Saturday, September 14, 2013

ΝΑSA: "Voyager–1 მზის სისტემას გასცდა"

საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში: NASA–ს კოსმოსური ავტომატური ზონდი Voyager–1 გახდა ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საგანი, რომელიც მზის სისტემას გასცდა და აგრძელებს გზას უსასრულობაში.
ამის შესახებ ცნობა NASA–მ 12 სექტემბერს გაავრცელა. სააგენტოს თქმით გაშვებიდან 36 წლის შემდეგ კოსმოსრუი ზონდი Voyager–1 "მზიდან 17,7 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და ის კოსმოში ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე შორი საგანია. ამჟამად Voyager–1 მზესთან მიმართებაში 17კმ/წმ სიჩქარით მოგზაურობს ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლთშორის გაყინულ და ბნელ სივრცეში".
NASA–ს თანამხად, რეალობაში ზონდმა მზის სისტემა ერთი წლის წინ დატოვა, მაგრამ რადგანაც არ არსებობს რაიმე მკაცრად გასაზღვრული რუქა ან ნახაზი, რომელიც გვეტყვის რომ აი ახლა აქ, ამ ადგილას არის მზის სისტემის საზღვარი, ეს სიახლე ახლა გახდა საჯაროდ ცნობილი. ერთი თვის წინ სპეციალური ჯგუფი, რომელიც Voyager–1–ის მოგზაურობას აკვირდება, საბოლოოდ შეთანხმდა იმაზე რომ ზონდმა ჩვენი სისტემის საზღვრები დატოვა. ამ შემთხვევას NASA ზეიმით შეხვდა:
"ეს ის საზღვრია, რომელის შემდეგაც ახალი მოგზაურობა იწყება", განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, ედ სტონმა (Ed Stone).
Voyager–ი კოსმოსში 1977 წლის 5 სექტემბერს იქნა გაშვებული და ის დღემდე განაგრძობს თავის მოგზაურობას და უცნობის სხეულებისა და პლანეტების შესახებ ინფორმაციის დედამიწაზე გამოგზავნას.  ზონდის ბორტზე პლუტონის რეაქტორია, რომელმაც ის ენერგიით 2025 წლამდე უნდა უზრუნველყოს.

წყარო:


P.S. აღსანიშნავია რომ Voyager–1–ის ბორტზე ოქროს ფირფიტაა განთავსებული, რომელზეც დედამიწის შესახებ ისეთი ინფორმაციაა ჩაწერილი, როგორიცაა – მისალმება 55 ენაზე, რამოდენიმე ფოტოსურათი და სხვადასხვა მონაცემები ჩვენი სისტემის შესახებ, 26 სიმღერა თუ მუსიკალური კომპოზიცია და მათ შორის ქართული "ჩაკრულოც".

ინფორმაცია ოქროს ფირფიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – http://goldenrecord.org

Friday, September 13, 2013

რამოდენიმე საინტერესო ჯავშანტექნიკის ნიმუში გამოფენა DSEI-2013–ზე

General Dynamics–მა გამოფენა  DSEI 2013–ზე წარადგინა ჯავშანმანქანა FRES SV. მანქანის ერთი გვერდი დაფარულია მულტისპექტრალური კამუფლიაჟით
ფრანგული Nexter Titus 6×6 – მანქანა წარმოადგენს სამხიდიან ჯავშანტრანსპორტიორ–MRAP–ს, რომელშიც კონსტრუქტოირებმა სცადეს MRAP-ის სისუტის, დაბალი გამავლობის გამოსწორება
BAE Systems RG35
Cockeril–ის კოშკურით აღჭურვილი ფრანგული  Panhard CRAB
 BAE Systems–მა გამოფენაზე მულტისპექტრალური კამუფლიაჟით აღჭურვილი CV–90 წარადგინა

წყარო:

დღის ფოტო – QUIZ

რისი ტრაექტორია და აფეთქებაა გამოსახული ფოტოზე?

Thursday, September 12, 2013

Maalula გაწმენდილია

აბსოლიტურ გამარჯვებას მიაღწია სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ისლამისტი "დემოკრატების" წინააღმდეგ ქალაქ მაალულასთვის გამართულ ბრძოლაში. ამ გამარჯვებით მუსულმანმა სირიელებმა თავისი ქვეყნის ქრისტიანული ფასეულობები გადაარჩინეს ("დემოკრატების" მიერ მაალულას აღების შესახებ ჩემს ფეისბოკ გვერდზე უკვე ვწერდი – The Dead District & Aviationarea).
Т-72–ებითა და БМП-1–ებით აღჭურვილმა ერთმა მექანიზირებულმა ბრიგადამ, ისტორიული ძეგლების განადგურების თავიდან აცილების მიზნით არტილერიისა და ავიაცის გამოუყენებლად, გაწმინდა ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი და ის კლდე რომელიც ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებდა. სირიის არმიის მხარდამხარ იბრძოდნენ სამოქალაქო თავდაცვის ქრისტიანი წევრები, რომლებმაც წმინდა თეკლას მონასტერი გადაარჩინეს განადგურებას.
გასულ კვირას ალ ქაიდას ფილიალის, ალ ნურსას ისლამისტებმა, მოახერხეს ქალაქში შეჭრა და ბრძოლების შედეგად მისი დაკავება. სირიის არმიამ ქალაქში ისტორიული ძეგლების განადგურების თავიდან აცილების მიზნით უკან დაიხია და ამასთან ერთად მოსალოდნელი ამერიკული თავდასხმისთვის ძალების დაზოგვა გადაწყვიტა. მოგვიანებით სირიის არმიამ კონტრშეტევა განახორციელა და რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ქალაქზე კონტროლის აღდგენა.
ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას 300–მდე ისლამისტი "დემოკრატის" სიცოცხლე შეეწირა. აღსანიშნავია რომ ისლამისტებმა ვერ მოასწრეს ქალაქის ქრისტიანი მოსალხეობის სიკვდილით დასჯა, როგორც აქამდე სხვა ქრისტიანულ დასახლებებში აკეთებდნენ.
თვითონ ქალაქი ფაქტობრივად მხოლოდ ქრისტიანებითაა დასახლებული და წარმოადგენს ერთ–ერთ უძველეს ქრისტიანულ ბუდეს, სადაც მოსახლეობა ჯერ ისევ არამეულ ენაზე საუბრობს. მალულა დამასკოდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქზე კონტროლის აღდგენის შედეგად არმიამ 15 ტყვე გაანთავისუფლა, რომლებიც 5 დღის განმავლობაში ამბოხებულების ხელში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი მასმედიის ცნობით სირიის არმია მაქსიმალურად შეეცადა არ დაეზიანებინა ქალაქის არქიტექტურული ძეგლები. თვითონ ეს ფაქტი უკვე მიუთითებს იმაზე რომ არსებული მთავრობის პირობებში სირიაში ქრსიტიანებს არავინ არ აწუხებდა და მისი შეცვლის და ისლამისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქრისტიანთა დევნა და მათი გენოციდი გარანტირებულია.
მას შემდეგ რაც ობამამ სირიაზე შეტევა გადაიფიქრა, სირიის არმია გააქტიურდა და ყველა ფრონტზე შეუტია ისლამისტ "დემოკრატებს". ამჟამად ფართომაშტაბიანი ოპერაციები მიმდინარეობს ჰალეპში, დამასკოს მისადგომებთან მდებარე გუტას რაიონში (ამ რაიონიდან "დემოკრატებმა" ქიმიური შეტევა განახორციელეს. არა და ზოგიერთ ქინძს დღესაც ჯერავს რომ ეს შეტევა ასადის ნახელავია), დაარში, ჰომსში და დეირ ეზზორში, სადა ისლამისტი "დემოკრატები" უკან იხევენ.
50 000 ირანელის (ისრაელის შეფასებით) და ჰესბოლას სრული მხარდაჭერით და ამას გარდა ყველა უმცირესობის (ქრისტიანები, ქურთები, შიიტები, ალევიტები) გვერდში დგომით ასადი იმედია "დემოკრატების" წინააღმდეგ გამარჯვებას მიაღწევს.


ახალი ჯავშანლატფორმა Patria–საგან (ფოტოები)

გუშინ უკვე ვწერდი Patria–ს ახალი თაობის ჯავშანპლატფორმის შესახებ. წარმოგიდგენთ ამ მანქანის დამატებით ფოტოებს და სარეკლამო ბროშურას მისი მონაცემებით:


ბროშურის გადმოსაწერი ბმული: PATRIA - New Vehicle Concept

Wednesday, September 11, 2013

ახალი ჯავშანლატფორმა Patria–საგან

2013 წლის 10 სექტემბერს ლონდონში გახსნილ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა DSEI–2013–ზე ფინურმა ჯგუფმა "Patria"–მ პირველად წარადგინა ახალი თაობის, საბურავებიანი, 8x8 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანპლატფორმა, რომელსაც New Vehicle Concept ეწოდება და ცნობილი ჯავშანტრანსპორტიორი Patria AMV–ეს განვითარებას წარმოადგენს.
როგორც ჩანს, მანქანა დაცვის გაზრდილი ხარისხით გამოირჩევა. პლატფორმის მასქიმალური საბრძოლო წინა 30 ტონას მიაღწევს, ხოლო მარგი დატვირთვა სავარაუდოდ 13 ტონა იქნება. მწარმოებლის თანახმად პლატფორმა აღჭურვილი  იქნება როგორც მოდულური კონსტრუქციული დაცვით, ასევე კორპუსის მოდულური კონსტრუქციით, რაც საშუალებას მისცემს მწარმოებელს პლატფორმაზე მანქანების სხვადასხვა ვარიანტები შექმნას.
ჯავშანპლატოფმრა New Vehicle Concept–ის კორპუსის სიგრძე 8,4, სიგანე 2,8, ხოლო სიმაღლე 2,4 მეტრია. მანქანა აღჭურვილია 450 კილოვატ სიმძლავრის დიზელის ძრავით და მძლავრი ელექტროგენერატორით, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიით უზრუნველყოს როგორც სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც მანქანის სხვადასხვა ვარიანტებზე შეიძლება განთავსდეს, ასევე ქვეითების პერსპექტიული ეკიპირების აღჭურვიულობა. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე გაზაზე 100კმ/სთ–ს უტოლდება, სვლის მარაგი წინასწარი გათვლით 600–დან 1000 კილომეტრამდეა. ეკიპაჟი ორი წევრისგან შესდგება, ხოლო სადესანტო ნაკვეთურში პირადი შემადგენლობისთვის ათი ცალი აფეთქებადაცული სავარძლის განთავსებაა შესაძლებელი.
გამოფენაზე წარდგენილი მანქანა აღჭურვილი იყო დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Saab Trackfire–თი, რომლის შემადგენლობაშიც შედისი დაბალი ბალისტიკის მქონე 25მმ–ნი ავტომატური ქვემეხი ATK Gun Systems LW25 Chain Gun და 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი. შესაძლებელია მანქანის სხვადასხვა სახის შეიარაღებით აღჭურვა, მათ შორის 120მმ–ნი სატანკო ქვემეხით.
Patria–ს წარმომადგენლის განცხადების თანახმად, წარმოდგენილმა პირველმა პროტოტიპმა საველე გამოცდების პირველი ეტაპი უკვე გაიარა. ინტენსიური გამოცდები 2014 წლის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ცნობილია მანქანის ოფიციალური სახელწოდება Eurosatori-2014–ზე გახდება ცნობილი.

წყარო:

ტერორისტული აქტი 9/11

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი (ხანდახან უბრალოდ 9/11–ად იწოდება) – ოთხი კოორდინირებული თვითმკვლელობირივ ტერორისტული აქტი, რომლების ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდა. ამ აქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია "ალ–ქაიდას" აკისრია.
იმ დღეს დილით, ოთხ ჯგუფად გაყოფილმა ცხრამეტმა ტერორისტმა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ "ალ–ქაიდასთან, დაიკავეს ოთხი სამგზავრო ავიალაინერი. ყოველ ჯგუფში როგორც მინიმუმ იყო ერთი წევრი, რომელსაც საწყისი საფრენოსნო მომზადება ჰქონდა გავლილი. 
ტერორისტებმა ამ ლაინერებიდან ორი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრისკენ მიმართეს (World Trade Center), რომელიც ნიუ–ორკში, მანჰეტენის სამხრეთით მდებარეობდა. რეისი 11 American Airlines კოშკურა WTC-1 (ჩრდილოეთი), ხოლო რეისი 175 United Airlines — კოშკურა WTC-2 (სამხრეთი) შეეჯახა. რის შედეგადაც ორივე ცათამბჯენი ჩამოიქცა და მიმდებარე ნაგებობათა სერიოზული დაზიანება გამოიწვია. მესამე თვითმფრინავი (რეისი 77 American Airlines) ვაშინგტონთან ახლოს, პენტაგონის შენობისკენ იქნა მიმართული. მეოთხე ავიალაინერის (რეის 93 United Airlines) მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ტერორისტებისთვის მართვის ჩამორთმევა სცადეს, თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში, მინდორში ჩამოვარდა.
ტერორისტული აქტების შედეგად 19 ტერორისტის გარდა 2977 ადამიანი დაიღუპა, 24 უგზხო–უკვლოდ დაიკარგა. დაღუპილთა უმრავლესობა სამოქალაქო იყო.

P.S. Rest in piece victims of the 9/11 Terrorist attack.

Tuesday, September 10, 2013

Eurofighter - 200 000 საათი ჰაერში

 Eurofighter–ის კონსორციუმის განცხადების თანახმად, Typhoon–ის მსოფლიოში არსებულმა ფლოტმა ამა წლის აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანობაში 200 000 საათი იფრინა. სულ ამ ტიპის გამანადგურებელი სხვადასხვა შემკვეთის მიერ  ამ ტიპის გამანადგურებლის 571 ერთეულია შეკვეთილი, აქედან 378 ცალი უკვე გადაეცა შემკვეთს და უკვე 20 ქვედანაყოფი გადის სამსახურს ამ  გამანადგურებელზე. 
შეგახსენებთ რომ EF-2000–მა პირველი 5000 საათი 2005 წლის ნოემბერში შეასრულა, 10 000 საათი 2006 წლის აგვისტოში, 20 000 საათი 2007 წლის მაისში, 50 000 საათი 2008 წლის აგვისტოში და 100 000 საათი 2011 წლის იანვარში.