რუსეთში, ამა წლის 21 აგვისტოს, კუბინკას ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-პატრიოტულ პარკ "პატრიოტში", დაგეგმილი სამხედრო-ტექნიკური ფორუმის "Армия-2018"-ის გახსნისთვის, კორპორაცია "Уралвагонзавод"-ი, Армата-ს მრავალფუნქციურ მუხლუხებიან ბაზაზე შექმნილი მძმე საბრძოლო მანქანის, Т-15 ("Объект 149")-ის , ახალ ვარიანტს წარადგენს. მანქანა ამჯერად "ЦНИИ "Буревестник"-ის მიერ შექმნილი, 57 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი და დისტანციურად მართვადი, საბრძოლო მოდულითაა შეიარაღებული. მოდულზე ქვემეხის გარდა ასევე ინტეგრირებულია 9М120 "Атака"-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.
ფოტოებზე მანქანა საბორტე დინამიკური დაცვის კონტეინერების გარეშეა, მისი შეფუთვა მოყვანის შემდეგ განხორციელდა
ტელერახ "ვარსკვლავის" (ЗВЕЗДА) ეთერში გავიდა გადაცემა "სამხედრო მიღების" (Военная приемка) ახალი ეპიზოდი, რომელშიც პერსპექტიულ რუსულ მძიმე მუხლუხოვან პლატფორმა "Армата" მიმოხილიეს, გადაცემა ძირითადად ტანკ Т–14 მიეძღვნა, თუმცა ასევე გააშუქეს "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი მქსმ Т–15 და შსსმ Т–16.
გადაცემაში რაიმე კონკრეტული მონაცემები არ დასახელებულა, სამაგიეროდ აჩვენეს შიგნიდან როგორც ტანკი Т–14 ასევე მქსმ Т–15, ასევე ნაჩვენები იქნა შსსმ Т–16–ის მუშაობაც – ამწეკრანის მეშვეობით მანქანამ ძრავა ასწია. თვითონ შსსმ Т–16 დიბანიჯური დაცვითა და ანიტკუმულაციური ეკრანებითაა აღჭურვილი.
ტანკის კაბინა საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება, მასში ასევე საკმაოხალვათობაა, როგორც ჩანს რუსმა კონსტრუქტორებმა ეკიპაჟის ერგონომიკაზეც დაიწყეს ფიქრი. მძღოლ მექანიკოსი ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში მართავს ტანკს, ტანკის სამართავად რუსულ ტანკებზე ასე შეჩვეული ბერკეტების ნაცვლად საჭე გამოიყენება (მძღოლ–მექანიკოსის განლაგება და მართვის ორგანოები ამერიკულ ტანკ Abrams–ში ანალოგიურადაა)
Х–ებური ძრავა 12Н360 რობოტიზირებულ სიჩქარეთა კოლოფთან მონობლოკშია გაერთიანებული. სიჩქარეთა კოლოფს სულ 8 სიჩარე აქვს, რევერსის დახმარებით ტანკის უკუსვლის სიჩქარე წინ სვლის ანალოგიურია.
მქსმ Т–15 საკმაოდ დიდი სადესანტო განყოფილება აქვს, დესანტის ჩასხდომა–გადმოსხდომა ორ დინებადაა შესაძლებელი. დესანტის რაოდენობა 8 კაცია, პლიუს 3 კაცი ეკიპაჟი. დესანტისთვის საკმაოდ უბრალო, ბრეზენტის სავარძლებია.
შსსმ Т–16–ის შესახებ საინტერესო ფაქტიც გახმოვანდა – მანქანის ევაკუაცია ბრძოლის ველიდან ეკიპაჟს გარეთ გამოუსვლელად შეუძლია.