აბსოლიტურ გამარჯვებას მიაღწია სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ისლამისტი "დემოკრატების" წინააღმდეგ ქალაქ მაალულასთვის გამართულ ბრძოლაში. ამ გამარჯვებით მუსულმანმა სირიელებმა თავისი ქვეყნის ქრისტიანული ფასეულობები გადაარჩინეს ("დემოკრატების" მიერ მაალულას აღების შესახებ ჩემს ფეისბოკ გვერდზე უკვე ვწერდი – The Dead District & Aviationarea).
Т-72–ებითა და БМП-1–ებით აღჭურვილმა ერთმა მექანიზირებულმა ბრიგადამ, ისტორიული ძეგლების განადგურების თავიდან აცილების მიზნით არტილერიისა და ავიაცის გამოუყენებლად, გაწმინდა ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი და ის კლდე რომელიც ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებდა. სირიის არმიის მხარდამხარ იბრძოდნენ სამოქალაქო თავდაცვის ქრისტიანი წევრები, რომლებმაც წმინდა თეკლას მონასტერი გადაარჩინეს განადგურებას.
გასულ კვირას ალ ქაიდას ფილიალის, ალ ნურსას ისლამისტებმა, მოახერხეს ქალაქში შეჭრა და ბრძოლების შედეგად მისი დაკავება. სირიის არმიამ ქალაქში ისტორიული ძეგლების განადგურების თავიდან აცილების მიზნით უკან დაიხია და ამასთან ერთად მოსალოდნელი ამერიკული თავდასხმისთვის ძალების დაზოგვა გადაწყვიტა. მოგვიანებით სირიის არმიამ კონტრშეტევა განახორციელა და რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ქალაქზე კონტროლის აღდგენა.
ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას 300–მდე ისლამისტი "დემოკრატის" სიცოცხლე შეეწირა. აღსანიშნავია რომ ისლამისტებმა ვერ მოასწრეს ქალაქის ქრისტიანი მოსალხეობის სიკვდილით დასჯა, როგორც აქამდე სხვა ქრისტიანულ დასახლებებში აკეთებდნენ.
თვითონ ქალაქი ფაქტობრივად მხოლოდ ქრისტიანებითაა დასახლებული და წარმოადგენს ერთ–ერთ უძველეს ქრისტიანულ ბუდეს, სადაც მოსახლეობა ჯერ ისევ არამეულ ენაზე საუბრობს. მალულა დამასკოდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქზე კონტროლის აღდგენის შედეგად არმიამ 15 ტყვე გაანთავისუფლა, რომლებიც 5 დღის განმავლობაში ამბოხებულების ხელში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი მასმედიის ცნობით სირიის არმია მაქსიმალურად შეეცადა არ დაეზიანებინა ქალაქის არქიტექტურული ძეგლები. თვითონ ეს ფაქტი უკვე მიუთითებს იმაზე რომ არსებული მთავრობის პირობებში სირიაში ქრსიტიანებს არავინ არ აწუხებდა და მისი შეცვლის და ისლამისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქრისტიანთა დევნა და მათი გენოციდი გარანტირებულია.
მას შემდეგ რაც ობამამ სირიაზე შეტევა გადაიფიქრა, სირიის არმია გააქტიურდა და ყველა ფრონტზე შეუტია ისლამისტ "დემოკრატებს". ამჟამად ფართომაშტაბიანი ოპერაციები მიმდინარეობს ჰალეპში, დამასკოს მისადგომებთან მდებარე გუტას რაიონში (ამ რაიონიდან "დემოკრატებმა" ქიმიური შეტევა განახორციელეს. არა და ზოგიერთ ქინძს დღესაც ჯერავს რომ ეს შეტევა ასადის ნახელავია), დაარში, ჰომსში და დეირ ეზზორში, სადა ისლამისტი "დემოკრატები" უკან იხევენ.
50 000 ირანელის (ისრაელის შეფასებით) და ჰესბოლას სრული მხარდაჭერით და ამას გარდა ყველა უმცირესობის (ქრისტიანები, ქურთები, შიიტები, ალევიტები) გვერდში დგომით ასადი იმედია "დემოკრატების" წინააღმდეგ გამარჯვებას მიაღწევს.
50 000 ირანელის (ისრაელის შეფასებით) და ჰესბოლას სრული მხარდაჭერით და ამას გარდა ყველა უმცირესობის (ქრისტიანები, ქურთები, შიიტები, ალევიტები) გვერდში დგომით ასადი იმედია "დემოკრატების" წინააღმდეგ გამარჯვებას მიაღწევს.
No comments:
Post a Comment