Showing posts with label AH-64E. Show all posts
Showing posts with label AH-64E. Show all posts

Friday, April 17, 2020

IAF’s new Apache helicopter makes emergency landing in Punjab

An Apache helicopter of the Indian Air Force made an emergency landing in a Hoshiyarpur village after developing a technical fault. There was no loss of life or property.



An Apache helicopter of the Indian Air Force (IAF) made an emergency landing in Hoshiarpur, Punjab on Friday afternoon.

The newly inducted IAF helicopter took off from the Pathankot air base, but the pilot had to make an emergency landing in a field in Hoshiarpur after it developed a technical snag, officials said.

"The chopper made a precautionary landing after warning alert in its control panels," the Indian Air Force said in its statement.

The crew is safe and no major damage has been reported. "The attack choppers are based out of the Pathankot airbase and this chopper had taken off from there. The Air Force will check the helicopter and then take it back to its base. The pilots are safe," the Air Force said.

The US-made Apache AH-64E attack helicopters were inducted into the Indian Air Force last year. The AH-64E Apache is one of the world's most advanced multi-role combat helicopters.

22 Apaches were ordered by India for the IAF in a $1.1 billion deal, the first of which were delivered in September, last year.

Friday, July 5, 2019

უახლესი AGN-179A-თი აღჭურვილი AH-64E Version 6-ის გამოცდები გრძელდება

2019 წლის ივნისის / აშშ / ფლორიდას შტატი/ ფორტ ჰუდი - რაკეტა AGN-179A დისტანიურად მართვად Т-72-ებს ანადგურებს

უახლესი ჰაერი-ხმელეთის ტიპის რაკეტა, AGN-179A (JAGM increment 1), რომელიც AGM-114L Hellfire Longbow, XGM-71 TOW და AGM-65 Maverick-ის ჩასანავლებლად შეიქმნა, გაზრდილი ეფექტურობით, მანძილით, ოპერატიული მოქნილობით და პროტოტიპებთან შედარებით შემცირებული თვითღირებულებითა და მაღალი დონის ტექნიკური უზრუნველყოფით გამოირჩევა.

JAGM-ში ფართოდაა გამოყენებული მანამდე შექმნილ ისეთ ნაკეთობათა კონსტრუქციის ელემენტები, როგორებიცაა - მცირე კალიბრიანი ბომბი GBU-53/B (Small Diameter Bomb II) და რაკეტა Brimstone, რაც ამცირებს ახალი რაკეტის შექმნის ღირებულებასა და ტექნიკურ რისკებს.


თვითდამიზნებადი ტავაკის არხების კომპლექსირება რაკეტის დამიზნების მაღალს სიზუსტესა და ხარვეზმედეგობას უზრუნველყოფს, მათ შორის ინტენსიური რადიოხარვეზების, მასკირების საშუალებების გამოყენებისა და ცუდი ამინდის პირობებში. 

თვითდამიზნების თავაკს დამიზნების ორი საშუალება გააჩნია - ოპტიკური (თერმული) და მილიმეტრული რადარით. მას შეუძლია მიზნის ჩაჭერა განახორციელოს გაშვებამდე ან გაშვების შემდეგფ, შეუძლია დააშუქოს მიზნის გვერდით და მისი აყვანა მოხვედრამდე ბოლო მომენტში განახორციელოს, შეუძლია გამიზნოს ხარვეზების წყარო. შესაძლებელია მისი მართვა, ან გაისროლე-დაივიწეს პრინციპის გამოყენება, რომლის დროსაც მისი გამოყენება დიდ მანძილებზე ხდება და ტრაექტორიის საწყის მონაკვეთზე ინერციული ნავიგაციის სისტემით იმართება.

რაკეტა მოდულური კონსტრუქციისა, ის აღჭურვილია ერთკამერიანი, დაბალი კვამლიანობის მქონე საწვავით აღჭურვილი ძრავით და გაუმჯობესებული ტანდემური კუმულაციურ-ფუგასური ქობინით, რომელიც სამიზნეების ფართო სპექტრის გასანადგურებლად გამოიყენება.


წყარო:
Army conducts operational test of Joint Air to Ground Missile in Florida

Sunday, June 30, 2019

⁦Advanced AH-64 Compound - ამერიკული Apache-ს პერსპექტიული აპგერიდი

ამა წლის 13-დან 16 მაისის ჩათვლით "ვერტიკალური ფრენის საზოგადოების" (Vertical Flight Society) მიერ გამართულ გამოფენა "Annual Forum & Technology Display"-ზე, კომპანია Boeing⁩ ცნობილი მოიერიშე ვერტფმრენის, AH-64-ის, პერსპექტიული მოდელი წარადგინა.

ახალი Apache აღჭურვილი იქნება უფრო გრძელი, ფიქსირებული ფრთებით, უკან მიმართული გამონაბოლქვის სისტემით, დაბლა დაშვებული ვერტიკალური ფარფლითა და უკნიდან მიმწოლი ხრახნით და აკეცვადი შასით. ამას გარდა წინაღობის შემცირების მიზნით ვერტმფრენის კორპუსი უფრო დაიხვეწება და გაკეთილშობილდება.



გაზრდილი სიჩქარისა და ფრენის მანძილის მქონე ახალი Apache, რომელიც ცნობილია სახელით AH-64E Block 2 Compound, კომპანია Boeing-ში გადის გამოცდებს. კერძოდ ვერტმფრენის 30%-იანი ზომის მოდელი პენსილვანიის შტატში, ფილადეფლიაში მდებარე აეროდინამიკურ მილში იცდება. ვარაუდობენ რომ გამოცდები ინავრისთვის დასრულდება.

ვერტმფრენის შემცირებული მოდელი აეროდინამიკულ მილშ გამოცდებზე

კომპანიის განცხადების თანახმად, ახალი მოდიფიკაცია 20%-ნი ფასის ნამატით უზრუნველყოფს 50% გაზრდილ სიჩქარეს, გააორმაგებს სამსახურის ხანგრძლივობას და 24% გაზრდის საწვავის ეფექტურობას. ახლანდელ AH-64E-ს აქვს ზემოთ მიმართული გამონაბოლქვი, ზემოთ მიმართული ვერტიკალური ფარფლი და მხოლოდ იარაღის სატარებელად განკუთვნილი ფიქსირებული მოკლე ფრთები.

13-დან 16 მაისის ჩათვლით "ვერტიკალური ფრენის საზოგადოების" (Vertical Flight Society) მიერ გამართულ გამოფენა "Annual Forum & Technology Display"-ზე, კომპანია Boeing⁩-ის მიერ წარმოდგენილი პერსპექტიული AH-64-ის მოდელი 

კომპანია Boeing-ის პროგრამა Advanced Apache-ს მენეჯერის, რენდი ბრეჯჯერის (Randy Bregger), მიერ 2018 წელს Helicopter Military Operations Technology (HELMOT)-ის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად - "კომაპნია იმედოვნებს რომ აშშ-ს არმია დაინტერესდება AH-64E Block 2-ის შესყიდვით. ვერტმფრენის მიზანია გახდეს ხიდი ახლანდელ AH-64E-ს, რომლის წარმოებაც სავარაუდოდ 2032 წელს დასრულდება, და Future Vertical Lift (FVL)-ის მოიერიშე ვერტმფრენს შორის, რომელმაც წინასწარ ოპერატიულ მზადყოფნას (initial operational capability - IOC) 2045 წელს უნდა მიაღწიოს".

ბრეჯჯერმა ასევე განაცხადა, რომ - "წაგრძელებული ფრთა ხსნის დატვირთვას მზიდი ხრახნიდან, პარალელურად მიმწოლი ხრახნი ზრდის სიჩქარესა და ეფექტურობას. წაგრძელებული ფრთა ასევე 23%-ით ზრდის ფრენის მანძილს.

კომპანიის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად ვერტმფრენის სიჩქარე 185 ჯვანძამდე (342კმ/სთ), მარგი დატვირთვა 5900 ფუნტამდე (2676 კგ) და ფრენის მანძილი 460 მილამდე (741 კმ) გაიზრდება.

13-დან 16 მაისის ჩათვლით "ვერტიკალური ფრენის საზოგადოების" (Vertical Flight Society) მიერ გამართულ გამოფენა "Annual Forum & Technology Display"-ზე, კომპანია Boeing⁩-ის მიერ წარმოდგენილი პერსპექტიული AH-64-ის მოდელი 

AH-64 Apache - ეს მსოფლიოს მეწინავე და ყველაზე თანამედროვე დამრტყმელი ვერტმფრენია. Boeing-მა აშშ-ს არმიასა და სხვა უცხოელ კლიენტებს 2200-ზე მეტი AH-64 მიაწოდა. 1984 წლიდან 2019 წლის მაისიამდე AH-64-ის მთელმა ფლოტმა მსოფლიოს მასშტაბით 4 527 784 საათი იფრინა.

Friday, March 15, 2019

ყატარს პირველი AH-64E Apache Guardian გადაეცა

არიზონას შტატში, ქალაქ მესაში მდებარე ქარხნის ტერიოტრიაზე, ყატარის მიერ შეკვეთილი AH-64E Apache Guardian-ის ტიპი 24 მოიერიშე ვერტმფრენიდან პირველს გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.



ქვეყნის საჰაერო ძალებისთვის პირველი AH-64E Apache Guardian-ის გადაცემის ცერემონიალს ყატარის პრემიერ-მინისტრის მოადგილე თავდაცვით საკითხებში - ჰალიდ ბინ მოჰამედ ალ-ატტიია დაესწრო.

აღნიშნული ვერტმფრენის შესახებ იხილეთ შემდეგი სტატიები:


როგორც ცნობილია, ყატარის მთავრობამ 2014 წელს 24 ცალი AH-64E-ს შესყიდვის გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ვერტმფრენების გარდა უნდა მომხდარიყო 70 პილოტისა და 100 სახმელეთო პერსონალის გაწვრთნა. საბოლოოდ ამერიკულ მხარესთან ხელშეკრულება 2016 წლის ივლისში გაფორმდა, რომლის ღირებულაც 667 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა.


AH-64E წარმოადგენს AH-64-ის უახლეს ვერსიას, მისი ძირითადი მომხმარებელი აშშ-ს არმიაა. ის ასევე ცნობილია სახელწოდებით Apache Guardian. აღნიშნული ვერტმფრენი აღჭურვილია მეწინავე სენსორებით, საბორტე ავიონიკითა და ღამის პირობებში მუშაობის გაუმჯობესებული შესაძლებლობებით. ამას გარდა Apache Guardian-ს ორი უპილოტო საფრენი აპარატის მართვაც შეუძლია.


წყარო - Abdulmoiz

Sunday, April 22, 2018

აშშ-ს არმიამ პრობლემების გამო AH-64E ტიპის ვერტმფრენების მიღება დროებით შეაჩერა

როგორც ცნობილი გახდა, აშშ-ს არმიამ ფრენების საფრთხოების პრობლემების მიზეზით, კომპანია Boeing-ისგან უახლესი მოიერიშე ვერტმფრენების, AH-64E-ბის, მიღება შეაჩერა. ამის შესახებ ინტერნეტრესურსი Defense News, სტატიაში სახელწოდებით US Army stops accepting AH-64E helos from Boeing due to safety concerns-ში იუწყება.
"მზიდი ხრახნის ნიჩბების სამაგრი ბოლტების პრობლემების მიზეზით ჩვენ შევაჩერეთ AH-64E ტიპის ვერტმფრენების მიღება" - განაცხადა საარმიო ავიაციის პროგრამის დირექტორმა, გენერალმა თომას ტოდდმა (Thomas Todd)

როგორც ტექსტიდან ხდება ცნობილი, სანაპირო ზოლის მკაცრი გარემოს პირობებში ვერტმფრენის მზიდი ხრახნის ნიჩბების სამაგრი ბოლტები კოროზიას განიცდიდა, რაც უსაფრთხოების პრობლემებს ქმნიდა.

მწარმოებელმა კომპანიამ ექვსი თვით ადრე დაიწყო პრობლემაზე მუშაობა, ამასთან დაკავშირებით, არმიამ გადაწყვიტა თებერვალში არ მიეღო უკვე წარმოებული AH-64E ტიპის ვერტმფრენები. როგორც ცნობილია Boeing-მა აღმოაჩინა პრობლემების მიზეზი და მათი აღმოფხვრის გზებიც შეიმუშავა, ხოლო არმიამ კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის ნებრათვა უკვე გასცა.

Monday, December 2, 2013

AH-64E-მ საწყის ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია

აშშ–ს არმიის განცხადების თანახმად, ΑΗ-64 Apache–ს უახლესმა მოდიფიკაციამ (მის შესახებ უკვე ვწერდი – AH-64Ε Apache - აწმყოს და მომავლის მოიერიშე ვერტმფრენი, ამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენი Guardian), 1–229 სადაზვერვ–საიერიშო ვერტმფრენების ბატალიონის, Tigersharks–ის შემადგენლობაში საწყის ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია.
ბატალიონმა პირველი "Echo" ვერტმფრენი 2013 წლის იანვარში მიიღო. ვერტმფრენის ამ მოდიფიკაციამ  გასულ ნოემბერში 6000 საფრენი საათი შეასრულა. ცნობისთვის მთლიანობაში Apache–ეს მსოფლიო პარკს 3,7 მილიონი საათი აქვს ნაფრენი.


Monday, August 26, 2013

AH-64Ε Apache - აწმყოს და მომავლის მოიერიშე ვერტმფრენი

კომპანია General Electric Aviation–მა მიიღო 57,5 მილიონი დოლარის ღირებუების შეკვეთა, რომლის თანახმადაც კომპანიამ 72 ცალი ტურბოხრახნული ძრავა T700-GE-701D და მათი სათადარიგო ნაწილები უნდა გამოუშვას. როგორც defenseindustrydaily.com იუწყება ძრავები სამხრეთ კორეის მიერ შეკვეთილი 36 ცალი AH-64Ε Guardian–ისთვისაა განკუთვნილი (მის შესახებ უკვე ვწერდი – ამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენი Guardian / სამხრეთ კორეა - AH-1Z Cobra vs AH-64D Apache Longbow Block III).
AH-64E / Block III–ის პროტოტიპის უკანასკნელ გაუმჯობესებებზე მუშაობა 2006 წელს დაიწყო და 2014 წლის ბოლოსთვის ყველა ვერტმფრენი რომელიც არიზონას საამქროში აიწყობა ამ მოდიფიკაციისა იქნება.
ინტერესი ამ ვერტმფრენის მიმართ, რომელიც 80–იანი წლებში შექმნილ კორპუსს ეფუძნება და უკვე შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლი, არ მცირდება. AH-64 Apache მთელს მსოფლიოში ბატონობს, ის დგას გაერთიანებული სამეფოს, ეგვიპტის, საბერძნეთის, იაპონიის, ჰოლანდიის, საუდის არაბეთის, სინგაპურის და გაერთიანებულ არაბულ საემირატოების არმიების შეიარაღებაზე.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ვერტმფრენის საექსპორტო წარმატებამ ჩრდილში მოაქცია წინა თაობის Bell Helicopters AH-1 და წარმატებით უწევს კონკურენციას ამ კატეგორიის სხვადასხვა ვერტმფრენს – Eurocopter Tiger, AgustaWestland A/T129, Ми-28Н და Ка-52.

AH-64E Block-III ვარიანტის ვერტმფრენი შემდეგმა ქვეყნებმა შეუკვეთეს:
  • შეერთებული შტატები (მთლიანობაში დაგეგმილი 638 ცალი)
  • სამხრეთ კორე (36)
  • საუდის არაბეთი (70)
  • ტაივანი (30)

უცხოური სამხედრო გაყიდვების (FMS) ხაზის გამოყენებით აშშ–ს მათავრობას შემდეგი ქვეყნებისთვის აქვს გაკეთებული მოთხოვნა:
  • ინდოეთი (22)
  • ინდონეზია (8)
  • ქატარი (24)
  • გაერთიანებული არაბული ემირატები (60)

ამერიკული კომპანია კიდევ რამდენიმე შეკვეთის მოლოდინშია. ამერიკული არმიისთვის განკუთვნილი AH-64E / Block-III–ების უმეტესობა ძველი მოდელების მოდერნიზაცია იქნება, ხოლო უცხოელი კლიენტები ახლად აწყობილ ვერტმფრენებს მიიღებენ.


Friday, January 18, 2013

ამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენი Guardian



ამერიკის არმიამ ოფიციალურად გადაწყვიტა AH-64E–სთვის (AH-64D Block III) ახალი სახელწოდების მიცემა – ამიერიდან ის Guardian–ად იწოდება. ამ გზით ხდება ვერტმფრენის მისი წინამორბედებისგან დისტანცირება და იმის აღნიშვნა რომ ის მართლაც ახალი თაობის ვერტმფრენია.

AH-64E Guardian

ჩვენი დოსიე:
აშშ–ს არმიის შეიარაღებაში ამჟამად 757 ერთეული AH-64D Block I/II იმყოფება, გეგმის ტანახმად აქედან მოდერნიზაციას AH-64E Block III Apache Longbow–ის დონემდე 696 ცალი ვერტმფრენი გაივლის.