თურქეთის პარლამენტის პროქურთული, "მშვიდობის და დემოკრატიის" პარტიის თავმჯდომარემ, სელახადინ დემირიცამ შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა – თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთი რეგიონი, საზღვრიდან 400 კილომეტრის სიღმეში PKK–ას კონტროლის ქვეშაა.მისივე განცხადებით თურქული არმია ალყაში მოქცეულ ნაწილებს მხოლოდ ჰაერის საშუალებით უკავშირდება და ახორციელებს მათ მომარაგებას. სახმელეთო მიმოსვლის გზები სრუიალდ ქურთი პარტიზანების კონტროლის ქვეშაა.
"PKK აკონტროლებს თურქეთის ტერიტორიას ქალაქ შემდინლიდან ჩუკურძას რაიონამდე 300–400 კილომეტრის რადიუსში. არმია ალყაში მოქცეული ნაწილების მხოლოდ ჰაერიდან მომარაგებას ახერხებს" – აცხადებს პარტიის ლიდერი და ეს თურქეთის არმიისთვის სასირცხვილო სიტუაციაა, რადგანაც მან დაკარგა სახელმწიფო ტერიტორია პარტიზანებთან ბრძოლაში, რომლებიც მათადმი დადებითად განწყობილი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე იბრძვის და შეიარაღებას სირიიდან იღებს.
განსაცვიფრებელია ისაა რომ ეს განცხადება სრულიად ოფიციალურად გაკეთდა თურქეთის პარლამენტში, დემირიცა ასევე ამტკიცებს რომ – "თურქული არმია არანაირ სამხედრო ოპერაციებს არ ატარებს, როგორც ამას ოფიციალურად აცხადებენ. ქალაქ ხაკარის მერის განცხადებით ოპერაციები დასრულდა რადგანაც არც კი დაწყებულა. ის რომ თურქეთის არმიას არ შეუძლია PKK–ას მებრძოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ქალაქ შემდინილში გამართული ბრძოლების დროს გამოჩნდა, როდესაც ყველა ოპერაცია, 40 დღის განმავლობაში წარუმატებლად დასრულდა და ეს ქალაქი დღესაც ბრძოლების ეპიცენტრია".
იმის გათვალისწინებიტ რომ პარტია პროქურთულია – შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ განცხადება გადაჭარბებულია და ქურთები სრულებით ვერ აკონტროლებენ აღნიშნულ ტერიტორიას, მაგრამ ისიც ფაქტია რომ საჰაერო მხარდაჭერის მიუხედავად ტერიტორიას ვერც თურქული არმია აკონტროლებს და ეს დღევანდელი თურქეთის არმიის მდგომარეობას საკმაოდ რეალურად ასახავს.
ეს მდგომარეობა მეტწილად არმიაში გატარებული მასიური რეპრესიების ბრალია. ქემალისტების შეთქმულების გახსნას და მათი წევრი ოფიცრების მასიურ დაჭერების შედეგად არმია ეფექტური გენერალიტეტის გარეშე დარჩა. ამაზე უარესი მდგომარეობაა თურქეთის საზღვაო ძალებში – სადაც რეპრესიები უფრო ფართომაშტაბური იყო. ამ ყველაფრის ფონზე ქურთი მებრძოლები არ განიცდიან ტყვიაწამლის და შეიარარების ნაკლებობას – მათ მასიურად სირიის მთავრობა ამარაგებს და ეს ყველაფერი აშკარად უზრუნველყოფს ქურთი პარტიზანების წარმატებას.
No comments:
Post a Comment