T-LORAMIDS (Turkish Long Range Air And Missile Defence System) პროგრამის მიხედვით თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ საშუალო და დიდი მანძილის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის შესყიდაზე გამოცხადებული ტენდერი 2013 წლის 26 სექტემბერს სენსაციური შედეგით დასრულდა – თურქეთის პრემიერ მინისტრის, ტეიპ ეროღანის თავმჯდომარეობით ჩატარებული თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი წარმოების დეპარტამენტის (Savunma Sanayii Müsteşarlığı - SSM) ყრილობის შემდეგ გამოცხადდა რომ ამორჩეული იქნა ჩინური სრკ HQ-9, რომელიც ტენდერზე ჩინეთის გარესავაჭრო გაერთიანება China Precision Machinery Export-Import Corporation–მა (CPMIEC) წარადგინა. სულ დაგეგმილია 12 სისტემის (დივიზიონის) შესყიდვა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამგვარად თურქული მხარე სრკ HQ-9–ის პირველი უცხოელი მყიდველი გახდება. კომპლექსი ჩინეთის სახელმწიო კორპორაცია China Aerospace Science and Industry Corporation–ში (CASIC) შემავალი Academy of Defense Technology–ს მიერაა შემუშავებული და შექმნილი და მის შექმნაში სავარაუდოდ რუსული საწარმოებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. თვითონ SSM ამ გადაწყვეტილებას ჩინური წინადადების სიიაფით ხსნის.
T-LORAMIDS ტენდერის საბოლოო ეტაპებში მონაწილეობას შემდეგი კომპლექსები ღებულობდნენ – Raytheon და Lockheed Martin მიერ წარდგენილი სრკ Patriot (РАС-2 GMT–ეს და РАС-3–ის კომბინაცია), ევროკონსორციუმის Eurosam სრკ SAMP/T (საზენიტო რაკეტა Aster 30 Block 1) და რუსული "Рособоронэкспорт"–ის სრკ С-300ВМ "Антей-2500". მანამდე "Рособоронэкспорт"–მა უარი თქვა მიეწოდებინა თურქეთისთვის სრკ С-400, რომელსაც ტენდერის ადრეულ ეტაპებზე სთავაზობდა. NATO–ს წარმომადგენლებმა არაერთხელ ღიად გააფრთხილეს თურქეთი გაფრთხილებოდა რუსული ან ჩინური კომპლექსის არჩევას და ამას "არადასავლური" კომპლექსების NATO–ს გაერთიანებულ ჰსთ სისტემაში ინტეგრაციის სირთულით ხსნიდნენ.
No comments:
Post a Comment