Monday, August 26, 2013

AH-64Ε Apache - აწმყოს და მომავლის მოიერიშე ვერტმფრენი

კომპანია General Electric Aviation–მა მიიღო 57,5 მილიონი დოლარის ღირებუების შეკვეთა, რომლის თანახმადაც კომპანიამ 72 ცალი ტურბოხრახნული ძრავა T700-GE-701D და მათი სათადარიგო ნაწილები უნდა გამოუშვას. როგორც defenseindustrydaily.com იუწყება ძრავები სამხრეთ კორეის მიერ შეკვეთილი 36 ცალი AH-64Ε Guardian–ისთვისაა განკუთვნილი (მის შესახებ უკვე ვწერდი – ამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენი Guardian / სამხრეთ კორეა - AH-1Z Cobra vs AH-64D Apache Longbow Block III).
AH-64E / Block III–ის პროტოტიპის უკანასკნელ გაუმჯობესებებზე მუშაობა 2006 წელს დაიწყო და 2014 წლის ბოლოსთვის ყველა ვერტმფრენი რომელიც არიზონას საამქროში აიწყობა ამ მოდიფიკაციისა იქნება.
ინტერესი ამ ვერტმფრენის მიმართ, რომელიც 80–იანი წლებში შექმნილ კორპუსს ეფუძნება და უკვე შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლი, არ მცირდება. AH-64 Apache მთელს მსოფლიოში ბატონობს, ის დგას გაერთიანებული სამეფოს, ეგვიპტის, საბერძნეთის, იაპონიის, ჰოლანდიის, საუდის არაბეთის, სინგაპურის და გაერთიანებულ არაბულ საემირატოების არმიების შეიარაღებაზე.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ვერტმფრენის საექსპორტო წარმატებამ ჩრდილში მოაქცია წინა თაობის Bell Helicopters AH-1 და წარმატებით უწევს კონკურენციას ამ კატეგორიის სხვადასხვა ვერტმფრენს – Eurocopter Tiger, AgustaWestland A/T129, Ми-28Н და Ка-52.

AH-64E Block-III ვარიანტის ვერტმფრენი შემდეგმა ქვეყნებმა შეუკვეთეს:
  • შეერთებული შტატები (მთლიანობაში დაგეგმილი 638 ცალი)
  • სამხრეთ კორე (36)
  • საუდის არაბეთი (70)
  • ტაივანი (30)

უცხოური სამხედრო გაყიდვების (FMS) ხაზის გამოყენებით აშშ–ს მათავრობას შემდეგი ქვეყნებისთვის აქვს გაკეთებული მოთხოვნა:
  • ინდოეთი (22)
  • ინდონეზია (8)
  • ქატარი (24)
  • გაერთიანებული არაბული ემირატები (60)

ამერიკული კომპანია კიდევ რამდენიმე შეკვეთის მოლოდინშია. ამერიკული არმიისთვის განკუთვნილი AH-64E / Block-III–ების უმეტესობა ძველი მოდელების მოდერნიზაცია იქნება, ხოლო უცხოელი კლიენტები ახლად აწყობილ ვერტმფრენებს მიიღებენ.


No comments:

Post a Comment