რუსეთის საზღვაო ფლოტის ღრმაწყლიან წყალქვეშა აპარატზე ხანძრის შედეგად 14 მეზღვაური დაიღუპა. ხანძარი 1 ივლისს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში მოხდა, სადაც აპარატი რუსეთის ფლოტისთვის მსოფლიო ოკეანის ფსკერის შესწავლას ახორციელებდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად ხანძრის კერა ლიკვიდირებულია, ხოლო თვითონ აპარატი სევერომორსკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იმყოფება.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება, თუმცა ეს წინასწარი ვარაუდებია. ასევე ცნობილი გახდა რომ ინცინდენტს სპეციალურ, ზესაიდუმლო წყალქვეშა აპარატზე - АС-12 «Лошарик»-ზე ჰქონდა ადგილი.
ხანძარს ეკიპაჟის 25 წევრიდან 14 შეეწირა, მათ შორის შვიდი პირველი რანგის კაპიტანი (სახმელეთო ჯარების პოლკოვნიკის შესაბამისი) და ორი რუსეთის გმირის წოდების მქონე მეზღვაური იყო. ასევე ცნობილია რომ აპარატზე მყოფთაგან ყველაზე დაბალი წოდება მესამე რანგის კაპიტანი იყო (შეესაბამება სახმელეთო ჯარების მაიორის წოდებას). როგორც ჩანს სპეციალური მისიაზე იყვნენ გასულები.
No comments:
Post a Comment