Monday, September 14, 2015

პლატფორმა "Армата"

ტელერახ "ვარსკვლავის" (ЗВЕЗДА) ეთერში გავიდა გადაცემა "სამხედრო მიღების" (Военная приемка) ახალი ეპიზოდი, რომელშიც პერსპექტიულ რუსულ მძიმე მუხლუხოვან პლატფორმა "Армата" მიმოხილიეს, გადაცემა ძირითადად ტანკ Т–14 მიეძღვნა, თუმცა ასევე გააშუქეს "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი მქსმ Т–15 და შსსმ Т–16.

გადაცემაში რაიმე კონკრეტული მონაცემები არ დასახელებულა, სამაგიეროდ აჩვენეს შიგნიდან როგორც ტანკი Т–14 ასევე მქსმ Т–15, ასევე ნაჩვენები იქნა შსსმ Т–16–ის მუშაობაც – ამწეკრანის მეშვეობით მანქანამ ძრავა ასწია. თვითონ შსსმ Т–16 დიბანიჯური დაცვითა და ანიტკუმულაციური ეკრანებითაა აღჭურვილი.

ტანკის კაბინა საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება, მასში ასევე საკმაოხალვათობაა, როგორც ჩანს რუსმა კონსტრუქტორებმა ეკიპაჟის ერგონომიკაზეც დაიწყეს ფიქრი. მძღოლ მექანიკოსი ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში მართავს ტანკს, ტანკის სამართავად რუსულ ტანკებზე ასე შეჩვეული ბერკეტების ნაცვლად საჭე გამოიყენება (მძღოლ–მექანიკოსის განლაგება და მართვის ორგანოები ამერიკულ ტანკ Abrams–ში ანალოგიურადაა)

Х–ებური ძრავა 12Н360 რობოტიზირებულ სიჩქარეთა კოლოფთან მონობლოკშია გაერთიანებული. სიჩქარეთა კოლოფს სულ 8 სიჩარე აქვს, რევერსის დახმარებით ტანკის უკუსვლის სიჩქარე წინ სვლის ანალოგიურია. 

მქსმ Т–15 საკმაოდ დიდი სადესანტო განყოფილება აქვს, დესანტის ჩასხდომა–გადმოსხდომა ორ დინებადაა შესაძლებელი. დესანტის რაოდენობა 8 კაცია, პლიუს 3 კაცი ეკიპაჟი. დესანტისთვის საკმაოდ უბრალო, ბრეზენტის სავარძლებია.

შსსმ Т–16–ის შესახებ საინტერესო ფაქტიც გახმოვანდა – მანქანის ევაკუაცია ბრძოლის ველიდან ეკიპაჟს გარეთ გამოუსვლელად შეუძლია.







No comments:

Post a Comment