суббота, 11 июня 2016 г.

ფრანგული Nexter Systems და გერმანული KMW ოფიციალურად გაერთიანდნენ

2016 წლის 10 ივნისს საფრანგეთის სახელმწიფო კომპანია Nexter Systems S.A-მ და გერმანულმა კომპანია  Kraus-Maffei Wegmann GmbH & Co. KG-მ (KMW) ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა გაერთიანებულმა ჰოლდინგმა, რომელიც ძირითადად ჯავშანსატანკო ტექნიკაზე და საარტილერიო შეიარაღებაზე ახდენს სპეციალიზირებას, სახელწოდება  KNDS (KMW და Nexter Defense Systems შერწყმისგან) მიიღო. პარიჟში 13 ივნისს დაგეგმილ საერთაშორისო თავდაცვით გამოფენა Eurosatory 2016 ორივე კომპანია გაერთიანებული ექსპოზიციის ქვეშ, სახელწოდებით KNDS წარსგდება.


წყარო:

1 დატყვევებული და 1 დაზიანებული რუსული Т-90А სირიელი ანტისამთავრობოების ხელში (ფოტო & ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა სირიის არაბული არმიისთვის რუსული მხარის მიერ გადაცემული ტანკ  Т-90А ფოტოები და ვიდეო, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას (სავარაუდოდ "ჰარაკატ ნურიდდინ აზ-ზინკი"ს) ალეპოსთან ჩაუვარდა ხელში



დამატებით დაუდგენელი საშუალებით დაზიანებული კიდევ ერთი Т-90А



ANACONDA-2016-ის საჰაერო, საზღვაო, ჯავშანსატანკო და ჰსთ სწავლების აქტიური ფაზა

ბალტიის ზღვაში სწავლება "Anakonda 16"-ის ფარგლებში განხორციელებული მანევრები სახელწოდებით "Kaper-16". პოლონეთი, 2016 წლის ივნისი


2016 წლის 10 ივნისი, პოლონეთი. აშშ-ს საარმიო ავიაციის 227-ე საავიაციო პოლკის მე-2 ბატალიონის ვერტმფრენები სწავლება "Anakonda 16"


2016 წლის ივნისი, პოლონეთი - აშშ-ს არმიის 64-ე ჯავშანსატანკო პოლკის 1-ლი ბატალიონის M1A2 SEP V2 Abrams-ები სწავლება "Anakonda 16"

2016 წლის 9 ივნისი, პოლონეთი - აშშ-ს არმიის ქვეითთა მე-3 დივიზიის საბრძოლო ჯგუფის 1-ლი ჯავშანსატანკო ბრიგადის მე-7 პოლკის მე-2 ბატალიონის  M1A2 SEP V2 Abrams-ები სწავლება "Anakonda 16"

2016 წლის 9 ივნისი, პოლონეთი, პოლიგონი Ustka - აშშ-ს ოჰაიოს შტატის ეროვნული გვარდიის 174-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საარტილერიო ბრიგადა სწავლება "Anakonda 16"-ის ფარგლებში გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს FIM-92 Stinger-ის მობილური ვერსიიდან ახორციელებენ სროლებს

2016 წლის 9 ივნისი, პოლონეთი, პოლიგონი Ustka - აშშ-სა და პოლონეთის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი სწავლება Anaconda-16-ის ფარგლებში სანაპირო დაცვის მანევრებში მონაწილეობს


ANACONDA-ს გვერდით ბალტიის ზღვის თავზე BALTOPS მიმდინარეობს


2016 წლის 9 მაისი, ბალტიის ზღვა. აშშ-ს საჰაერო ძალების B-52 Stratofortres-ი მიუძღვება ასაჰაერო ფორმირებას, რომელშიც შედის პოლონეთის საჰაერო ძალების ორი ცალი F-16 Fighting Falcon, აშშ-ს საჰაერო ძალების ოთხი ცალი F16 Fighting Falcon, გერმანიის საჰაერო ძალების ორი ცალი EF-2000 Eurofighter და შვეციის საჰაერო ძალების ოთხი ცალი Gripen


2016 წლის 9 მაისი, ბალტიის ზღვა. ალიანსის საზღვაო ძალები სამხედრო სწავლებას ახორციელებენ - ეს სოწრედ ის სიგნალია, რუსეთს რომ რამდენჯერმე დააფიქრებს სანამ ბალტიისპირეთზე ხელს აღმართავს.



четверг, 9 июня 2016 г.

რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტში საბრძოლო მზადყოფნის ხომალდების კრიზისია


როგოც ცხრილიდან ჩანს, 2014 წლის შუიდან 2016 წლის შუამდე, ანუ ორი წლის განმავლობაში, რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის ცხრა ძირითადი წყალსზედა საბრძოლო ხომალდიდან შორეულ ცურვებში ღირსეულ აქტიურ საბრძოლო მორიგეობას მხოლოდ ორი ეწეოდა (22%) - ესენია დიდი წყალქვეშანავსაწინააღმდეგო ხომალდები "Североморск" და "Вице-адмирал Кулаков". ექვსი დანარჩენი ხომალდი ან რეზერვში იყო ან "ტექნიკური მზადყოფნის აღდგენაზე" იმყოფებოდა და ან ხანგრძლივ რემონტ-მოდერნიზაციას ახორციელებდა. მე-9 ხომალდი - საესკადო ნაღმოსანი "Адмирал Ушаков" საერთოდ არ ექვემდებარება მონიტორინგს, რადგანაც (მასმედიის განცხადებების თანახმად) ზრვაში იშვიათად გადის და ასევე იშვიათად დგას სევერომორსკოეს ნავსადგომზე მდგომი ჟურნალისტების ობიექტივში. როგორც ცნობილია, "Адмирал Ушаков"-მა ბოლოს შორეულ ცურვა 23.08 - 14.09.2005 პერიოდში განახორციელა (ავიამზიდ კრეისერ "Кузнецов"-თან ერთად ატლანტიკის ოკეანეში). ხოალდმა ბოლო 11 წელი ფაქტიურად სანაპირო დაცვაში გაატარა, რაც მისი საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ეჭვებს ბადებს.

დიდი წყალქვეშანავსაწინააღმდეგო ხომალდი "Вице-адмирал Кулаков" - მზადყოფნაში მყოფი ორი ხომალდიდან ერთერთი

წყარო:

სწავლება ANACONDA-2016 - საინჟინრო მომზადება და ტაქტიკურ-ოპერატიული მანევრები


2016 წლის 8 ივნისს, პოლონეთში, ჰელმოს რეგიონში, მდინარე ვისლაზე სწავლება ANAKONDA 2016-ის ფარგლებში მრავალეროვნული საინჟინრო ბატალიონი პონტონური ხიდის გამართვას ახორციელებს

2016 წლის 8 ივნისი, პოლონეთი, ჰელმოს რეგიონი, სწავლება ANACONDA-2016-ის ფარგლებში მდინარე ვისლაზე პონტონური ხიდების მეშვეობით სამხედრო ტექნიკის გადაყვანა

2016 წლის 7 ივნისი, სწავლება ANAKONDA-2016-ის ფარგლებში პოლონეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელთა 1-ლი ბატალიონი "Ziemi Rzeszowskiej" ღამის სროლებს ახორციელებს

2016 წლის 7 ივნისს, პოლონეთში, საერთაშორისო სწავლება ANAKONDA 2016-ზე, პოლიგონ Wyręby-ს ტერიტორიაზე ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის დეგაზაციის ჩვენება განხორციელდა