ნიჟნი ტაგილში მიმდინარე გამოფენა RAE-2013–ზე, რუსეთის პრემიერ მინისტრს, დიმიტრი მედვედევს БМПТ-ეს ახალი ვერსია, Т-72–ის ბაზაზე შექმნილი "Терминатор-2" წარუდგინეს:
მანქანის შექმნისას ინჟინრებმა БМПТ "Терминатор"–ის შექმნისას მიღებული გამოცდილება გამოიყენეს და მასში არსებული ხარვეზები და სუსტი წერტილები აღმოფხვრეს.
- პირველ რიგში საბრძოლო მოდული დაჯავშნეს, როგორც ფოტოებიდან ჩანს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები დაჯავშნული გარსაცმითაა დაფარული, ასევე დაჯავშნულია ავტომატური ქვემეხების ლულები ნახევრამდე და მათი დაყენების ადგილი.
- ავტომატური ყუმბარმტყორცნები მოშორებულია.
- ეკიპაჟის რაოდენობა სავარაუდოდ 3 კაცია.
- მთელი ეკიპაჟი, მძღოლ–მექანიკოსის გარდა საბრძოლო მოდულის ქვეშაა.
- კორპუსის წინა ზედა ფილა ხელუხლებელია და შესუსტებული ადგილები არ გააჩნია.
- გაუმჯობესებულია დაცვის ხარისხი.
- მანქანის ბაზად Т-72-ია გამოყენებული, რაც მის ღირებულებას საგრძნობლად ამცირებს.
- კორპუსის ბორტებზე შეცვლილია დინამიკური დაცის ელემენტები და განთავსების სქემა.
No comments:
Post a Comment