Tuesday, May 10, 2016

Strong Europe Tank Challenge - ევროპაში სატანკო შეჯიბრება იწყება

აშშ-ს არმია ევროპაში და გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ერთობლივად მოაწყობენ "Strong Europe Tank Challenge" (SETC) სახელით ცნობილ სატანკო შეჯიბრებას. შეჯიბრება 2016 წლის 10-12 მაისს Grafenwoehr-ის პოლიგონზე განხორციელდება, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი 13 მაისსა დაგეგმილი. აღსანიშნავია რომ, 1991 წლის შემდეგ პოლიგონზე ეს პირველი ამ ტიპის შეჯიბრებაა.
შეჯიბრში NATO-ს წევრი შვიდი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას - ყოველი მათგანი გერმანიაში,  პირველობის მოსაპოვებლად, სატანკო ოცეულს მიავლენს. მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები - ჩეხეთი, დანია, გერმანია, იტალია, პოლონეთი, სლოვენია და შეერთებული შტატები. ყოველი გუნდი გამოიცდება შეტევით და თავდაცვით ოპერაციებში, ასევე ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობა, საბრძოლო დაზიანების შეფასება, ადგილმდებარეობაზე ორიენტაცია და სხვა. აღნიშნული შეჯიბრება ხელს უწყობს სამხედრო თანამშრომლობის და NATO-სთან უერთიერთქმედების განვითარებას.




წყარო:

No comments:

Post a Comment