Eurofighter–ის კონსორციუმის განცხადების თანახმად, Typhoon–ის მსოფლიოში არსებულმა ფლოტმა ამა წლის აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანობაში 200 000 საათი იფრინა. სულ ამ ტიპის გამანადგურებელი სხვადასხვა შემკვეთის მიერ ამ ტიპის გამანადგურებლის 571 ერთეულია შეკვეთილი, აქედან 378 ცალი უკვე გადაეცა შემკვეთს და უკვე 20 ქვედანაყოფი გადის სამსახურს ამ გამანადგურებელზე.
შეგახსენებთ რომ EF-2000–მა პირველი 5000 საათი 2005 წლის ნოემბერში შეასრულა, 10 000 საათი 2006 წლის აგვისტოში, 20 000 საათი 2007 წლის მაისში, 50 000 საათი 2008 წლის აგვისტოში და 100 000 საათი 2011 წლის იანვარში.
No comments:
Post a Comment