გარღვევა აშშ-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში
გასულ თვეში Steve Trimble-მ (ინტერნეტ რესურს AviationWeek-ის რედაქტორი), საკუთარ Twitter-ზე შემდეგი გრაფიკული გამოსახულება გამოაქვეყნა - რომელზეც ამერიკის არმია საკუთარ ახლო მანძილის ჰსთ კომპლექსს მსოფლიოს ანალოგებს ადარებს. ავტორის თანახმად "სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა".
P. S. ჩემი მხრიდან დავამატებ რომ რეალურად აშშ-ს სერიოზული გარღვევა აქვს ჰსთ კომპონენტში. არავინ არ დაობს რომ Petriot-ი მაგარი სისტემაა და განსაკუთრებით მისი ბოლო აპგრეიდები და ქსელურცენტრული ინტეგრირების ფუნქციები, მაგრამ აქ საუბარი კომპლექსურ მიდგომაზეა - აშშ-ს არმის შენაერთებში არ არსებობს მობილური საზენიტო დანადგარები, რომლებიც მათ ფრონტის ხაზზე გადაადგილებისას გააცილებს და დაცვას უზრუნველყოფს. არსებობს გადასატანი Stinger-ები, მერე Avenger-ები და ბოლოს Patriot-ები. აშშ-ს არმიასთან შედარებით რუსული არმია გაძეძგილია ჰსთ კომპლექსებით და მის სერიოზულ ეშელონირებასა აქვს ადგილი. აშშ-ს არმიის ერ ჩავარდნა ორ ძირითად მიზეზს უკავშირდება: პირველი ეს ბოლო 30 წელი არაკონვენციურ ომებზე ადაპტირებაა და მეორე ავიაციაზე აქცენტის გაკეთება, მაგრამ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ავიაციის პანაცეა უბრალოდ დასამარდება, ამიტომაც უკვე მიდის რამდენიმე პარალელური პროგრამა - არტილერიისა და ჰსთ კომპონენტის გასაძლიერებლად.
P. P. S. თუმცა ცხრილში მოცემული ჩრდილოეთ კორეული SA-13 ვერც პირველ და ვერც მესამე პუნქტს ვერ აკმაყოფილებს.
No comments:
Post a Comment