როგორც იუწყება ინტერნეტში ერთ–ერთი თემატური ფორუმის მომხმარებელი ივლისში ХКБМ–ის ბრიგადამ მოინახულა ქუვეითი БТР-4В–სთან ერთად. სადემონსტრაციო ჩვენებები მიმდინარეობდა დღე +55 ხოლო ღამე +40 გრადუს ტემპერატურაზე. ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსი +80 გრადუსამდე ცხელდებოდა. მანქანის შიგნით ტემპერატურა +60 გრადუსზე ადიოდა, რაც ართულებდა კონდიციონერის მუშაობას. მომხმარებელი აღნიშნავს რომ ოპერატორის, მეთაურის და მძღოლ–მექანიკოსის სავარძლები, რომლებიც ტყავის შემცვლელით იყო დაფარული კინაღამ დადნა. სამაგიეროდ ბრეზენტის თასმებისგან გაკეთებულმა დესანტის სავარძლებმა გამოიჩინეს თავი დადებითად. სავალი ჩვენებები მანქანამ ხუთიანზე ჩაატარა – არცერთხელ არ გადახურდა, დადიოდა 80კმ/სთ სიჩქარით. წინაღობათა ზოლი და ბარხანები დაძლია შენიშვნების გარეშე. ასევე ტარების საშუალება მისცეს ქუვეითელებსაც. სროლის პროგრამა შეასრულეს, ჩაეტივნენ უკრაინულ ნორმატივებში (სიზუსტე 0,3). შეფერხებები არ გამოვლენილა.
პარალელურად ქუვეითელები ათვალიერებდნენ VBCI (Nexter). ის უკრაინულ მანქანასთან შედარებით მძიმე და მძლავრია, გააჩნია ჰიდროპნევმატური საკიდარი და სითბოვიზორიანი საბრძოლო მოდული. სავალი ჩვენება ფრანგულმა მანქანამ ოთხიანზე ჩაატარა – ქვიშაში ჩაიმარხა, 2მ. სიგანის თხრილში გაიჭედა, მაგრამ საკიდრებზე "ცეკვით" მოახერხა ამოსვლა (БТР-4–მა უბრალოდ ჩქარი სვლით გადაუფრინა ზემოდან). სროლაში მიუხედავად იმისა რომ სიზუსტე უკეთესი ჰქონდა (0,9), ფრანგების სითბოვიზორი გადაიწვა.
ქუვეითელების აზრით, ფრანგული მანქანა უფრო კაპრიზულია ვიდრე БТР-4В, ელექტრონიკა ადეკვატურად არ მუშაობს, მიკროკლიმატი მანქანაში ისეთივეა როგორიც უკრაინულ БТР-4–ში. ამასთან აღსანიშნავია რომ ფრანგებს თავისი ჯავშანტრანსპორტიორი უკვე მესამედ გაჰყავდათ სადემონსტრაციოდ. უკრაინულ დელეგაციას შთაბეჭდილება დარჩა რომ ქუვეითს მათი მანქანა უფრო მოეწონათ. მაგრამ ეს ჯერ ტენდერი არაა, უბრალოდ წინასატენდერო შერჩევაა.
წყარო:
No comments:
Post a Comment