Showing posts with label AH-64D. Show all posts
Showing posts with label AH-64D. Show all posts

Friday, November 29, 2019

ჰუსიტებმა საუდელების AH-64D ჩამოაგდეს (ვიდეო)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


დღეს, დღის მეორე ნახევარში, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა, იემენში, ასირის რეგიონში, საუდის არაბეთის არმიის, მეორე საავიაციო დაჯგუფების  (King Khalid AB), მე-2 საავიაციო ბატალიონის კუთვნილი AH-64D Apache ჩამოაგდეს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელი სისტემით მოხდა ვერტმფრენის განადგურება, თუმცა ეჭვია არსებობს რომ ჰუსიტებმა ეს SA-6-ით მოახერხეს.

Two hours ago, IRGC backed Houthi rebels managed to shoot-down an AH-64D Apache attack helicopter of Royal Saudi Arabia Land Forces belonging to its 2nd Aviation Battalion, 2nd Aviation Group (King Khalid AB) most probably using SA-6 SAM at Asir region, Yemen.

Saturday, September 28, 2019

AH-64D მაღალი ძაბვის კაბელების წინააღმდეგ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

Apache AH-64-მა მაღალი ძაბვის კაბელებთან შეტაკებას გაუძლო. გუშინ 26 სექტემბერს, ამერიკული ვერტმფრენი გერმანიაში სასწავლო ფრენის დროს მაღალი ელექტროძაბვის კაბელებს შეეჯახა.


აშშ-ს არმიის მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის (2th Combat Aviation Brigade) მოიერიშე ვერტმფრენი Apache AH-64D სასწავლო ფრენას ასრულებდა. ფრანკფურტის ჩრდილოეთით, სოფელ ლინდენთან, ვერტმფრენი ელექტროგაყვანილობის კაბელებს წამოედო და ექსტრემალური დაშვება განახორციელა.

როგორც გერმანული მხარე იუწყება - ვერტმფრანმა 110 კილოვატიანი ექვსი კაბელი გაწყვიტა, ერთ-ერთი ელექტროანძა წაიქცა, მეორემ სერიოზული დაზიანებები მიიღო. შეჯახების შემდეგ ვერტმფრენმა ახლომდებარე მინდორში ავარიული დაშვება განახორციელა. ვერტმფრენის დაზიანებები ფოტოს მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ.

Thursday, December 10, 2015

აშშ–ს AH-64D და დანიის Leopard-2A5 ერთ მწყობრში

აშშ–სა და დანიის არმიების ერთობლივი სწავლება. დანია, ვარდეს კომუნა, 2015 წლის 


Monday, April 21, 2014

დღის ფოტო – Apache–ების ჯოგი

2014 წლის 18 აპრილი, სამხრეთ კორეა, ამერიკული სამხედრო ბაზა ჰამფრისი (Camp Humphreys) – ერთობლივ დაშვებას ახორციელებს მე–2 საბრძოლო–საჰაერო ბრიგადის, მე–2 საჰაერო პოლკის, მე–4 საჰაერო სადაზვერვო (მოიერიშე) ბატალიონის 24 ცალი დამრტყმელი ვერტმფრენი AH-64D Longbow. ფოტო საკმაოდ იშვიათია, რადგანაც აშშ–ს არმია ამხელა შენაერთით გაფრენებს იშვიათად ახორციელებს

და დესერტად 25 ცალი UH-60 ერთდროულად ჰაერში

წყარო:
2nd Combat Aviation Brigade

Friday, January 18, 2013

ამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენი Guardian



ამერიკის არმიამ ოფიციალურად გადაწყვიტა AH-64E–სთვის (AH-64D Block III) ახალი სახელწოდების მიცემა – ამიერიდან ის Guardian–ად იწოდება. ამ გზით ხდება ვერტმფრენის მისი წინამორბედებისგან დისტანცირება და იმის აღნიშვნა რომ ის მართლაც ახალი თაობის ვერტმფრენია.

AH-64E Guardian

ჩვენი დოსიე:
აშშ–ს არმიის შეიარაღებაში ამჟამად 757 ერთეული AH-64D Block I/II იმყოფება, გეგმის ტანახმად აქედან მოდერნიზაციას AH-64E Block III Apache Longbow–ის დონემდე 696 ცალი ვერტმფრენი გაივლის.