Grafenwoehr, გერმანია - მოკავშირე NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული სატანკო შეჯიბრება, სახელწოდებით "Strong Europe Tank Challenge" დასრულდა (შეჯიბრის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - Strong Europe Tank Challenge - ევროპაში სატანკო შეჯიბრება იწყება). ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის გაზრდის გარდა ეს შეჯიბრება ძველი ცოდნის, რომელიც ცივი ომის დასრულების შედეგად იქნა დაკარგული, გახსენებასაც ისახავდა მიზნად.
შეჯიბში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა - პირველი ადგილი დაიკავეს გერმანელებმა (Leopard-2A6), მეორე დანიელებმა (Leopard-2A5) და მესამე პოლონელებმა (ისევ და ისევ Leopard-2A5).
წყარო:
No comments:
Post a Comment