Saturday, September 1, 2012

ჩინური პერსპექტიული ტაქტიკური გამანადგურებლის J-20 შეფასება უცხოეთის ექსპერტების მიერ

ორიათასიანი წლების დასაწისიდან ჩინეთის სამხედრო მეცნიერება და თავდაცვითი წარმოება დემონსტრირებას უკეთებს სამხედრო ტექნიკის თანამედროვე ნიმუშების წარმოების უცვლელად მზარდ პოტენციალს. პირველ რიგში ეს ეროვნული სამხედრო–სამრეწვრლო კომპლექსის მოდერნიზაციის შედეგია, რომელმაც 90–იანებში აქტიური იმპულსი მიიღო სახელმწიფოსგან, და ასევე ამისი მეორე მიზეზი ისაა რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ჩინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად 10% იზრდება – ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშკარაა რომ შეიარაღების პროგრამები ჩინეთის ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. გამონაკლისი არც ავიაწარმოებაა.
2011 წლის 11 იანვარს, გაერთიანებული სამეცნიერო–კვლევითი ავიამშენებელი ინსტიტუტის (CADI ქ. ჩენდუ) აეროდრომიდან ჰაერში აფრინდა ჩინეთის პერსპექტიული ტაქტიკური მე–5 თაობის გამანადგურებელი J-20 ("ცზიან–20"). უცხოეთის წყაროებში ამ გამანადგურებელს ასევე უწოდებენ J-X ან J-XX. თვითმფრინავმა გამოშვებული შასით 18 წუთი გაატარა ჰაერში, რის შემდეგაც განახორციელა წარმატებული დაჯდომა. ფრენის საჰაერო გადაღებები ხორციელდებოდა თანმხლები გამანადგურებლიდან – J-10–იდან. ჩინური მასმედიის ცნობით, "შავი არწივის" (ასე ეძახიან მას სამშობლოში) ფრენა გეგმის თანახმად განხორციელდა. ეს გამოცდები განხორციელდა ჩინეთში აშშ–ს თავდაცვის მინისტრის – რ.გეიტსის ვიზიტის დროს.
ჩინური მე–5 თაობის გამანადგურებლის შექმნის შესახებ ინფორმაცია პირველად 1995 წელს გამოჩნდა. ორი დამოუკიდებელი პროექტით დასაქმებული იყო შენიანის საავიაციო–საწარმოო კორპორაცია (Shenyang Aircraft Corporation - SAC, იგივე 601–ე ინსტიტუტი) და საავიაციო–საწარმოო კომპანია "ჩენდოუ" (Chengdu Aircraft Corporation - CAC, 611–ე ინსტიტუტი). ეს ბოლო 2008 წელს დამტკიცდა პერსპექტიული მანქანის სათავო მწარმოებლად. 2010 წელს პირველმა საცდელმა ნიმუშმა პირველი გარბენები განახორციელა.
მწარმოებლები ჯერ არ ახმოვანებენ თვითმფრინავის მონაცემებს, ამიტომ უცხოელი სპეციალისტები მანქანის შეფასებას ინტერნეტში გავრცელებული ფოტოსურათებისა და ვიდეოების მიხეედვით აკეთებენ, ასევე იმ მწირე ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელიც ოფიციალურადაა ცნობილი. ბევრ რამეში სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტების აზრი ემთხვევა და ამგვარად გამანადგურებელზე წარმოდგენის შექმნა ხდება შესაძლებელი.
გამანადგურებელი წარმოადგენს სამკუთხედფრთიან, წინა ჰორიზონტალური ფრთასხმულობით აღჭურვილ  ზედაპლანს, რომელიც აგებულია აეროდინამიკური სქემა "იხვის" მიხედვით, ორი მთლიანადმბრუნავი კილით. ფიუზელაჟის ცხვირა ნაწილი უკარკასო ფარნითაა აღჭურვილი, რომელსაც მსგავსება გააჩნია ამერიკული F-22-ის ფარანის კონსტრუქციასთან. კუდა ნაწილი თავის მხრივ ძალიან ჰგავს რუსული МиГ-1.42 და 1.44 პროექტების კუდა ნაწილს. ორი ძრავა ფიუზელაჟის გვერდებზე, ფრთების ძირებში, მათ ქვემოთაა განთავსებული. ექსპერტების შეფასებით J-20–ს ფრთების გაქანი 14 მ–ია, თვითმფრინავის სიგრძე 23–24მ, ასაფრენი მასა – 40 ტონა (ყველაზე სავარაუდოდ 34–36 ტონა).
მასო–გაბარიტული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ J-20 დაპროექტებულია იმგვარად, რომ განახორციელოს ხანგრძლივი ფრენები. თვითმფრინავის აეროდინამიკური ფორმები მოწმობს მის მაღალ საფრენოსნო–ტექნიკურ მონაცემებზე დაბალ ზებგერით სიჩქარეებზე და კარგ ეკონომიურობაზე ფრენის დროს, ანუ იმ მონაცემებზე რაც ყველაზე საჭიროა შორეული გზაგადაჭრების შესასრულებლად ისეთი თვითმფრინავების წინააღმდეგ როგორებიცაა – სტრატეგიული ბომბდამშენები, სატრანსპორტო–გამმართავი და შორეული დაზვერვისა და მართვის თვითმფრინავები. როგორც ნაკლებად შესამჩნევ ბომბდამშენს მას შეუძლია განახორციელოს სარაკეტო დარტყმები შორსმყოფი საზღვაო მიზნების წინააღმდეგ – ისეთების როგორებიცაა ავიამზიდი დამრტყმელი ჯგუფები.


სურათები აღებულია ჩინური ბლოგიდან:

სპეციალისტები თანხმდებიან იმ აზრში, რომ საფრენოსნო გამოცდების დასაწყისისთვის აწობილი იყო ორი საცდელი ნიმუში. პირველი – 13 500 კგს წევის მქონე АЛ-31ФН ძრავებით აღჭურვილი. ამ ძრავებითაა აღჭურვილი საექსპორტო Су-27–ები და მათი ლიცენზირებული ანალოგები J–10–ები, მეორე – მოდერნიზირებული ძრავა WS-10G "ტაიჰან"–ებით (მაქსიმალური წევა 14 500–15 000 კგს). ეს ბოლო ითვლება "პირველი ეტაპის ძრავად", რომელიც 2020 წლისათვის უნდა შეიცვალოს 16 300კგს წევის მქონე "მეორე ეტაპის ძრავა" WS-15–ით. მომავალში "მეორე ეტაპის ძრავის" სიმძლავრე 18 300კგს–მდე უნდა გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში J–20 ჰაერმიმღებები ზომებით განსხვავდება და უფრო დიდი ზომისაა – რაც იმაზე მომწმობს რომ უფრო მძლავრ ძრავაზეა გათვლილი, რომლებიც სავარაუდოდ ჯერ ისევ შემუშავების სტადიაშია.
იმაზე რომ დღეს ჩინეთს არ გააჩნია ისეთი ძრავები, რომლებიც უზრუნველოყფენ გამანადგურებლის ზებგერით სიჩქარეზე უფორსაჯოდ ფრენას, მიუთითებს ჰაერმიმღების შემავალი მოწყობილობის ფორმა, რომელიც გათვლილია ქვებგერით კრეისერულ სიჩქარეებზე საფრენად.
თვითმფრინავის დიდი სიგრძე სავარაუდოდ გამოწვეულია იარაღის ერთი ან მეტი შიდა ნაკვეთურის არსებობით, რომლებშიც სავარაუდოდ განთავსდება – შორსმსროლელი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, მსხვილი კალიბრის მართვადი ავიაბომბები და ასევე "ჰაერი–ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტები.
J–20 აგებულია კომპოზიტური მასალების გამოყენებით. კომპოზიტური მასალისგანაა დამზადებული ასევე ფიუზელაჟის ცხვირა ნაწილი, რომელიც არაერთხელ იქნა დემონსტრირებული სხვადასხვა ავიასალონზე. აღსანიშნავია რომ სტელს–ტექნოლოგიების ჭკვიანური გამოყენების წყალობით კონსტრუქტორებმა მიაღწიეს ავიატექნიკის ახალი ნიმუშის რადიოლოკაციური შემჩნევადობის საგრძნობლად შემცირებას.
მთლიანობაში უცხოელი ექსპერტების შეფასებები შემდეგია: გამანადგურებელ J–20 შეუძლია განავითაროს ზებგერითი სიჩქარე, მაგრამ იგი არაა განკუთვნილი ამ რეჟიმზე უფორსაჟოდ დიდხანს საფრენად, რადგანაც არსებული ძრავები არ შეესაბამება მე–5 თაობის დონეს; საბორტე რადიო–ელექტრონული მოწყობილობები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ჩაშენებული ტესტირების სისტემა და სხვა ელექტრონული კომპონენტები სავარაუდოდ J–10–სგანაა ნასესხები ან უკეთეს შემთხვევაში მასზე გადიოდა ტესტირებას. ამგვარად J–20 დონე "+ 4" თაობას შეესაბამება. 
მოცემულ ეტაპზე ეს ტექნოლოგიების დემონსტრატორი და საგამოცდო საფრენი სტენდია. ჩინეთის ავიაწარმოებას დასჭირდება არანაკლებ ხუთი წელი თვითმფრინავის გამოსაცდელად და ჭკუაზე მოსაყვანად, ამას გარდა კიდევ სამი წელი მისი სერიული წარმოების დასალაგებლად. მიუხედავად ჩინეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვეირონგის 2009 წლის განცხადებისა – რომ 2017 წლისათვის დაიწყება J–20 სერიული წარმოება, ყველაფერი ზემოთ თქმულიდან აშკარაა რომ 2018–2020 წელზე ადრე მისი სერიული წარმოების დაწყება შეუძლებელია.
მაგრამ მიუხედავად ამისა J–20 საფრენოსნო გამოცდების დაწყება მოწმობს ჩინეთის განვითარებული ავიაწარმოების არსებობაზე, მის თანამედროვე ტექნოლოგიებზე და იმაზე რომ ის გადავიდა ავიატექნიკის დამოუკიდებელ დაპროექტებაზე, თუმცაღა ნასესხები კომპონენტებითა და იდეებით. შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩინური ავიაწარმოება ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, რომელიც პასუხობს როგორ თანამედროვე ასევე მომავლის მოთხოვნებს.


წყარო: Перспективный китайский тактический истребитель J-20 (ЗВО 1.2011)



No comments:

Post a Comment