Tuesday, October 23, 2012

Northrop Grumman MAV-L

ამერიკულმა კომპანია Northrop Grumman-მა კონკურს Mobility Vehicle 1.1-სთვის შექმნილი საკუთარი მაქნანა წარადგინა. მანქანა კომპანიამ BAE Systems და  Pratt & Miller Engineering თანამშრომლობით შექმნა და ის განკუთვნილია აშშ-ს სპეციალური ძალების სამმართველოს მიერ გამართულ კონკურში მონაწილეობის მისაღებად.




მოდულური მანქანა MAV-L (Medium Assault Vehicle – Light) წარმოადგენს Northrop Grumman,  BAE Systems და  Pratt & Miller Engineering ერთობლივ ნაწარმს. მას ახასიატებს მოქნილობა, მოდულურობა და მანევრულობა. მწარმოებელმა მასში მეწინავე იდეები და ტექნოლოგიები ჩადო. მანქანის მოდიფიცირება შესაძლებელია ფართო ტაქტიკური მოთხოვნების მიხედვით. 


მანქანის მობილურობას უზრუნველყოფს მისი ავიატრანსპორტაბელურობა - როგორც ვერტმფრენ CH-47-ით ასევე თვითმფრინავ C-130-ით.

ტტმ:
  • ძალური დანადგარი/მოცულობა- CAT /4.4L
  • სიმძლავრე - 220ც/ძ
  • სიმაღლე - 184,4 სმ
  • სავალი ბაზის სიგანე - 208,3 სმ
  • სიგანე - 202 სმ
  • სიგრძე - 532,13 სმ
  • აღჭურვილი წონა - 3357 კგ
  • ეკიპაჟი - 1+6

წყარო:


No comments:

Post a Comment