Showing posts with label გამჭვირვალე ჯავშანი. Show all posts
Showing posts with label გამჭვირვალე ჯავშანი. Show all posts

Saturday, October 17, 2020

Elbit Systems introduced the Iron Vision transparent armour system on the M2A2 Bradley IFV

Elbit Systems introduced the cutting edge Iron Vision transparent armour system in the AUSA-2020. The system is installed on US Army M2A2 Bradley IFV.



IronVision™ is the near eye display system for ground combat vehicles, providing situational awareness for crews inside armored vehicles. This low-latency technology allows soldiers to see through the armor of vehicles smoothly, and fight with closed hatches. IronVision provides 360-degree situational awareness that increases survivability and effectiveness of the vehicle. IronVision™ also allows integration with fire control system of the vehicle, which significantly increases vehicle lethality.

The system previously was demonstrated on the Elbit Systems innovative Armored Fighting Vehicle (AFV), as part of the CARMEL Future Combat Vehicle project of the Israeli Ministry of Defense.

Sunday, September 20, 2015

BAE Systems BattleView–360–ის დებიუტი DSEi–2015–ზე

BAE Systems იყენებს საბრძოლო თვითმფრინავების მეწინავე ტექნოლოგიებს, რათა შექმნას ინფორმირების სიტუაციური სისტემა (Situational Awareness Aystem), რომელიც ჯავშანმანქანების ეკიპაჟის წევრებს საშუალებას მისცემს რეალურ დროში დაინახონ თავიანთი "მანქანების ჯავშნის იქეთ", რაც მეთაურებს ბრძოლის ველის შესახებ სრულ წარმოდგენას შეუქმნის.
სისტემას ეწოდება BattleView 360 და მისი ჩვენება ქსმ CV-90-ის შემადგენლობაში გასულ კვირას, ლონდონში მიმდინარე თავდაცვითი და საბრძოლო ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა DSEi-2015–ზე მოხდა. კომპლექსი BattleView 360 საკმაოდ მოქნილია და ისეა აწყობილი რომ შესაძლებელია მისი ინტეგრირება რამდენიმე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაში, სისტემაში და რადიომიმღებში.

თავისი არსით BattleView 360 წარმოადგენს ციფრული კარტოგრაფირების სისტემას, რომელიც ორ ან სამ განზომილებიან რეჟიმში აგროვებს, გამოსახავს და აკვირდება გარე სიტუაციის ინტერესის ობიექტებს. ეს საშუალებას აძლევს მანქანის მეთაურს მიიღოს უფრო სწრაფი და საფუძვლიანი გადაწყვეტილებები და ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან გაცვალოს ინფორმაცია გეგმებისა და ინსტრუქციების შესახებ. გამოტანილი გამოსახულება ეკიპაჟს საშუალებას აძლევს გაარჩიოს მეგობრული და მტრული ძალები და დაგეგმოს მტრისგან დაფარული უსაფრთხო მარშუტები.
როგორც აშშ–ში BAE Systems, Inc.–ის შვილობილი კომპანიის, BAE Systems Hägglunds–ის ტექნოლოგიურმა მენეჯერმა, პედერ შიოლუნდმა (Peder Sjölund) განაცხადა – "ხმაურიან და შეზღუდული მხედველობის მქონე მანქანაში მყოფი ეკიპაჟისთვის ყოველთვის პრობლემა იყო გაეგო რა ხდებოდა ჯავშანმანქანის გარეთ". მისივე თქმით "სისტემა BattleView 360 ეყრდნობა BAE Systems–ის სიტუაციური ინფორმირებისა და საინფორმაციო ინტეგრირების გაუმჯობესებიშ მრავალწლიან გამოცდილებას, რის შედეგადაც დატვირთვა ეკიპაჟზე მცირდება, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება და იმოქმედონ უფრო სწრაფად და ეფექტურად, რის შედეგადაც ბრძოლის ველზე იზრდება ეფექტურობა და უსაფრთხოება".


თავზე დასამაგრებელი სისტემა სინქრონიზირებულია სატრანსპორტო საშუალების კამერებთან, რათა მოახდინოს "გამჭვირვალე ჯავშნის" შესაძლებლობები ვიზუალურ და ინფრაწითელ სპექტრში. მისი გამოყენება ასევე შეუძლია ქვეით მებრძოლს, რათა გადასცეს ინფორმაცია უკან მანქანაზე. სრულ საბრძოლო გარემოს პირობებში შესაძლებელია მოხდეს დისფლეის ინტეგრირება სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან და თვით უპილოტო საფრენ აპარატებთანაც კი. BattleView 360 მოიხმარს სენსორულ ეკრანს, რომელიცთავლიც თავის წინ, ქვემოთაა განთავსებული, რათა მეთაურმა სწრაფად შეაფასოს ინფორმაცია და მიიღოს მიზანჩვენების ან სხვა ამოცანის შესახებ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება. ეს ასევე საშუალებას აძლევს მეთაურს ნახოს ეკიპაჟის სხვა წევრების ჩვენებები, მაგალითად მემიზნე ოპერატორის დისფლეის გამოსახულება.
BAE Systems აბალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს დიდი ბრიტანეთის საბრძოლო მანქანებში ინტეგრირებისთვის. ორივე ქვეყნის, შვედეთისა და ბრიტანეთის სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიების ინტეგრირება შესაძლებელია სხვა არსებულ ან მომავლი პლატფორმებზე.

თავის წინ განლაგებული BattleView 360–ს შემდეგი ფუნქციები გააჩნია:
  • ლურჯი ძალების პოზიციების გამოსახვა (ეგრეთწოდებული Blue Force Tracking)
  • მარშრუტის დაგეგმვა
  • უპილოტო საფრენი აპარატის მარშრუტის დაგეგმვა.
  • მარშუტის მდგომარეობის მონიტორინგი
  • ველის ესკიზების ჩვენება
  • სქემატური გამოსახულების ჩვენება
  • მკვდარი ზონის ჩვენება
  • წითელი ზონის ჩვენება (ტერიტორია რომელსაც აკონტროლებს ან აკვირდება მოწინააღმდეგე)
  • საკუთარი ძალებისთვის საუკეთესო მარშრუტი
  • მტრის ძალებისთვის საუკეტესო მარშრუტი
  • გაურკვეველი მდგომარეობის ტერიოტრიის ჩვენება