2013 წლის 10 სექტემბერს ლონდონში გახსნილ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა DSEI–2013–ზე ფინურმა ჯგუფმა "Patria"–მ პირველად წარადგინა ახალი თაობის, საბურავებიანი, 8x8 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანპლატფორმა, რომელსაც New Vehicle Concept ეწოდება და ცნობილი ჯავშანტრანსპორტიორი Patria AMV–ეს განვითარებას წარმოადგენს.
როგორც ჩანს, მანქანა დაცვის გაზრდილი ხარისხით გამოირჩევა. პლატფორმის მასქიმალური საბრძოლო წინა 30 ტონას მიაღწევს, ხოლო მარგი დატვირთვა სავარაუდოდ 13 ტონა იქნება. მწარმოებლის თანახმად პლატფორმა აღჭურვილი იქნება როგორც მოდულური კონსტრუქციული დაცვით, ასევე კორპუსის მოდულური კონსტრუქციით, რაც საშუალებას მისცემს მწარმოებელს პლატფორმაზე მანქანების სხვადასხვა ვარიანტები შექმნას.
ჯავშანპლატოფმრა New Vehicle Concept–ის კორპუსის სიგრძე 8,4, სიგანე 2,8, ხოლო სიმაღლე 2,4 მეტრია. მანქანა აღჭურვილია 450 კილოვატ სიმძლავრის დიზელის ძრავით და მძლავრი ელექტროგენერატორით, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიით უზრუნველყოს როგორც სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც მანქანის სხვადასხვა ვარიანტებზე შეიძლება განთავსდეს, ასევე ქვეითების პერსპექტიული ეკიპირების აღჭურვიულობა. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე გაზაზე 100კმ/სთ–ს უტოლდება, სვლის მარაგი წინასწარი გათვლით 600–დან 1000 კილომეტრამდეა. ეკიპაჟი ორი წევრისგან შესდგება, ხოლო სადესანტო ნაკვეთურში პირადი შემადგენლობისთვის ათი ცალი აფეთქებადაცული სავარძლის განთავსებაა შესაძლებელი.
გამოფენაზე წარდგენილი მანქანა აღჭურვილი იყო დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Saab Trackfire–თი, რომლის შემადგენლობაშიც შედისი დაბალი ბალისტიკის მქონე 25მმ–ნი ავტომატური ქვემეხი ATK Gun Systems LW25 Chain Gun და 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი. შესაძლებელია მანქანის სხვადასხვა სახის შეიარაღებით აღჭურვა, მათ შორის 120მმ–ნი სატანკო ქვემეხით.
Patria–ს წარმომადგენლის განცხადების თანახმად, წარმოდგენილმა პირველმა პროტოტიპმა საველე გამოცდების პირველი ეტაპი უკვე გაიარა. ინტენსიური გამოცდები 2014 წლის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ცნობილია მანქანის ოფიციალური სახელწოდება Eurosatori-2014–ზე გახდება ცნობილი.
წყარო:
No comments:
Post a Comment