გეოსტრატეგიული ცვლილებები ხდება გიბრალატრაიდან დაწყებული ინდოეთოს ოკეანემდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე – ეგვიპტეს პრეზიდენტი მუხამედ მორსი 29 აგვისტოს თეგერანში ჩავიდა. 1979 წლის ისლამისტური რევოლუციის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი პირველად ეწვია ირანს.
არ შეგვიძლია დარწმუნებით ვისაუბროთ ეგვიპტე–ირანის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მაგრამ "არაბული გაზაფხული"–დან წარმოქმნილმა ეგვიპტეს პრეზიდენტმა უკვე სერიოზული თავის ტკივილი გაუჩინა ვაშინგტონს, ხოლო თელ ავივი მხოლოდ თავს აკატუნებს და აშშ–ს მხოლოდ ამას უმეორებს: "ხომ გაფრთხილებდით."
ოფიციალური განცხადება აშშ–ს და ისრაელს ამის თაობაზე ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ კულისებიდან უკვე გაჟონა ინფორმაციამ რომ ორივე ქვეყანა სერიოზულ პროტესტს გამოთქვამს ეგვიპტეს ამ ქმედების გამო. და ეგვიპტის პრეზიდენტის ეს ვიზიტი ეგვიპტის მიერ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევიდან და სინას ნახევარკუნძულზე ჯავშანსატანკო ნაწილების შეყვანიდან სულ რამდენიმე დღეში განხორციელდა (ამის თაობაზე უკვე ვწერდით: ეგვიპტემ ისრაელთან, 1976 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია ).
ირანის სახელმწიფო ტელეარხმა პრეზიდენტ მორსის ირანის დედაქალაქში, აეროპორტ მეხრამბადში, ჩასვლის კადრების პირდაპირი ჩვენება განახორციელა. ეგვიპტის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს "თანასწორუფლებიანთა" მოძრაობის მონაწილე ქვეყნების სამიტში. ამ სამიტზე მონაწილეობის მისარებად ასევე ჩასულია გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მონი – ამგვარად ეს სამიტი უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს და აშკარაა ირანის პოლიტიკური წარმატება მსოფლიო სათამაშო მაგიდაზე.
რადგანაც სულ სხვაა დაბომბო მსოფლიოსგან იზოლირებული ქვეყანა და სხვაა როდესაც მას მოკავშირეები ჰყავს და საკმაოდ სერიოზული მოკავშირეები – ისეთი როგორიცაა მაგალითად ეგვიპტე, რომელიც სამიტზე მონაწილეობას ღებულობს.
ასევე ამ სამიტზე მოხდება "თანასწორუფლებიანთა" მოძრაობის პრეზიდენტობის გადაცემა – ეგვიპტის პრეზიდენტი მორსი ამ თანამდებობას ირანის პრეზიდენტს გადააბარებს, ამას გარდა კულისებს მიღმა ალბათ განხორციელდება ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა – სხვა მხრივ მორსის ირანში ჩასვლას აზრი არა აქვს, მანამდე დაგეგმილი იყო მხოლოდ მისი წარმომადგენლის გაგზავნა.
სამიტში მონაწილეობას ღებულობს 120 წევრი ქვეყნის მინისტრი. უმნიშვნელოვანესი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ინდოეთის პრემიერმინისტრი მანმოხან სინგი, ეგვიპტეს პრეზიდენტი მოხამად მორსი, პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, ერაყის პრემიერმინისტრი ნური ალ მალიკი, სირიის პრემიერმინისტრი უაელ ალ–ხალაკი და ქატარის ემირი ახმედ ბენ ხალიფა ალ თანი.
No comments:
Post a Comment