The first serial Su-57 (the russian 5th generation fighter jet) left the KnAAZ and headed to the base
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label რუსული ავიაცია. Show all posts
Showing posts with label რუსული ავიაცია. Show all posts
Friday, December 25, 2020
Monday, August 17, 2020
Monday, November 26, 2018
Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია vol. 2 (ვიდეო)

ტელეარხმ "Звезда"-ს მიერ, რუსული მე-5 თაობის გამანადგურებლის, Су-57-ის შექმნისა, გამოცდებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ საკმაოდ საინტერესო ვიდეოსიუჟეტის გაგრძელება (პირველი ნაწილი ბლოგზე ორი კვირის წინ იყო განთავსებული - Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია (ვიდეო)).
ამჯერად წარმოგიდგენთ მეორე და მესამე ნაწილს და კიდევ ერთდელ გაგაფრთხილებთ - ყურებისას ფრთხილად, სიუჟეტში ბევრი სისულელე და უაზრო პროპაგანდაა, თუმცაღა ყურება ღირს, ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მოწოდებული.
Sunday, November 11, 2018
Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია (ვიდეო)
ტელეარხმა "Звезда"-მ, რუსული მე-5 თაობის გამანადგურებლის, Су-57-ის შექმნისა, გამოცდებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ საკმაოდ საინტერესო ვიდეოსიუჟეტი გადაიღო.
გაფრთხილებთ - სიუჟეტში ურაპატრიოტიზმის დონე ძაან მაღალია, ამიტომ ჯობია ხმის გარეშე უყუროთ. თუმცაღა რამოდენიმე საინტერესო მომენტიც არის (გამოცდები და მოდელირება). თვითონ ოპერატორული ნამუშევარი საკმაოდ ხარისხიანია, ბევრი საინდეტერსო დეტალის დაფიქსირებაა შესაძლებელი.
Sunday, November 4, 2018
რუსული Ту-142МЗ ამერიკული ფლაგმანის თავზე
NATO-ს მიერ, ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო სწავლების, Trident Juncture-ს მსვლელობისას, რუსულმა შორეულმა წყალქვეშანავსაწინააღმდეგო თვითმფრინავმა, Ту-142МЗ-მ, ნოირვეგიის ზღვაში სწავლების ადგილს გადაუფრინა. შემთხვევას ადგილი 2 ნოემბერს ჰქონდა, რომლის დროსაც რუსულმა თვითმფრინავმა, სარეგისტრაციო ნომრით RF-34063, საბორტე ნომრით "წითელი 56", სწავლების ფლაგმანს, აშშ-ს ფლოტის სამეთაურო ხომალდ USS Mount Whitney-ს ჩაუფრინა (ფოტოები აღნიშნული ხომალდის გემბანიდანაა გადაღებ.
თვითონ ამერიკელებმა ეს რუტინად აღიქვეს. მათი განცხადებით ამაში განსაკუთრებული არაფერია გარდა ერთი საინტერესო მომენტისა - რუსებმა ამ ინცინდენტში მოდერნიზირებული Ту-142МЗ (NATO-ს კლასიფიკაციით Bear-F Mod) ჩართეს, მანამდე NATO-ს მხოლოდ თვითმფრინავის წინა მოდელთან, Ту-142МК (NATO-ს კლასიფიკაციით Bear-F Mod. 3), ჰქონდა შეხება, კერძოდ გასულ წელს, დანიის საჰაერო ძალების F-16-ებმა, ამ ბოლოს გადაჭერა მოახდინეს.
როგორც ცნობილია, NATO-ს ეს სწავლება, ანტი რუსულ ხასიათს ატარებს და რუსეთის მხრიდან უკვე მოყვა საპასუხო კრიტიკა და ქმედებები (მათ 1-3 ნოემბრამდე მიმდებარე ტრიტორიაზე სარაკეტო სწავლებები უკვე განახორციელეს).
NATO-ს მიერ განხორციელებული მრავალეროვნული სწავლება Trident Juncture-ს შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - პირველად ცივი ომის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი პოლარული წრის იქეთ
წყარო:
Saturday, January 28, 2017
МиГ-35-ის ოფიციალური პრეზენტაცია
2017 წლის 27 იანვარს, მოსკოვთან მდებარე ლუხოვიცში არსებულ РСК "МиГ"-ის საწარმოო კომპლექსში განხორციელდა ცნობილი გამანადგურებლის, МиГ-29-ის უახლესი მოდიფიკაციის, МиГ-35-ის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დროს საამქროში აწყობის სხვადასხვა სტადიაში მყოფი სამი ცალი МиГ-35-ის კორპუსიც იქნა გამოფენილი.
როგორც თვითონ მწარმოებელი კომპანია იუწყება - გამანადგურებლის საფრენოსნო გამოცდები უკვე დაწყებულია.
წყარო:
აწყობის სხვადასხვა სტადიაში მყოფი სამი ბორტი
საფრენოსნსო ჩვენება
МиГ-35 презентовали сегодня в Луховицах
Презентация МиГ-35
Wednesday, May 25, 2016
სირიაში რუსული ავიატექნიკის დიდი დანაკარგები
დამოუკიდებელი სადაზვერვო კომპანია Stratfor ავრცელებს სირიაში რუსული ავიაბაზა T4-ის თანამგზავრულ ფოტოებს. მათი ცნობით ქალაქ ჰოლმსთან ახლოს განთავსებული მეწინავე რუსული ავიაბაზა, ზალპური ცეცხლის სისტემით იქნა დამუშავებული, რის შედეგადაც 4 რუსული ვერტმფრენი (Ми-35 ან Ми-24П) და ორ ათეულამდე დამხმარე ტექნიკა იქნა განადგურებული, ასევე საუბარია ბევრ დაჭრილზე და დაღუპილზე.
წყარო:
რუსეთის ოფიციალური მხარე ამ თავდასხმასა და დანაკარგებს არ ადასტურებს.
წყარო:
რუსების განცხადებით ვერტმფრენები ხანძრის შედეგად განადგურდნენ, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია:
წყარო:
Saturday, April 9, 2016
რუსული ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52 სირიაში, ავიაბაზა შაირათზე
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია სირიაში მდებარე რუსული ავიაბაზა "შაირათი" (მდებარეობს ქალაქ ჰოლმსიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 38 კილომეტრში). ვიდეოში ჩანს რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილი მოიერიშე ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52.
ასევე ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში ჯერემი ბინნიეს (Jeremy Binnie) სტატიაში, სახელწოდებით "Russia forward deploys new attack helicopters in Syria", გამოქვეყნებულია შაირათის აეროდრომის სპუტნიკური ფოტოსურათი, რომლის თანახმადაც ავიაბაზაზე ოთხი ცალი Ка-52, სამი Ми-28Н, ოთხი Ми-24/35 და ერთი Ми-8 არის განთავსებული.
წყარო:
Tuesday, April 5, 2016
მართვადი რაკეტებით აღჭურვილი Ка-52 სირიაში
ტსმრ "Вихрь" საექსპულატაციო პრობლემების გამო უახლეს რუსულ მოიერიშე ვერტმფრენ Ка-52-ზე საბოლოოდ მაინც ვერ მიეწერა. ვერტმფრენი უკვე მერამდენე წელია მართვადი შეიარაღების გარეშე დაფრინავდა. თუმცაღა გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე, სირიაში, ჰეიმში, რუსული ვერტმფრენი Ка-52 მართვადი რაკეტებითაა აღჭურვილი, კადრში ძნელია ზუსტად გარჩევა, მაგრამ სავარაუდოდ საკიდებზე ოთხი ცალი (ორ ორი თითო ფრთაზე) ტსმრ Штурм-ВУ არი ჩამოკიდებული.
Ка-52-ის სირიაში საბრძოლო გამოყენების ვიდეოსიუჟეტი
Saturday, March 26, 2016
რუსეთის მონაწილეობაზე სირიის კონფლიქტში - ცოტაოდენი ციფრები
2015 წლის 30 სექტემბერს, სირიაში რუსული სამხედრო ოპერაცის დასაწყისისთვის, ჰმეიმის ავიაბაზაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 32 თვითმფრინავისგან შემდგარი დაჯგუფება იმყოფებოდა - ოთხი Су-30СМ, ოთხი Су-34, თორმეტი Су-24М და თორმეტი Су-25СМ. 2015 წლის 6 დეკემბერს სირიაში დამატებით ოთხი Су-34 გადაისროლეს, ოთხი Су-35С ჰმეიმში 2016 წლის 30 იანვარს ჩაფრინდა. თურქების მიერ ჩამოგდებული Су-24М-ის ჩასანაცვლებლად 2015 წლის დეკემბერში და დამატებით ოთხი Су-24М 2016 წლის 27 თებერვალს მიავლინეს რუსეთიდან.
20 მარტის მდგომარეობით, ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში გამოქვეყნებული Jeremy Binnie-ს სტატია "Analysis: Russian air group in Syria remains a powerful force"-ს თანახმად, სირიაში, ავიაბაზა ჰმეიმში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შემდეგი ავიაპარკი ბაზირდებოდა - 12 საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, 4 საფრონტო ბომბდამშენი Су-34, სამი გამანადგურებელი Су-30СМ და სამი გამანადგურებელი Су-35С (არაა გამორიცხული რომ თანამგზავრული ფოტოგადაღების მომენტში თითო გამანადგურებელი ორივე ტიპიდან და ერთი Су-24М საბრძოლო გაფრენაზე იმყოფებოდა). ასევე ჰმეიმში დათვლილი იქნა 14 ცალი რუსული ვერტმფრენი, მათ შორის ორი Ми-28Н და ორი Ка-52.
ამგვარად 15-დან 20 მარტის ჩათვლით, ჰმეიმიდან რუსეთში გადაფრინდა სამი Су-24М, ოთხი Су-34, 12 მოიერიშე Су-25СМ/УБ და ოთხი ვერტმფრენი Ми-35М. სანაცვლოდ ჰმეიმში ორი Ми-28Н და ორი Ка-52 იქნა მივლინებული.
ჰმეიმის ავიაბაზის თანამგზავრულ ფოტოსურათზე ასევე ჩანს უპილოტო საფრენი აპარატ "Форпост"-ების (IAI Searcher Mk 2) ბაზირებაც. Jane's თანახმად უპილოტოები ჰმეიმზე 2016 წლის 15 იანვარს დაფიქსირდა.
დღემდე სირიის კონფლიკტში 10 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა, ამის შესახებ ირიბად, რუსეთის სამთავრობო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი მოწმობს, რომელში გამოცხადებულია ტენდერი 10 300 მედალი "სირიის სამხედრო ოპერაციის მონაწილის" შესყიდვის შესახებ.
Thursday, March 17, 2016
Ми-28Н და Ка-52 სირიაში
ინტერნეტში გავრცელებული ვიედომასალების თანახმად, მოიუხედავად იმისა რომ 14 მარტიდან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები და საარმიო ავიაცია ტოვებენ სირიას, რუსეთი ქვეყანაში ახალი ტექნიკის გადასროლას მაინც აგრძელებს.
ბოლო რამდენიმე დღეში, ლატაკიაში მდებარე ხმეიმის ავიაბაზაზე, რუსულმა სატრანსპორტო Ан-124-მა, რამდენიმე ცალი რუსეთის არმიის შემადგენლობაში მყოფი Ми-28Н და Ка-52 გადაისროლა. ამ ტიპის ვერტმფრენების სირიაში პირველად გამოჩნდა.
Ка-52 სირიაში
ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ჩანს Ка-52
Ми-28Н სირიაში
ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ჩანს Ми-28Н
Saturday, November 21, 2015
რუსეთის განაცხადი გლობალურ სამხედრო ოპერაციებზე
მოკლედ რუსეთმა ტაქტიკური ავიაციის გარდა სირიაში მასიურად ჩართო სტრატეგიული ავიაცია და საზღვაო ბაზირების სარაკეტო შეიარაღება - მთლიანობაში სტრატეგიული და ოპერტიულ-ტაქტიკური ავიაციის საჰაერო ოპერაციის განმავლობაში განხორციელდა 522 თვითმფრინავ-გაფრენა, საჰაერო და საზღვაო ბაზირების 101 ფრთოსანი რაკეტის გაშვება, ჩამოგდებულია სხვადასხვა დანიშნულების 1400 ტონა ავიაბომბა. სულ განადგურებულია მოწინააღმდეგის 826 ობიექტი.
წყარო:
Министр обороны России доложил Верховному Главнокомандующему о результатах проведения воздушной операции в Сирии
წყარო:
Министр обороны России доложил Верховному Главнокомандующему о результатах проведения воздушной операции в Сирии
რუსეთის სტრატეგიული ავიაცია - Ту-95МС და Ту-160 და ოპერატიული (შორეული) ბომბდამშენი Ту-22М3 სირიაში ანტისამთავრობო ძალების წინააღმდეგ.
როგორც ვიდეოში ჩანს რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს ირანის საჰაერო სივრცეში გაცილებას ირანული გამანადგურებლები - F-4 და F-14A უკეთებს
Ту-160-ები ფრთოსანი რაკეტების გაშვებას ახორციელებენ ირანის საჰაერო სივრციდან
ვიდეოში ჩანს სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები X-101
Ту-95МС ახორციელებს ფრთოსანი რაკეტების, Х-555-ების გაშვებას ირანის საჰაერო სივრციდან
ხმელთაშუა ზღვა - Су-30СМ-ები ახორციელებენ Ту-160-ების გაცილებას ფრთოსანი რაკეტების გაშვების დროს (სავარაუდოდ X-555)
Ту-22М3 სირიის ციდან ახორციელებს ანტისამთავრობო ძალების პოზიციების ОФАБ-250-270-ების გამოყენებით ხალიჩისებურ დაბომბვას
კასპიის ზღვა, რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის ხომალდები ფრთოსანი რაკეტებით, Калибр-НК-ებით ახორციელებენ ზალპურ ცეცხლს სირიაში სამიზნეების წინააღმდეგ
P.S. ქვემოთა ფოტოზე როგორც ამბობენ გამოსახულია სირიაში რუსულ ბაზაზე Су-30СМ-ზე დაკიდებული ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა РВВ-МД
Subscribe to:
Posts (Atom)




















































