერიკელმა სამხედროებმა კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ქართველი ჯარისკაცები ასევე გაეცნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკული ჯავშანტექნიკის საბრძოლო შესაძლებლობებს. ქართველმა სამხედროებმა ვაზიანის აეროდრომზე მთავარი საბრძოლო ტანკის M1A2 „აბრამსის“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2 ბრედლის“ ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები შეისწავლეს.
ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკული სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების არქივმა 1956 წელს აშშ-ს ბირთვული სიარაღის სამიზნეების სია გამოაქვეყნა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 1100 ქალაქსა და რაიონს მოიცავს. ამ სიის საფუძველზე საიტმა Future of Life-მ შექმნა ინტერაქტიული რუქა, სადაც თვალნათლად ჩანს, თუ როგორი საშინელი შედეგები ენქებოდა ამ გეგმას მოქმედებაში რო მოსულიყო.
რუქა არა მარტო 1956 წელს დაგეგმილი დარტყმის წერტილებს უჩვენებს. სქემის ნებისმიერ პუნქტზე დაჭერისას გვიჩვენებს ფანჯარას ადგილმდებრეობის სახელწოდებით, რომლის ქვემოთაც არის ღილაკი "Detonate", რომელზე დაჭერითაც პროგრამა გვანახებს როგორც ბირთვული აფეთქების რადიუსს ასევე დაღუპილთა და დაჭრილთა სავარაუდო რაოდენობასაც, რაც იმ მომენტისთვის ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გამოითვლება.
რუქის მიხედვით, მარტო საქართველოში ბირთვული იარაღის სამიზნეს 18 დასახლებული პუნქტი თუ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი წარმოადგენდა:
Grafenwoehr, გერმანია - მოკავშირე NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული სატანკო შეჯიბრება, სახელწოდებით "Strong Europe Tank Challenge" დასრულდა (შეჯიბრის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - Strong Europe Tank Challenge - ევროპაში სატანკო შეჯიბრება იწყება). ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის გაზრდის გარდა ეს შეჯიბრება ძველი ცოდნის, რომელიც ცივი ომის დასრულების შედეგად იქნა დაკარგული, გახსენებასაც ისახავდა მიზნად.
შეჯიბში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა - პირველი ადგილი დაიკავეს გერმანელებმა (Leopard-2A6), მეორე დანიელებმა (Leopard-2A5) და მესამე პოლონელებმა (ისევ და ისევ Leopard-2A5).