Showing posts with label 2013. Show all posts
Showing posts with label 2013. Show all posts

Saturday, September 28, 2013

ახალი ჯავშანმანქანა "Урал"–ისგან

ნიჟნი ტაგილში მიმდინარე გამოფენა "Russia Arms EXPO-2013"–ზე საავტომობილო ქარხანა "Урал"–მა პირველად წარადგინა პრინციპიალურად ახალი დაცული ავტომანქანა "Урал-4320ВВ".
მანქანა რუსეთის ფედერაციის შსს მთავარი სამმართველოს ტექნიკური დავალების მიხედვითაა შექმნილი. მანქანის დანიშნულებაა დაიცვას გადასაყვანი პირადი შემადგენლობა როგორც ცეცხლსასროლი იარაღისგან ასევე აფეთქებისგან გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორებისგან.
"Урал-4320"–ის შასიზე შექმნილ სრული ამძრაობის მქონე მანქანას ერთმოცულობიანი ძარა გააჩნია, რომელშიც 17 მებრძოლი ეტევა და უზრუნველყოფს ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას, რომელსაც შეუძლია 2კგ ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი მასალის აფეთქების გაძლება. მანქანაზე მე–4 ეკოლოგიური კლასის ЯМЗ–ის დიზელის ძრავა აყენია, რომელის სიმძლავრეც 270ც/ძ აღწევს.
მანქანის გათანწყობა საშუალებას იძლევა დავალებიდან გამომდინარე მასზე სხვადასხვა მოწყობილობები და საბრძოლო მოდულები განთავსდეს. ამგვარად არაა გამორიცხული რომ მანქანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ტაქტიკური დაცული მანქანების მთელი ოჯახობის საფუძველი გახდეს.

წყარო:

Wednesday, September 25, 2013

ფოტოები RAE-2013–იდან

აქტიური დაცვის "Арена"–ს ახალი ვარიანტით აღჭურვილი ტანკი Т-72
 რუსული "Уралвагонзавод"-ისა და ფრანგული "Renault Trucks Defense"–ს ერთობლივი ნამუშევარი – ქსმ ATOM (მის შესახებ უკვე ვწერდი – რუსულ–ფრანგული ჯტრ)
БРМ-3К "Рысь"
 2С25 "Спрут-СД"
 Мста С
   სატანკო დაკვირვებისა და დამიზნების ოპტიკური სისტემები. მარცხნიდან მარჯვნივ ზედა რიგში – Ирбис К, Агат МДТ, ТКН АИ, Catherine FC, ТВН 5, СЕТ 5Л, ТНПО-168В

წყარო:
«Russian Arms Expo 2013»
«Russian Arms Expo 2013»
IX Международная выставка вооружения Russia Arms EXPO в Нижнем Тагиле

Т-72 TUSK

დღეს რუსეთში, ქალაქ ტაგილთან მდებარე პოლიგონ "სტარატელ"–ზე სახმელეთო ტექნიკის გამოფენა  "Russia Arms Expo-2013" გაიხსნა (მის სამზადისზე უკვე ვწერდი). 
გამოფენის სიახლეებს შორის T–72–ის ურბანული ბრძოლებისთვის განკუთვნილი ვარიანტია. მანქანა დინამიკური დაცვა "Реликт"–ითაა აღჭურვილი, რომელიც მანქანას მთელი ბორტის სიგრძეზე გასდევს, ხოლო ძრავა ტრანსმისიის განყოფილებასთან ტანკი ცხაურებითაა აღჭურვილი, ასევე ცხაურებითაა აღჭურვილი ტანკის კოშკურის უკანა ნაწილიც, კოშკურის ბორტებსაც კორპუსის მსგავსად დინამიკური დაცვის ელემენტები იცავს. ამას გარდა მანქანის დამატებით დაცვას წინიდან უზრუნველყოფს ბულდოზერის მძლავრი დანა, რომელიც ქუჩებში ნანგრევების და ბარიკადების გასაწმენდად და დაზიანებული ტექნიკის გზიდან გადასაგდებად გამოიყენება. 
მეთაურისთვის საზენიტო დანადგარიდან ცეცხლის წარმოების უსაფრთქოების უზრუნველსაყოფად მანქანაზე სპეციალური ჯავშან კაბინა იქნა დაყენებული. ეს ზომა ბოლო ქონფლიკტების ანალიზიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია.


აღნიშნული მანქანა დამატებით რადიომართვადი ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩამხშობი კომპლექსითაა აღჭურვილი, რაც ტანკის გადარჩენადობას საკმაოდ ამაღლებს.
ამგვარი მოდერნიზაციის განხორციელება ტექნიკის ექსპულატაციის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განხორციელდეს, ანუ იდეაში დედამიწის ნებისმიერ წერტილში.



წყარო:

Saturday, September 21, 2013

Russia Arms Expo-2013-ის სამზადისი

მომავალ კვირას, 25–იდან 28 სექტემბრამდე რუსეთში, ქალაქ ტაგილთან მდებარე პოლიგონ "სტარატელ"–ზე განხორციელდება სახმელეთო ტექნიკის გამოფენა  "Russia Arms Expo-2013". წარმოგიდგენთ სამზადისის ფოტოებს:


ყველზე საინტერესო მაინც ეს ფოტოსურათია – გაურკვეველია თუ რა მანქანა მიაქვს სატვირთოს. საბურავები ძალიან ჰგავს ფრაბგული ჯტრ–ის, VBCI–ს საბურავებს, კორპუსი ბრეზენტის ქვემოდან რისი გარჩევაც შეიძლება ან Patria უნდა იყოს და ან რუსული პერსპექტიული ჯტრ "Бумеранг"

წყარო:

Tuesday, September 3, 2013

ავიცაცია და ავიაშეიარაღება МАКС-2013–ზე

Як-130
МиГ-29СМТ
МиГ-35
კომპანია Сухой–ს ჯიხური დახურულ პავილიონში

ПАК-ФА–ს მოდელი

Сухой–ს ზებგერითი ბიზნეს ჯეტი (Sukhoi Supersonic Business Jet)

Су-35-ის რადიოლოკაციური სადგური "Ирбис-Э"
"Ирбис-Э"–ს ტვინი – დაბალი სიხშირის მიმღები (LF RECEIVER), ციფრული სიგნალის პროცესორი (Digital Signal Processor), რადიო ამგზნები (EXCITER) და 5 კილოვატიანი გადამცემი

ПАК-ФА–ს გვერდითი ხედვის ატიურ–ფაზირებულ ცხაურიანი რადიოლოკაციური სადგური (საცდელი ნიმუში)

ჰაერი–მიწის კლასის საავიაციო მართვადი რაკეტა Х-59М2Э

ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტებისთვის განკუთვნილი უკრაინული წარმოების ოპტიკური თვითდამიზნების თავაკი А3-20

რადიოელექტრონული გაფრთხილებისა და ხარვეზების სისტემა "PRAETORIAN"
"PRAETORIAN"-ის დეტალები – რადიო სიხშირის წყარო (RF Source), საშუალო სიგრძის რადიოტალღების გადამცემი (MW Transmitter), 2 ცალი ანტენის ცხაური (Antenna Array), კონტეინერი (POD), გამაგრილებელი სისტემა (Cooler).