Wednesday, May 11, 2016

Noble Partner 2016 - ოფიციალური გახსნის ცერემონიალი

დღეს, 2016 წლის 11 მაისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სამმხრივი, ამერიკულ-ქართულ-ბრიტანული, სწავლების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი განხორციელდა. როდესღაც ეს საბჭოთა ავიაბაზა "Первогвардейск" იყო, დღეს კი აეროდრომის ბეტონის ფილები ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ აამტვერა, მართლაც რომ სიმბოლურია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ქალბატონი თინათინ ხიდაშელი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს

სამხედრო მოსამსახურეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ბრიტანეთის ელჩმა მიმართეს

ორკესტრმა სამი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა

სწავლების გახსნის ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნის ატაშეები და სამხედრო წარმომადგენლები დაესწრნენ

სამმხრივი სწავლების მონაწილე ქვედანაყოფების მიერ ცერემონიალზე წარმოდგენილი შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა 


ცერემონიალში მონაწილე საქართველოს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები და ქართულ-ამერიკული ჯავშანტექნიკა



ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები დამღლელი ცერემონიალის შემდეგ მინდორზე ისვენებენ

ცერემონიალის ბოლოს ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ საზეიმო მარშით ჩამოიარა

No comments:

Post a Comment