Monday, February 11, 2019

МиГ-23МЛ-ისა და F-15 Eagle-ს ორთაბრძოლის უნიკალური კადრები

1991 წელს ისრაელის ერთ-ერთ ავიბაზაზე განხორციელებული МиГ-23МЛ-ისა და F-15 Eagle-ს სასწავლო ორთაბრძოლის უნიკალური კადრები.



МиГ-23МЛ ისრაელში 1989 წლის 11 ოქტომბერს მოხვდა - გამანადგურებელი, საბორტე ნომრით №2786, სირიიდან სირიელმა პილოტმა, მაიორმა მუჰამედ ბასსამ ადელმა გაიტაცა. თვითმფრინავმა საზღვარი დაბალ სიმაღლეზე გადაკვეთა და ისრაელში, მეგიდოს აეროდრომში დაეშვა. МиГ-23МЛ-ის გამოცდების მიზნით ებრაელებმა მასთან F-4, F-15, F-16 და Kfir C7-ის ორთაბრძოლები გამართეს - სპეციალისტებმა ის დაწვრილებით შეისწავლეს და შემდეგ მუზეუმს გადასცეს, ხოლო სირიელმა პილოტმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 

აღსანიშნავია რომ გამანადგურებელი შეიარაღების გარეშე იქნა გატაცებული -  ის მხოლოდ 23 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხითა და მისი საბრძოლო მარაგით იყო აღჭურვილი.

No comments:

Post a Comment