Thursday, February 21, 2013

საემირატოს ფრანგული VBCI + რუსული БМП-3–ის კოშკურიანი მანქანა უნდა

გამოფენა IDEX-2013–ის განმავლობაში, რომელიც აბუ–დაბიში (გაერთიანებულ არაბულ საემირატოები) მიმდინარეობს, შესაძლებელია რომ ემირატების არმიასა და ფრანგულს–რუსულ მხარებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს საემირატოს არმიის 8х8 თვლიანი ფორმულის მქონე 700 მანქანის მოთხოვნა. სწორედ ფრანგული Nexter-ის ჯავშანმანქანა VBCI–სა აქვს ამ ხელშეკრულების განაღდების ყველაზე დიდი შანსი.

VBCI გამოფენა IDEX-2013

ჯავშანტრანსპორტიორი VBCI უკვე გამოიცადა ავღანეთის, ლიბანისა და მალის საბრძოლო მოქმედებებში, სადაც მან თავი უმწიკვლოდ წარმოაჩინა როგორც დაცვის ასევე ამძრაობისა და ამტანობის მხრივ (დაკარიდან მალის ჩრდილოეთით გადასვლა სარეკორდოდ მოკლე დროში განხორციელდა). მაგრამ მიუხედავად ამისა გაერთიანებული საემირატოს არმიამ ფრანგულ მხარეს მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენა – VBCI რუსული БМП-3–ის საბრძოლო მოდულით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელმაც ასევე დადებითად წარმოაჩინა თავი საემირატოს არმიაში.

VBCI მალიში

რადგანაც БМП-3–ის კოშკურა გაცილებით მძიმეა ვიდრე ორიგინალური ფრანგული მოდულები, საჭირო გახდა მანაქნის რუსული შეიარაღების კომპლექსთან ადაპტაცია. VBCI–ს კორპუსმა შესაბამისი გაძლიერება მიიღო. Nexter–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ მთლიანობაში დარწმუნებულები არიან ამ პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობაში და წარმოადგინეს ახალი კოშკურით აღჭურვილი მოდრენიზირებული მანქანის მოდელი.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

ამ პროგრამაში  VBCI–ს ერთად ერთი რეალური მოწინააღმდეგეს ფინური Patria AMV წარმოადგენს. მაგრამ Nexter–მა მოახერხა და მყიდველს უფრო კონკურენტუნარიანი წინადადებით მიმართა – მათგან განსხვავებით ფინელები თავიანთი მანქანის გასაყიდად არც თუ ძალიან აქტიურობენ.
იმ შემთხვევაში თუ ემირატები ფრანგულ Nexter–თან ხელშეკრულებას გააფორმებენ, მაშინ აქედან მოგებას რუსული საწარმოებიც მიიღებენ. ამასთან არსებობს თანამშრომლობის ორი გზა – პირველი ფრანგული მხარე ყიდულობს რუსული საბრძოლო მოდულის წარმოების ლიცენზიას და ამგვარად ახორციელებს თავისი მანქანების აღჭურვას, თუმცა ამ გზას სავარაუდოდ რუსული მწარმოებლები არ დასთანხმდებიან, ხოლო მეორე გზა უკვე რუსეთში აწყობილი მოდულების გამოყენებას მოიცავს, რომელიც შემდეგში ფრანგულ მანქანებზე განთავსდება.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

წყარო:

No comments:

Post a Comment