დღეს რუსეთში, ქალაქ ტაგილთან მდებარე პოლიგონ "სტარატელ"–ზე სახმელეთო ტექნიკის გამოფენა "Russia Arms Expo-2013" გაიხსნა (მის სამზადისზე უკვე ვწერდი).
გამოფენის სიახლეებს შორის T–72–ის ურბანული ბრძოლებისთვის განკუთვნილი ვარიანტია. მანქანა დინამიკური დაცვა "Реликт"–ითაა აღჭურვილი, რომელიც მანქანას მთელი ბორტის სიგრძეზე გასდევს, ხოლო ძრავა ტრანსმისიის განყოფილებასთან ტანკი ცხაურებითაა აღჭურვილი, ასევე ცხაურებითაა აღჭურვილი ტანკის კოშკურის უკანა ნაწილიც, კოშკურის ბორტებსაც კორპუსის მსგავსად დინამიკური დაცვის ელემენტები იცავს. ამას გარდა მანქანის დამატებით დაცვას წინიდან უზრუნველყოფს ბულდოზერის მძლავრი დანა, რომელიც ქუჩებში ნანგრევების და ბარიკადების გასაწმენდად და დაზიანებული ტექნიკის გზიდან გადასაგდებად გამოიყენება.
მეთაურისთვის საზენიტო დანადგარიდან ცეცხლის წარმოების უსაფრთქოების უზრუნველსაყოფად მანქანაზე სპეციალური ჯავშან კაბინა იქნა დაყენებული. ეს ზომა ბოლო ქონფლიკტების ანალიზიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია.
აღნიშნული მანქანა დამატებით რადიომართვადი ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩამხშობი კომპლექსითაა აღჭურვილი, რაც ტანკის გადარჩენადობას საკმაოდ ამაღლებს.
ამგვარი მოდერნიზაციის განხორციელება ტექნიკის ექსპულატაციის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განხორციელდეს, ანუ იდეაში დედამიწის ნებისმიერ წერტილში.
წყარო:
No comments:
Post a Comment