Monday, January 28, 2019

ყველაზე პატარა MiniGun-ი


არიზონაში ბაზირებულმა საავიაციო და თავდაცვით სფეროში სპეციალიზირებულმა კომპანიამ, Profense-მ, წლევანდელ Shot Show-ზე M134 Mini-Gun-ის შემცირებული ვერსია - 5,56x45 კალიბრის PF556 წარადგინა.

ტყვიამფრქვევი 38 ფუნტს (17.2 კგ) იწონის. მისი წონა 1500 ვაზნიან კოლოფთან ერთად 110 ფუნტს (49,9 კგ) უტოლდება.

ტყვიამფრქვევის ელექტრო ძრავა 48 ვოლტს მოიხმარას და ის სრულებით ციფრულ მართვაზეა - ღილაკის გადართვით შესაძლებელია წუთში სწრაფსროლის 600-დან 4000 გასროლამდე რეგულირება. შესაძლებელია ტყვიამფრქვევის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო, როგორც პილოტირებად ასევე უპილოტო, პლატფორმებზე ადაპტირება.


კომპანიამ გამოფენაზე ტყვიამფრქვევის ტრადიციულ კალიბრიანი ვარიანტი - PF 7.62x51mm NATO M134 Mini-Gun-იც წარადგინა:


No comments:

Post a Comment