пятница, 13 мая 2016 г.

M2A3 Bradley CITV ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე


2013 წელს ამერიკელებმა ევროპიდან უკანასკნელი ჯავშანტექნიკა გაიყვანეს, თუმცაღა ერთი წლის შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს ამერიკელებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჯავშანტექანიკა უკან დააბრუნეს. ამის შესახებ ბლოში უკვე ვწერდი - გენერალი Abrams ევროპაში ბრუნდება.

ციტატა სტატიიდან:
ამერიკული ტანკები გერმანიაში ბაზებს დაუბრუნდნენ, სადაც ისენი მეორე მსოფლიო ომის მერე ბაზირდებოდნენ.  გასული წლის აპრილში ევროპაში ამერიკული ძალების შემცირების შედეგად 170–ე და 172–ე ქვეითი ბრიგადების გაუქმების შედეგად უკანაკსნელმა ტანკ Abrams–ებმა გერმანია დატოვეს.
როდესაც 22–მა ცალმა M1A1 Abrams–მა ევროპა დატოვა, ეს ეპოქის დასარულად ჩაითვალა, რადგანაც 1944 წლიდან მოყოლებული ამერიკული ტანკები მუდმივად იმყოფებოდა ევროპაში. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ისტორიის ეს ფურცელი ნაადრევად იქნა გადაშლილი. გასული კვირის პარასკევს გერმანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზა "Grafenwöhr"-ში მატარებლის ეშელონიდან 29 ცალი M1A2 Abrams SEPv2 ჩამოიტვირთა. ეს მძიმედ შეჯავშნული მანქანები ძველი Abrams–ების, რომლებმაც ევროპული მიწა 10 თვის წინ დატოვეს, მოდერნიზირებულ ვარიანტს წარმოადგენენ და ამჯერად ევროპაში აშშ–ს "ერთობლივი მრავალეროვნული სასწავლო მეთაურობის" (Joint Multinational Training Command - US Army in Europe) შემადგენლობაში შევლენ.
ტანკ Abrams–ები დანარჩენ 33 ცალ ქსმ M2A3 Bradley–სთან ერთად და ათობით სხვა მარავალ დამხმარე მანქანასთან ერთად გერმანიაში მოახდენენ ბაზირებას, თუმცა სასწავლოდ მთელს ევროპაში არსებულ ცენტრებს გამოიყენებენ. ამერიკელი ოფიცრები იმედს ამყარებენ რომ ამგვარად პროფესიონალური მომზადების ცენტრებში არსებულ წყვეტას შეავსებენ, რომელიც შესამჩნევი გახდა მას მერე რაც უკანასკნელმა Abrams–მა გასულ აპრილს ევროპა დატოვა.
დროებით ყველა ამ მანქანას 1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადა მიიღებს შეიარაღებაში, რათა მონაწილეობა მიიღოს ორ დიდ სწავლებაში – საფრანგეთში და ლატვიაში.
11 მაისს, ვაზიანში გამოყვანილი ამერიკული ჯავშანტექნიკა სწორედ ამ ბაზებიდან იქნა გადმოსროლილი. აღსანიშნავია რომ M2A3 Bradley CITV ამერიკელებს შარშანაც ჰყავდათ სწავლებაზე ჩამოყვანილი. ამ თემას ბლოგზე რამდენიმე სტატია მიეძღვნა:

  1. აშშ–ს ჯავშანტექნიკა საქართველოში საერთაშორისო სწავლების ჩასატარებლად ჩამოდის
  2. აშშ–ს ქსმ "Bradley"–ბი ბათუმში ჩამოვდია
  3. ამერიკული "Bradley"-ბი ვაზიანშია
  4. M2A3 Bradley 26 მაისს თავისუფლების მოედანზე

 

 

გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჯავშანტექნიკა საზეიმო ჩამოვლისთვის ემზადება








Комментариев нет:

Отправить комментарий