Showing posts with label Patria AMV. Show all posts
Showing posts with label Patria AMV. Show all posts

Tuesday, September 24, 2019

ავსტრალის არმიამ პირველი Boxer მიიღო

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


24 სექტემბერს, Rheinmetall-მა ავსტრალიის არმიას, ბრისბონში, ენნიგერას სამხედრო ნაწილში, პირველი შეკვეთილი ჯტრ Boxer 8x8 გადასცა. მანქანა MPV ვერსიაშია (Multi Purpose Variant) შესრულებული და მისი გადაცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში განხორციელდა.

თვითონ ხელშეკრულების შესახებ ინფირმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - ავსტრალიის არმია 211 ცალი ქსმ Boxer-ს 3,3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს


ავსტრალიის კონკურს Land 400-ის შესახებ, ბლოგზე განთავსებული ფოტო მასალა და ინფორმაცია იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:

Friday, September 13, 2019

აშშ-ს არმია Patria-ს შეძენაზე ფიქრობს

Patria NEMO აშშ-ში, ჯორჯიისა და ალაბამას შტატში მდებარე არმიის ბაზა ბენინგში. ნაღმტყორცნის გარდა აშშ-ს არმია უბრალოდ ჯტრ-საც იკვლევს და არაა გამორიცხული Stryker-ის მემკვიდრე გახდეს



Monday, September 2, 2019

Patria-ს ახალი თვითმავალი ნაღმტყორცნი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

კომპანიამ Patria ლონდონში 10-13 სექტემბერს დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენა DSEI 2019-ზე იქნება წარმოდგენილი. სხვა მრავალ სიახლესთან ერთად კომპანია Patria 6x6-ზე დამონტაჟებულ ავტომატიზირებულ ნაღმტყორცნ Patria Nemo-საც წარადგენს


Patria 6X6 ეს - მრავალმიზნობრივი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ჯავშანავტომობილი Pasi-ს მემკვიდრეა და Patria AMV 8X8-ს შემცირებულ ვერსიას წარმოადგენს. მისი სავალი ნაწილი AMV-ეს სავალი ნაწილის ანალოგიურია, მხოლოდ ერთი ხიდით ნაკლები. მანქანას სამივე ხიდი წამყვანი აქვს, ხოლო მობრუნებას წინა ორი ხიდის საშუალებით ახორციელებს (ან საკივე ხიდით, გააჩნია აღჭურვის ვარიანტს). Patria 6X6-ის აღჭურვა ასევე შესაძლებელია AMV-ეზე უკვე გამოცდილი დამატებითი აღჭურვილობით - ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა, შეიარაღების სისტემები, თავდაცვისა და სხვა შიდა სისტემები.

გამოფენაზე მანქანა წარმოდგენილი იქნება 120 მილიმეტრიანი სანაღმტყორცნე სისტემა Patria Nemo-თი. ნაღმტყორცნიანი კოშკურა დისტანციურად მართვადია და შეუძლია აწარმოოს როგორც არაპირდაპირი ასევე პირდაპირი ცეცხლი. მას ასევე შეუძლია განახორციელოს რამდენიმე გასროლიანი ერთდროული იერიში (Multiple Rounds Simultaneous Impact - MRSI), როდესაც სხვადასხვა კუთხით გასროლილი ნაღმები მიზანს ერთდროულად აზიანებს.

Wednesday, March 14, 2018

ავსტრალიის არმია 211 ცალი ქსმ Boxer-ს 3,3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს



ავსტრალიის ისტორიაში შეიარაღების ყველაზე მსხვილი შესყიდვა. 211 ცალ თვლიან ქსმ Boxer-ს, ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო, 3,3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს. გერმანულმა მანქანამ კონკურსი BAE Systems Patria AMV-35-1 აჯობა.ამის შესახებ facebook გვერდზე უკვე ვწერდი (იხილეთ ბმულზე - The Dead District).
აი სრულიად დეპრესიული ფასია, ოქროს კორპუსი და ბრილიანტის ხიდები უყენია ალბათ. რა გვეთქმის, მივულოცოთ Rheinmetall-ს. 

წყარო:


შესყიდვის ძირითადი მომენტებია:
  • თავდაცვის სამინისტრო მოელის რომ, მანქანა 30 წელი იმსახურებს
  • შესყიდვის შედეგად ავსტრალიაში 1450 სამუშაო ადგილი გაჩნდება
  • ქსმ-ები მაღალი რისკის სამშვიდობო ოპერაციებისთვის იქნება აღჭურვილი

ავსტრალიის კონკურს Land 400-ის შესახებ, ბლოგზე რამდენჯერმე განთავსებული იყო ფოტო მასალა და ინფორმაცია:

Thursday, June 8, 2017

ავსტრალიაში LAND-400-ის ფინალისტები და M1A1 (ფოტოები)

ანტიპოდები (ავსტრალიელები) LAND-400-ის კონკურსის ფარგლებში ფინალისტ ჯტრ/ქსმ Patria AMV-35-1 და Boxer Lynx და ამერიკული წარმოების ტანკი M1A1 შედარებით ზომებში

და დესერტად კიდევ რამოდენიმე ლამაზი ფოტო

წყარო:
The Defence Image Gallery

Saturday, February 25, 2017

ავსტრალიაში LAND-400-ის ფინალისტებს არბენინებენ

ანტიპოდები (ავსტრალიელები) LAND-400-ის კონკურსის ფარგლებში ფინალისტ ჯტრ/ქსმ Patria AMV-35-1 და Boxer Lynx-ს არბენინებენ

Sunday, January 29, 2017

Patria AMV-ს ოჯახობის ახალი წევრი

ფინური საბრძოლო მანქანა Patria AMV-ს ახალი ვერსია, სახელწოდებით Patria AMV 28a. მანქანის პრეზენტაცია 20 დღის შემდეგ, IDEX 2017-ზე მოხდება. მწარმოებელმა ჯავშანმანქანის კორპუსი დააგრძელა და ბორტების ჯავშანდაცვა გააძლიერა. ასევე დაყენდა 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით, Bushmaster Mk44-ით აღჭურვილი დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Kongsberg MCT-30, მოდულზე ამას გარდა ტყვიამფრქვევ M2HB და ტსმრ Javelin-ით აღჭურვილი მცირე ზომის კოშკურა, Protector M153-ია განთავსებული.



Thursday, September 12, 2013

ახალი ჯავშანლატფორმა Patria–საგან (ფოტოები)

გუშინ უკვე ვწერდი Patria–ს ახალი თაობის ჯავშანპლატფორმის შესახებ. წარმოგიდგენთ ამ მანქანის დამატებით ფოტოებს და სარეკლამო ბროშურას მისი მონაცემებით:


ბროშურის გადმოსაწერი ბმული: PATRIA - New Vehicle Concept

Wednesday, September 11, 2013

ახალი ჯავშანლატფორმა Patria–საგან

2013 წლის 10 სექტემბერს ლონდონში გახსნილ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა DSEI–2013–ზე ფინურმა ჯგუფმა "Patria"–მ პირველად წარადგინა ახალი თაობის, საბურავებიანი, 8x8 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანპლატფორმა, რომელსაც New Vehicle Concept ეწოდება და ცნობილი ჯავშანტრანსპორტიორი Patria AMV–ეს განვითარებას წარმოადგენს.
როგორც ჩანს, მანქანა დაცვის გაზრდილი ხარისხით გამოირჩევა. პლატფორმის მასქიმალური საბრძოლო წინა 30 ტონას მიაღწევს, ხოლო მარგი დატვირთვა სავარაუდოდ 13 ტონა იქნება. მწარმოებლის თანახმად პლატფორმა აღჭურვილი  იქნება როგორც მოდულური კონსტრუქციული დაცვით, ასევე კორპუსის მოდულური კონსტრუქციით, რაც საშუალებას მისცემს მწარმოებელს პლატფორმაზე მანქანების სხვადასხვა ვარიანტები შექმნას.
ჯავშანპლატოფმრა New Vehicle Concept–ის კორპუსის სიგრძე 8,4, სიგანე 2,8, ხოლო სიმაღლე 2,4 მეტრია. მანქანა აღჭურვილია 450 კილოვატ სიმძლავრის დიზელის ძრავით და მძლავრი ელექტროგენერატორით, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიით უზრუნველყოს როგორც სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც მანქანის სხვადასხვა ვარიანტებზე შეიძლება განთავსდეს, ასევე ქვეითების პერსპექტიული ეკიპირების აღჭურვიულობა. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე გაზაზე 100კმ/სთ–ს უტოლდება, სვლის მარაგი წინასწარი გათვლით 600–დან 1000 კილომეტრამდეა. ეკიპაჟი ორი წევრისგან შესდგება, ხოლო სადესანტო ნაკვეთურში პირადი შემადგენლობისთვის ათი ცალი აფეთქებადაცული სავარძლის განთავსებაა შესაძლებელი.
გამოფენაზე წარდგენილი მანქანა აღჭურვილი იყო დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Saab Trackfire–თი, რომლის შემადგენლობაშიც შედისი დაბალი ბალისტიკის მქონე 25მმ–ნი ავტომატური ქვემეხი ATK Gun Systems LW25 Chain Gun და 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი. შესაძლებელია მანქანის სხვადასხვა სახის შეიარაღებით აღჭურვა, მათ შორის 120მმ–ნი სატანკო ქვემეხით.
Patria–ს წარმომადგენლის განცხადების თანახმად, წარმოდგენილმა პირველმა პროტოტიპმა საველე გამოცდების პირველი ეტაპი უკვე გაიარა. ინტენსიური გამოცდები 2014 წლის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ცნობილია მანქანის ოფიციალური სახელწოდება Eurosatori-2014–ზე გახდება ცნობილი.

წყარო:

Thursday, February 21, 2013

საემირატოს ფრანგული VBCI + რუსული БМП-3–ის კოშკურიანი მანქანა უნდა

გამოფენა IDEX-2013–ის განმავლობაში, რომელიც აბუ–დაბიში (გაერთიანებულ არაბულ საემირატოები) მიმდინარეობს, შესაძლებელია რომ ემირატების არმიასა და ფრანგულს–რუსულ მხარებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს საემირატოს არმიის 8х8 თვლიანი ფორმულის მქონე 700 მანქანის მოთხოვნა. სწორედ ფრანგული Nexter-ის ჯავშანმანქანა VBCI–სა აქვს ამ ხელშეკრულების განაღდების ყველაზე დიდი შანსი.

VBCI გამოფენა IDEX-2013

ჯავშანტრანსპორტიორი VBCI უკვე გამოიცადა ავღანეთის, ლიბანისა და მალის საბრძოლო მოქმედებებში, სადაც მან თავი უმწიკვლოდ წარმოაჩინა როგორც დაცვის ასევე ამძრაობისა და ამტანობის მხრივ (დაკარიდან მალის ჩრდილოეთით გადასვლა სარეკორდოდ მოკლე დროში განხორციელდა). მაგრამ მიუხედავად ამისა გაერთიანებული საემირატოს არმიამ ფრანგულ მხარეს მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენა – VBCI რუსული БМП-3–ის საბრძოლო მოდულით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელმაც ასევე დადებითად წარმოაჩინა თავი საემირატოს არმიაში.

VBCI მალიში

რადგანაც БМП-3–ის კოშკურა გაცილებით მძიმეა ვიდრე ორიგინალური ფრანგული მოდულები, საჭირო გახდა მანაქნის რუსული შეიარაღების კომპლექსთან ადაპტაცია. VBCI–ს კორპუსმა შესაბამისი გაძლიერება მიიღო. Nexter–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ მთლიანობაში დარწმუნებულები არიან ამ პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობაში და წარმოადგინეს ახალი კოშკურით აღჭურვილი მოდრენიზირებული მანქანის მოდელი.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

ამ პროგრამაში  VBCI–ს ერთად ერთი რეალური მოწინააღმდეგეს ფინური Patria AMV წარმოადგენს. მაგრამ Nexter–მა მოახერხა და მყიდველს უფრო კონკურენტუნარიანი წინადადებით მიმართა – მათგან განსხვავებით ფინელები თავიანთი მანქანის გასაყიდად არც თუ ძალიან აქტიურობენ.
იმ შემთხვევაში თუ ემირატები ფრანგულ Nexter–თან ხელშეკრულებას გააფორმებენ, მაშინ აქედან მოგებას რუსული საწარმოებიც მიიღებენ. ამასთან არსებობს თანამშრომლობის ორი გზა – პირველი ფრანგული მხარე ყიდულობს რუსული საბრძოლო მოდულის წარმოების ლიცენზიას და ამგვარად ახორციელებს თავისი მანქანების აღჭურვას, თუმცა ამ გზას სავარაუდოდ რუსული მწარმოებლები არ დასთანხმდებიან, ხოლო მეორე გზა უკვე რუსეთში აწყობილი მოდულების გამოყენებას მოიცავს, რომელიც შემდეგში ფრანგულ მანქანებზე განთავსდება.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

წყარო: