ცოტა ხნის წინ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების არქივმა 1956 წელს აშშ-ს ბირთვული სიარაღის სამიზნეების სია გამოაქვეყნა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 1100 ქალაქსა და რაიონს მოიცავს. ამ სიის საფუძველზე საიტმა Future of Life-მ შექმნა ინტერაქტიული რუქა, სადაც თვალნათლად ჩანს, თუ როგორი საშინელი შედეგები ენქებოდა ამ გეგმას მოქმედებაში რო მოსულიყო.
რუქა არა მარტო 1956 წელს დაგეგმილი დარტყმის წერტილებს უჩვენებს. სქემის ნებისმიერ პუნქტზე დაჭერისას გვიჩვენებს ფანჯარას ადგილმდებრეობის სახელწოდებით, რომლის ქვემოთაც არის ღილაკი "Detonate", რომელზე დაჭერითაც პროგრამა გვანახებს როგორც ბირთვული აფეთქების რადიუსს ასევე დაღუპილთა და დაჭრილთა სავარაუდო რაოდენობასაც, რაც იმ მომენტისთვის ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გამოითვლება.
რუქის მიხედვით, მარტო საქართველოში ბირთვული იარაღის სამიზნეს 18 დასახლებული პუნქტი თუ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი წარმოადგენდა:
- წნორისწყალი
- სართიჭალაი
- ვაზიანი
- გაჩიანი
- მარნეული
- თბილისი, ორხევის რაიონი
- თბილისი, სოღანლუღის ავიაბაზა
- თბილისის ზღვა
- ქუთაისის ცენტრი
- დასავლეთ ქუთაისი
- კოპიტნარის ავიაბაზა
- ხონი
- სამტრედია, სოფ. ჭაგანის ჩრდილო დასავლეთით
- სენაკის ავიაბაზა
- ოზურგეთი, მერიის აეროდრომი
- ქობულეთი
- ბათუმი
- გუდაუთის აეროდრომი
მთლიანად პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე - 1100 DECLASSIFIED U.S. NUCLEAR TARGETS
No comments:
Post a Comment