Thursday, July 4, 2019

აშშ-ს არმიის რობოტიზირებული საბრძოლო მანქანების პროგრამა


აშშ-ს არმიის "სახმელეთო სისტემების საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სამმართველოს ცენტრმა" (Combat Capabilities Development Command Ground Vehicle Systems Center -  CCDC GVSC) სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიის დემონსტრატორის ამბიციური პროექტ (Mission Enabler Technologies-Demonstrator-ის (MET-D) პრეზენტაცია განახორციელა. ტექნოლოგიების დემონსტრატორი M113-ისა ქსმ Bradley-ს ბაზაზე შექმნილ რობოტიზირებული საბრძოლო მანქანების სახით იქნა წარმოდგენილი.



დემონსტრატორში გამოყენებულია კამერების, გამოსახულების ასახვის, სამომხმარებლო გრაფიკული ინტერფეისი და ინფორმაციის კაბელით გადაცემის უახლესი ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოსახულების უპილოტო საფრენი აპარატებიდან მიღება და მეწინავე საკომუნიკაციო საშუალებებში ინტეგრირება. ეს ყველაფერი ქვეითებისთვის ბრძოლის ველის უკეთესი გათვითცნობიერებისა და საკომუნიკაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად იქნება გამოყენებული.


პროგრამა, სახელწოდებით NGCV (Next Generation Combat Vehicle - ახალი თაობის საბრძოლო მანქანა) ოფიციალურად 2018 წლის ივნისში დაიწყო. 2018 წლის ოქტომბერში პროგრამას სახელი შეუცვალეს და მას OMFV (Optionally Manned Fighting Vehicle - ოფციონალურად მართვადი საბრძოლო მანქანა) ეწოდა, დაემატა სხვა პროგრამებიც და მთლიანობაშუ NGCV-ს პროგრამის სახელის ქვეშ გაერთიანდა. ახალი NGCV პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სახის მანქანების შექმნა:


  • ოფციონალურად მართვადი საბრძოლო მანქანა (Optionally Manned Fighting Vehicle - OMFV) - ქსმ M-2 Bradley-ს შემცვლელი.
  • მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა (Armored Multi-Purpose Vehicle - AMPV) - ჯტრ M-113-ის შემცვლელი.
  • მობილური დაცული საცეცხლე მანქანა (Mobile Protected Firepower - MPF).
  • ქვეითთა საბრიგადო საბრძოლო ჯგუფებისთვის (IBCT) განკუთვნილი მსუბუქი ტანკები.
  • რობოტული საბრძოლო მანქანები (Robotic Combat Vehicles - RCV) სამ ვარიანტად: პირველი ვარიანტი, ეგრეთ წოდებული RCV-Light, იქნება შვიდი ტონის ფარგლებში და აღჭურვილი იქნება სენსორების კომპლექტით, რომელიც მანქანას ცეცხლის წარმოების საშუალებას მისცემს. მეორე ვარიანტი, RCV-Medium, ათი ტონის ფარგლებში იქნება და აღჭურვილი იქნება საშუალო კალიბრის ქვემეხითა და ტსმრ-ით, ხოლო მესამე და ყველაზე მძიმე მანქანა, RCV-Heavy, ოც ტონას აიწონის და საშუალება ექნება განახორციელოს პირდაპირი საცეცხლე დარტყმები (სავარაუდოდ საუბარია თანამდეროვე სატანკო ქვემეხის ანალოგზე).
  • გადამწყვეტი გამანადგურებელი დარტყმის პლატოფრმა (Decisive Lethality Platform - DLP) - ტანკ M-1 Abrams-ის შემცვლელი.
რობოტიზირებული საბრძოლო მანქანების სამი ვარიანტი (მსუბუქი, საშუალო და მძიმე)


RCV დანიშნულებას მოდულური მისიების მხარდაჭერა წარმოადგენს და ის მეთაურს საშუალებას აძლევს მოახდინოს მანქანის შესაძლებლობების ადაპტირება ყველა კონკრეტული მისიისთვის. ტექნოლოგიების განვითარება საბრძოლო მანქანის დისტანციურად მართვის და მისი სხვა უპილოტო საბრძოლო მანქანებთან მიერთების საშუალებას იძლევა. ერთ პილოტირებად მანქანას შესაძლებლობა ექნება მართოს ერთიდან ოთხამდე უპილოტო საბრძოლო მანქანა RCV. მანქანების ჯგუფის მართვა რადიოკავშირით განხორციელდება. პროექტის განვითარების მაღალ დონეზე მანქანები სრულიად ავტონომიურად იმოქმედებენ, ამისათვის მათ ხელოვნური ინტელექტი და ნეირონული ქსელები დასჭირდებათ - რაც ჯერ-ჯერობით მიუღწევადია, მაგრამ უკვე განვითარების ჰორიზნტზეა.


წყარო:

No comments:

Post a Comment