Tuesday, May 10, 2016

ახალი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი მოდერნიზირებული სტრატეგიული ბომბდამეშნი Ту-95МСМ

9 მაისის აღლუმზე მოსკოვის თავზე სამმა ცალმა მოდერნიზირებული სტრატეგიულმა ბომბდამეშნმა Ту-95МСМ-მა გადაიფრინა. თვითმფრინავები ახალი, შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების, Х-101-ის დასაკიდი მოწყობილობებით იყო აღჭუვვილი. Ту-95 თავიდანვე 16 ცალი შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტის სატარებლად დაპროექტდა, მაგრამ რუსულ-ამერიკული შეთანხმების თანახმად, რაკეტების დასაკიდი მოწყობილობები დემონტირებული იქნა - მოიხსნა გაშვების აპარატურა და გარე მოწყობილობებთან მიმავალი კაბელ-ტრასები. ამერიკასა და რუსეთს შორის "სტრატეგიული შეიარაღების შემცირების" (STAR-III - Strategic Arms Reduction Treaty-III) ახალი ხელშეკრულება არ ზღუდავს მატარებლებზე სტრატეგიული რაკეტების რაოდენობას, შეზღუდვა მხოლოდ ქობინებსა და მატარებლებს ეხება, ამგვარად რუსეთი ამ თემას დაუბრუნდა და აღსანიშნავია რომ ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე.

შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების, Х-101-ის დასაკიდი მოწყობილობებით აღჭუვვილი სამი ცალი Ту-95МСМ წითელი მოედნის ტავზე (2016 წლის 9 მაისი)


რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურობის მონაცემების თანახმად 2015 წლიდან ამ პროგრამით მოდერნიზაციას 43 ცალი Ту-95 გაივლის. ამგვარად 1957 წლიდან წარმოებული ბომბდამშენების საციცოცხლო ციკლი 2025 წლამდე გახანგრძლივდება. მოდერნიზაციის შედეგად ბომბდამშენზე ძველი რადიოლოკაციური სადგურ "Обзор-МС"-ის ნაცვლად ახალი "Новелла-НВ" ყენდება, მონტაჟდება ინფორმაციის გამოსახვის ტანამედროვე აპარატურა "СОИ-021", საბორტე თავდაცვის ახალი კომპლექსი "Метеор-НМ2", იცვლება ძველი ძრავები НК-12MПM-ეეი და АВ-60Т-ს ტიპის საჰაერო ხრახნები. ამას გარდა შეიცვლება დასამიზნებელ-სანავიგაციო კომპლექსი, რომელიც ახალი ფრთოსანი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
ამ რაკეტებისთვის სპეციალურად ბომბსათავსების გაფართოება მოხდა და ასევე დამონტაჟდა 8 ცალი გარე საკიდი მოწყობილობა, რომლებზეც 16 ცალი Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტის დაკიდებაა შესაძლებელი. წინამორბედი Х-55-სგან ახალი რაკეტები გაზრდილი ფრენის მანძილითა და არაბირთვული ქობინებით გამოირჩევა.
ახალი შეიარაღების შეძენით ბომბდამშენა ფრენის მანძილში წააგო, მაგრამ საჰაერო კოსმოსური ძალების ხელმძღვანელობის განცხადების თანახმად "ეს კრიტიკული არაა", რადგანაც ახალი რაკეტების ფრენის მანძილი 5000 კილომეტრს აღწევს და მათი გამოყენება რუსეთის საჰაერო სივრციდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია რომ, ფრთოსანი რაკეტა Х-101-ის გამოყენება რუსეთის ავიაციამ სირიაში მიმდინარე ოპერაციის დროს განახორციელა. ამის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალაც მოწმობს (რუსეთის განაცხადი გლობალურ სამხედრო ოპერაციებზე).



No comments:

Post a Comment