NATO-ს მიერ, ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო სწავლების, Trident Juncture-ს მსვლელობისას, რუსულმა შორეულმა წყალქვეშანავსაწინააღმდეგო თვითმფრინავმა, Ту-142МЗ-მ, ნოირვეგიის ზღვაში სწავლების ადგილს გადაუფრინა. შემთხვევას ადგილი 2 ნოემბერს ჰქონდა, რომლის დროსაც რუსულმა თვითმფრინავმა, სარეგისტრაციო ნომრით RF-34063, საბორტე ნომრით "წითელი 56", სწავლების ფლაგმანს, აშშ-ს ფლოტის სამეთაურო ხომალდ USS Mount Whitney-ს ჩაუფრინა (ფოტოები აღნიშნული ხომალდის გემბანიდანაა გადაღებ.
თვითონ ამერიკელებმა ეს რუტინად აღიქვეს. მათი განცხადებით ამაში განსაკუთრებული არაფერია გარდა ერთი საინტერესო მომენტისა - რუსებმა ამ ინცინდენტში მოდერნიზირებული Ту-142МЗ (NATO-ს კლასიფიკაციით Bear-F Mod) ჩართეს, მანამდე NATO-ს მხოლოდ თვითმფრინავის წინა მოდელთან, Ту-142МК (NATO-ს კლასიფიკაციით Bear-F Mod. 3), ჰქონდა შეხება, კერძოდ გასულ წელს, დანიის საჰაერო ძალების F-16-ებმა, ამ ბოლოს გადაჭერა მოახდინეს.
როგორც ცნობილია, NATO-ს ეს სწავლება, ანტი რუსულ ხასიათს ატარებს და რუსეთის მხრიდან უკვე მოყვა საპასუხო კრიტიკა და ქმედებები (მათ 1-3 ნოემბრამდე მიმდებარე ტრიტორიაზე სარაკეტო სწავლებები უკვე განახორციელეს).
NATO-ს მიერ განხორციელებული მრავალეროვნული სწავლება Trident Juncture-ს შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - პირველად ცივი ომის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი პოლარული წრის იქეთ
წყარო:
No comments:
Post a Comment