2012 წლის 27 აგვისტოს ნიუ–დელიში ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ჭურვების მწარმოებელმა ქარხანა OFB–მ (Ordnance Factory Board) ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU – Memorandum of Understanding) ОАО «Рособоронэ́кспорт»–თან და ОАО «НПО «СПЛАВ»–თან ერთობლივი საწარმოოს შექმნის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად ინდური საწარმოო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტების 5 ვერსიას ააწყობს, რომლებიც ინდოეთის არმიის შეიარაღებაში არსებული 42 ერთეული "Смерч-М"–ისთვის იქნება განკუთვნილი.
ინდური არმიის "Смерч-М"
ინდური მხარე OFB–ეს საწარმოო ბაზაზე განახორციელებს რაკეტების საბოლოო აწყობას. ამფეთქი მექანიზმებს და სუბჭურევებს ინდური მხარე რუსეთიდან მზა მდგომარეობაში მიიღებს, ხოლო რაკეტების დანარჩენი კომპონენტები ადგილზე იქნება გამოშვებული.
რუსეთ–ინდური მხარის მიერ დადებული ხელშეკრულების თანახმად შემდეგი სახის რაკეტების იქნება წარმოებული ინდოეთში:
დაწვრილებითი ინფორმაცია ჭურვების შესახებ:
ინდოელი სპეციალისტების აზრით ეს ხელშეკრულება ინდოეთის სამხედრო საწარმოო კომპლექსს "Смерч-М"–ის რაკეტებბის წარმოებაში რუსეთზე დამოკიდებულს ხდის და ინდოეთში ტექნოლოგიების გადაზიდვას არ უწყობს ხელს. მათი აზრით ეს ფული უნდა დაიხარჯოს რუსული "Смерч-М"–ის შემცვლელის შექმნაზე და კვლევებზე, რომლის სროლის მანძილიც 120 კილომეტრი იქნება ან მიმდინარე პროექტ ARDE–ზე, რომელიც ითვალისწინებს 60 კილომეტრი სროლის მანძილის მქონე Pinaka Mk–2 რაკეტების შექმნას (Pinaka Mk–1–ის სროლის მანძილი 37,5 კილომეტრია).
214მმ–ნი Pinaka
წყარო:
No comments:
Post a Comment