თუ ფრანგული მარავალფუნქციურ გამანადგურებელ Rafale–სთვის ლივიაში ბრძოლებში მონაწილეობა რეკლამა იყო, სირიაში მისი გამოჩენა შეიძლება მისთვის დამარხვის ტოლფასი გახდეს.
სიირს სამხედრო საჰაერი ძალების შეიარაღებაში 500 გამანადგურებლია, რაც ორჯერ მეტია საფრანგეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლების რაოდენობაზე. მიუხედავად იმისა რომ ამ რაოდენობიდან მხოლოდ მცირედი წილია თანამედროვე, სირიის ავიაცია მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მისი პილოტები წლების განმავლობაში ისრაელთან საბრძოლველად ემზადებოდნენ.
სირიის ავიაბაზების განლაგება
სირიის ავიაციის განლაგება ბაზების მიხედვით
«ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში რომ სირიას წინააღმდეგობა გავუწიოთ» საბერძნეთის დახმარების გარეშე, აღიარებენ ფრანგი გენერლები.
საფრანგეთის სამხედრო ავიაციის გენერალური შტაბის ყოფილმა მეთაურმა, Jean Fleury–მ, საფრანგეთის მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარებს რომ საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალები უძლურნი არიან დაუპირისპირდნენ სირიის ავიაციას. მისივე თქმით აშშ–ს მონაწილეობის გარეშე ოპერაცია ასადის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება. სირიის საჰაერო ძალების ზღუდის გადასალახავად გამოყენებული უნდა იქნა ყველა ბერძნული და კვიპროსული აეროდრომი.
ივნისში, როდესაც თურქული ავიაცია შეეცადა დაერღვია სირიის საჰაერო სივრცე, პასუხმა არ დააყოვნა და დამრღვევი ჩამოგდებული იქნა, ხოლო მეორე თვითმფრინავმა ძლივს გაასწრო.
სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება და დაფარვის რაიონები
ლივიის შემთხვევაში ფრანგულმა ავიაციამ მოახერხა მიეყენებინა პირველი დარტყმა ბენგაზის გასანთავისუფლებლად. სირიის შემთხვევაში საფრანგეთს ვაშინგტონის დაქვემდებარების ქვეშ მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შესრულება შეუძლია.
გენშტაბის ყოფილი მეთაურის განცხადების თანახმად, ეს აღიარება ნიშნავს საფრანგეთის საჰაერო ძალების უძლურების აღიარებას. სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს, 1991 წელს, საფრანგეთის ავიაციას 450 გამანადგურებელი გააჩნდა. დღეს ეს რაოდენობა 230–მდეა ჩამოსული, რის შედეგადაც საფრანგეთს არ გააჩნია იმის საშუალება რომ თავისი ამბიციები განახორციელოს.
წყარო:
- Syrie : pas d'intervention !
- Γάλλος Αρχηγός: Τα Rafale & Mirage είναι χωρίς την Ελλάδα, άχρηστα!
- Συριακή Πολεμική Αεροπορία: Ξανά ετοιμοπόλεμη
No comments:
Post a Comment