Showing posts with label IDEX-2013. Show all posts
Showing posts with label IDEX-2013. Show all posts

Tuesday, February 26, 2013

Jobaria MCL Multiple Cradle 122mm live firing IDEX-2013 (video)

IDEX-2013–ზე წარდგენილი მონსტრი ყველას გახსოვთ – უცნობი მონსტრი IDEX-2013.

ამჯერად წარმოგიდგენთ ამ ზალპური–სარაკეტო სისტემი სროლების ვიდეოს

Thursday, February 21, 2013

საემირატოს ფრანგული VBCI + რუსული БМП-3–ის კოშკურიანი მანქანა უნდა

გამოფენა IDEX-2013–ის განმავლობაში, რომელიც აბუ–დაბიში (გაერთიანებულ არაბულ საემირატოები) მიმდინარეობს, შესაძლებელია რომ ემირატების არმიასა და ფრანგულს–რუსულ მხარებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს საემირატოს არმიის 8х8 თვლიანი ფორმულის მქონე 700 მანქანის მოთხოვნა. სწორედ ფრანგული Nexter-ის ჯავშანმანქანა VBCI–სა აქვს ამ ხელშეკრულების განაღდების ყველაზე დიდი შანსი.

VBCI გამოფენა IDEX-2013

ჯავშანტრანსპორტიორი VBCI უკვე გამოიცადა ავღანეთის, ლიბანისა და მალის საბრძოლო მოქმედებებში, სადაც მან თავი უმწიკვლოდ წარმოაჩინა როგორც დაცვის ასევე ამძრაობისა და ამტანობის მხრივ (დაკარიდან მალის ჩრდილოეთით გადასვლა სარეკორდოდ მოკლე დროში განხორციელდა). მაგრამ მიუხედავად ამისა გაერთიანებული საემირატოს არმიამ ფრანგულ მხარეს მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენა – VBCI რუსული БМП-3–ის საბრძოლო მოდულით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელმაც ასევე დადებითად წარმოაჩინა თავი საემირატოს არმიაში.

VBCI მალიში

რადგანაც БМП-3–ის კოშკურა გაცილებით მძიმეა ვიდრე ორიგინალური ფრანგული მოდულები, საჭირო გახდა მანაქნის რუსული შეიარაღების კომპლექსთან ადაპტაცია. VBCI–ს კორპუსმა შესაბამისი გაძლიერება მიიღო. Nexter–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ მთლიანობაში დარწმუნებულები არიან ამ პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობაში და წარმოადგინეს ახალი კოშკურით აღჭურვილი მოდრენიზირებული მანქანის მოდელი.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

ამ პროგრამაში  VBCI–ს ერთად ერთი რეალური მოწინააღმდეგეს ფინური Patria AMV წარმოადგენს. მაგრამ Nexter–მა მოახერხა და მყიდველს უფრო კონკურენტუნარიანი წინადადებით მიმართა – მათგან განსხვავებით ფინელები თავიანთი მანქანის გასაყიდად არც თუ ძალიან აქტიურობენ.
იმ შემთხვევაში თუ ემირატები ფრანგულ Nexter–თან ხელშეკრულებას გააფორმებენ, მაშინ აქედან მოგებას რუსული საწარმოებიც მიიღებენ. ამასთან არსებობს თანამშრომლობის ორი გზა – პირველი ფრანგული მხარე ყიდულობს რუსული საბრძოლო მოდულის წარმოების ლიცენზიას და ამგვარად ახორციელებს თავისი მანქანების აღჭურვას, თუმცა ამ გზას სავარაუდოდ რუსული მწარმოებლები არ დასთანხმდებიან, ხოლო მეორე გზა უკვე რუსეთში აწყობილი მოდულების გამოყენებას მოიცავს, რომელიც შემდეგში ფრანგულ მანქანებზე განთავსდება.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

წყარო:

Wednesday, February 20, 2013

ფოტომასალა IDEX-2013–იდან

წარმოგიდგენთ რამოდენიმე დღის წინ დაპირებულ ექსკლუზიურ ფოტომასალას აბუ–დაბიში მიმდინარე გამოფენა IDEX-2013-იდან. წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 59 ქვეყნის 1112 პროფილური კომპანია.

სასტუმრო Hyatt Capital Gate Abu Dhabi

M1A2S Abrams


 М1А1SA

 AM General–ის პავილიონი – სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების HMMWV–ები
  
შეჯავშნული Toyota Land Cruiser


Leopard-2HEL


ჯავშანტრანსპორტიორი БТР-4МВ, მანქანის წინ ძრავა 6ТД-3, უკანა პლანზე Т-84 Оплот-М, შუაში საბრძოლო მოდული Ингул

CMI Defence–ს საბრძოლო მოდული Cockerill CSE 90LP–ით აღჭურვილი БТР-7

სადაზვერვო მანქანა Panhard CRAB


საინჟინრო–გზამქმენდი მანქანა Leopard 2 AEBV Kodiak (Pionierpanzer 3 Kodiak)
 
 FNSS Pars 6x6

სამეთაურო–საშტაბო მანქანა Führungsfahrzeug Boxer

სამეთაურო–საშტაბო მანქანა Führungsfahrzeug Boxer–ის ბრიფინგის ადგილი

 Panhard VBL Mk2

Leclerc

 Nexter VBCI

БМПТ Терминатор


Renault Sherpa-ს ბაზაზე აწყობილი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Caesar

თურქული ROKETSAN–ისა და ემირატების Jobaria Defense Systems–ის (JDS) 122მმ–ნი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Multiple Cradle Launchers (MCLs)






Monday, February 18, 2013

მეცნიერულ–საწარმოო კორპორაცია «Уралвагонзавод»–ი გამოფენა IDEX–2013–ზე


საცეცხლე მხარდაჭერის საბრძოლო მანქანა «Терминатор»





როგორც უკვე ვიუწყებოდით მეცნიერულ–საწარმოო კორპორაცია «Уралвагонзавод»–ის სამხედრო ტექნიკა უკვე ჩაყვანილია არაბეთის გაერთიანებულ საემირატოში, სადაც მონაწილეობას ღებულობას გამოფენა IDEX–2013–ში. აბუ–დაბიში წარდგენილი იქნა ახალ ფერებში შეღებილი საცეცხლე მხარდაჭერის საბრძოლო მანქანა «Терминатор» და მოდერნიზირებული Т-90С და ასევე სხვა ტექნიკის ნამდვილი თუ სამაკეტო მოდელები, რომელთა ფოტოებიც ქვევითაა მოყვანილი:

82მმ–ნი ნაღმტყორცნები 2Б24 და 2Б25

100მმ–იან სახომალდო საარტილერიო დანადგარ А–190–ის და 57მმ–იან სახომალდო ქვემეი А-220М–ის 1:15 მაშტაბის მოდელები

მეცნიერულ–საწარმოო კორპორაცია «Уралвагонзавод»–ის შიდა და გარე პავილიონები გამოფენა IDEX–2013–ზე


ჯავშანტექნიკის მოდელები ურალვაგონმშენებელი ქარხნიდან – МТУ-90, ТОС-1А «Солнцепёк», Т-80У, БМПТ

და კიდევ ასეთი მოდელები





წყარო:
Уникальные разработки УВЗ на IDEX-2013