Sunday, June 30, 2019

⁦Advanced AH-64 Compound - ამერიკული Apache-ს პერსპექტიული აპგერიდი

ამა წლის 13-დან 16 მაისის ჩათვლით "ვერტიკალური ფრენის საზოგადოების" (Vertical Flight Society) მიერ გამართულ გამოფენა "Annual Forum & Technology Display"-ზე, კომპანია Boeing⁩ ცნობილი მოიერიშე ვერტფმრენის, AH-64-ის, პერსპექტიული მოდელი წარადგინა.

ახალი Apache აღჭურვილი იქნება უფრო გრძელი, ფიქსირებული ფრთებით, უკან მიმართული გამონაბოლქვის სისტემით, დაბლა დაშვებული ვერტიკალური ფარფლითა და უკნიდან მიმწოლი ხრახნით და აკეცვადი შასით. ამას გარდა წინაღობის შემცირების მიზნით ვერტმფრენის კორპუსი უფრო დაიხვეწება და გაკეთილშობილდება.



გაზრდილი სიჩქარისა და ფრენის მანძილის მქონე ახალი Apache, რომელიც ცნობილია სახელით AH-64E Block 2 Compound, კომპანია Boeing-ში გადის გამოცდებს. კერძოდ ვერტმფრენის 30%-იანი ზომის მოდელი პენსილვანიის შტატში, ფილადეფლიაში მდებარე აეროდინამიკურ მილში იცდება. ვარაუდობენ რომ გამოცდები ინავრისთვის დასრულდება.

ვერტმფრენის შემცირებული მოდელი აეროდინამიკულ მილშ გამოცდებზე

კომპანიის განცხადების თანახმად, ახალი მოდიფიკაცია 20%-ნი ფასის ნამატით უზრუნველყოფს 50% გაზრდილ სიჩქარეს, გააორმაგებს სამსახურის ხანგრძლივობას და 24% გაზრდის საწვავის ეფექტურობას. ახლანდელ AH-64E-ს აქვს ზემოთ მიმართული გამონაბოლქვი, ზემოთ მიმართული ვერტიკალური ფარფლი და მხოლოდ იარაღის სატარებელად განკუთვნილი ფიქსირებული მოკლე ფრთები.

13-დან 16 მაისის ჩათვლით "ვერტიკალური ფრენის საზოგადოების" (Vertical Flight Society) მიერ გამართულ გამოფენა "Annual Forum & Technology Display"-ზე, კომპანია Boeing⁩-ის მიერ წარმოდგენილი პერსპექტიული AH-64-ის მოდელი 

კომპანია Boeing-ის პროგრამა Advanced Apache-ს მენეჯერის, რენდი ბრეჯჯერის (Randy Bregger), მიერ 2018 წელს Helicopter Military Operations Technology (HELMOT)-ის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად - "კომაპნია იმედოვნებს რომ აშშ-ს არმია დაინტერესდება AH-64E Block 2-ის შესყიდვით. ვერტმფრენის მიზანია გახდეს ხიდი ახლანდელ AH-64E-ს, რომლის წარმოებაც სავარაუდოდ 2032 წელს დასრულდება, და Future Vertical Lift (FVL)-ის მოიერიშე ვერტმფრენს შორის, რომელმაც წინასწარ ოპერატიულ მზადყოფნას (initial operational capability - IOC) 2045 წელს უნდა მიაღწიოს".

ბრეჯჯერმა ასევე განაცხადა, რომ - "წაგრძელებული ფრთა ხსნის დატვირთვას მზიდი ხრახნიდან, პარალელურად მიმწოლი ხრახნი ზრდის სიჩქარესა და ეფექტურობას. წაგრძელებული ფრთა ასევე 23%-ით ზრდის ფრენის მანძილს.

კომპანიის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად ვერტმფრენის სიჩქარე 185 ჯვანძამდე (342კმ/სთ), მარგი დატვირთვა 5900 ფუნტამდე (2676 კგ) და ფრენის მანძილი 460 მილამდე (741 კმ) გაიზრდება.

13-დან 16 მაისის ჩათვლით "ვერტიკალური ფრენის საზოგადოების" (Vertical Flight Society) მიერ გამართულ გამოფენა "Annual Forum & Technology Display"-ზე, კომპანია Boeing⁩-ის მიერ წარმოდგენილი პერსპექტიული AH-64-ის მოდელი 

AH-64 Apache - ეს მსოფლიოს მეწინავე და ყველაზე თანამედროვე დამრტყმელი ვერტმფრენია. Boeing-მა აშშ-ს არმიასა და სხვა უცხოელ კლიენტებს 2200-ზე მეტი AH-64 მიაწოდა. 1984 წლიდან 2019 წლის მაისიამდე AH-64-ის მთელმა ფლოტმა მსოფლიოს მასშტაბით 4 527 784 საათი იფრინა.

No comments:

Post a Comment