Tuesday, June 7, 2016

NATO-ს მსხვილმაშტაბიანი სწავლება Anaconda-16

პოლონეთში დაიწყო ნატო-ს მაშტაბური სამხედრო წრთვნები "ანაკონდა" მესამე მსოფლიო ომის სცენარით. ეს ცივი ომის შემდგომ პერიოდში ალიანსის ყველაზე მსხვილმაშტაბიანი წვრთნებია და ამგვარად რუსეთისადმი გაგზავნილი მძლავრი მესიჯია.

მონაწილებს:
24 - ქვეყანა (მათ შორისა ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიც, ჩვენც მანდა ვართ)
31 000 (ოცდათერთმეტი ათასი) - სამხედრო მოსამსახურე 
3000 (სამიათასი) - სახმელეთო ტექნიკა 
105 (ასხუთი) - საბრძოლო თვიმფრინავი და ვერტმფრენი 
12 (თორმეტი) - საბრძოლო ხომალდი


წვრთნების ძირითადი მარშუტები და განხორციელების ადგილები

 წვრთნების მსვლელობისას განხორციელდება 2000 ამერიკელი, პოლონელი და ბრიტანელი მედესანტის პარაშუტით გადმოსხდომა. დესანტირება ორი დღე გაგრძელდება და მასში 37 თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას

წვრთნების მსვლელობისას აშშ-ს კავალერისტთა მე-2 პოლკი მდინარე ვისტულაზე ხიდის გადების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

ამერიკელი ჯარისკაცები ალიანსის უმსხვილეს წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ლიტვაში მიემგზავრებიან


No comments:

Post a Comment