გერმანულმა Rheinmetall-მა, 21-დან 24 იანვრის ჩათვლით მიდმინარე საერთაშორისო გამოფენა "International Armor and Vechicle-2019-ზე ბრიტანეთის არმიის კონკურსისთვის შექმნილი Challenger-2-ის მოდერნიზაცია წარადგინა. ტანკი ფრანგული კომპანია Thales Defence-ს პანორამული სამიზნით (იგივე სამიზნე აყენია ახალ ბრიტანულ ქსმ AJAX-ზე) და გერმანული 120 მილიმეტრიანი ქვემეხით, L-55A1-ითაა აღჭურვილი. ქვემეხი L55A1-ის შექმნაზე Rheinmetall მუშაობს და ის წარმოადგენს Leopard 2A6/А7 დაყენებული ქვემეხის, L55-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს. L55A1-ს ლულის არხში დასაშები წნევის გაზრდილი ზღვარი უნდა ჰქონდეს (წინამორბედი L55-ის 670 Pa-სთან შედარებით გაზრდილია 700 Pa-მდე), ასევე გაზრდილია ლულის სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაუმჯობესებულია ეჟექტორი და უკუგორვის საწინააღმდეგო მოწყობილობა და სავარაუდოდ 20% უნდა გაიზარდოს ახალი ჭურვების ჯავშანგამტანობაც.
ტანკის კოშკურა და შიდა გათანწყობა წესით სრულიად გადაკეთდა. როგორც ცნობილია ის სრულებით ახალია, მასში ახალი მარკი ჯავშან ფოლადია გამოყენებული, რაც მის წონას ამცირებს და მასზე აქტიური დაცვის დაყენების საშუალებას იძლევა.
ტანკის კოშკურა და შიდა გათანწყობა წესით სრულიად გადაკეთდა. როგორც ცნობილია ის სრულებით ახალია, მასში ახალი მარკი ჯავშან ფოლადია გამოყენებული, რაც მის წონას ამცირებს და მასზე აქტიური დაცვის დაყენების საშუალებას იძლევა.
P.S. გერმანელების მიერ ამ ტანკის გამოგორებასთანაა ალბათ დაკავშირებული ის ფაქტიც, რომ გერმანულმა Rheinmetall-მა ბრიტანული BAE Systems-ისგან, ბრიტანეთში ტანკმშენებლობის სექტორის 55% პროცენტი შეიძნა, BAE Systems-მა თავის მხრივ 45% დაიტოვა.
No comments:
Post a Comment