пятница, 17 мая 2019 г.

უკრაინულმა სატანკო ქვემეხმა გამოცდების სრული ციკლი გაიარა

ღია სააქციონერო საზოგადოება "სტაროკრამატორსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ" (ПАТ «Старокраматорський машинобудівний завод») კიევში მიმდინარე "უკრაინის თავდაცვითი მრეწეველობის ლიგის" გამოფენაზე საკუთარი წარმოების სატანკო ქვემეხი წარადგინა.


გამოფენაზე წარდგენილი 125 მილიმეტრიანი სატანკო ქვემეხი

როგორც სახმედრო ექსპერტი სერგეი ზგურეცი (Сергій Згурець) იუწყება - "ქვემეხმა გამოცდების სრული ციკლი გაიარა, განახორციელა 700 ქვეკალიბრული ჭურვის გასროლა და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა".

საწარმოოს წარმომადგენლის განცხადების თანახმად ქარხანა მზადაა აწარმოოს 125-დან 155 მილიმეტრამდე ნებისმიერი კალირბის, როგორც კუთხვილულიანი, ასევე გლუვლულიანი ქვემეხი.

ზგურცევის განცხადების თანახმად - "ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც უკრაინის არმიაში არსებული როგორც სატანკო, ასევე საარტილრეიო ლულები შეცვლას საჭიროებს".

გამოფენაზე წარმოდგენილი სატანკო ქვემეხი КБА-3 განკუთვნილია შემდეგი სახის ტანკებისთვის - Т-80УД, Т-84 და БМ «Оплот». მისი გამოყენება ასევე ხდება Т-64-ის მოდერნიზაციის დროს. სწორედ ეს ქვემეხი აყენია საექსპორტო БМ «Оплот»-ებზეც.




понедельник, 13 мая 2019 г.

F-16-ის ისტორიული მიმოხილვა

F-16-ის ტაიმლაინის ინფოგრაფიკა - ინფოგრაფიკა არაა სრული, ის მხოლოდ 2010 წლამდეა, მაგრამ  მაინც შესანიშნავად ასახავს ლეგენდარული გამანადგურებლის ისტორიას (დიდ ხარისხში გამოსახულება იხილეთ ბმულზე - F-16 Timeline Infographic)